კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 რატომ სძენს სომხეთ-აზერბაიჯანის ომი საქართველოს პოლიტიკურ წონას და როგორ ცდილობს ორივე მხარე საქართველოს ჩარევას კონფლიქტში

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  რაკი ყველა გამოწვევა და პრობლემა, იმავდროულად, შესაძლებლობაცაა, ბუნებრივია, იბადება კითხვა, გარდა საფრთხეებისა, რა ხეირის მოტანა შეუძლია სომხეთ-აზერბაიჯანის ომს და რა მიმართულებით უნდა მიმართოს ძალისხმევა საქართველომ, რომ შექმნილმა რთულმა ვითარებამ მას არა ზიანი, არამედ გარკვეული წარმატებაც მოუტანოს? – ამ საკითხს „ტრადიციონალისტთა“ თავმჯდომარესთან – აკაკი ასათიანთან ერთად განვიხილავთ.
– ადრე ერთმა სომეხმა პოლიტოლოგმა მითხრა ინტერვიუში, რომ საქართველოსთვის მომგებიანია სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება და დაზავება, პირიქით, წამგებიანი იქნებაო. ეთანხმებით ამ მოსაზრებას? და, მართლაც, არის თუ არა შესაძლებელი რამე ხეირის ნახვა მათ შორის დაპირისპირებით, იმის მიუხედავად, რომ ორივე მხრიდან ვრცელდება დეზინფორმაცია ჩვენს ჩასათრევად კონფლიქტში?
– სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, ჩვენი ჩათრევა რას მისცემთ, იმიტომ რომ ფაქტია, ვერც ერთის მხარეზე ვერ დავდგებით ვერც აშკარად და, სხვათა შორის, ვერც ფარულად. მათაც ურჩევნიათ, რომ ჩვენ ნეიტრალურები ვიყოთ ამ ვითარებაში. ჩვენი სახით მშვიდობის კუნძულის არსებობა უფრო მეტ პოლიტიკურ წონას იძენს, ვიდრე სხვა ვითარებაში შეიძლებოდა, ჰქონოდა, თუმცა ეს არის სრულიად უტოპიური იდეა. ჩვენ რომ ნორმალურად ვყოფილიყავით – სამხრეთ კავკასიას ვგულისხმობ – ეს ძირეულად შეცვლიდა ვითარებას თითოეული ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის და მსოფლიოსთვისაც, თქვენ წარმოიდგინეთ. რაც შეეხება ხეირს: მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, როგორ შეიძლებოდა ახლა გარეჯის თემის წამოწევა აზერბაიჯანთან, მე ვფიქრობ, ყოველთვის წამოსაწევია და, მეორეც, ძალიანაც დროულია, მაგრამ ქურდს კუდი ეწვისო.
– მეც მასე ვფიქრობ, საჭირო მომენტის შერჩევა უმნიშვნელოვანესია პრობლემის მოგვარებისას.
– არ ვიცი, იცოდა თუ არა ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ რამდენიმე დღეში ომი დაიწყებოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა მათთვისაც კი, ვისაც უნდა სცოდნოდა – მაგალითად, რუსებისთვის და ეს ჩანს მათ რეაქციაში. თუ იცოდნენ და გაამწვავეს, ამასაც თავისი ახსნა აქვს – სომხეთის იოტისოდენა გადახრაც კი დასავლეთისკენ მოსკოვისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ხმა ამოიღეს მხოლოდ მას შემდეგ, რას ფაშინიანმა თავისი უშიშროების მინისტრი მოხსნა და დანიშნა რუსებისთვის სასურველი კადრი. ამდენად, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი მანამდე შეხვდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს და ესაუბრა დავით გარეჯზე. არ მგონია, ახლა იმის დრო იყოს, რომ ხუჯაბზე დავუწყოთ საუბარი სომხეთს, მაგრამ, როგორც კი ჩაცხრება ეს ამბავი, ზუსტად იმის დრო იქნება, რომ ორივესთან ვილაპარაკოთ საზღვრების ერთხელ და სამუდამოდ დადგენაზე.
– სხვათა შორის, დღეს გავიგე ზუსტად მამუკა არეშიძისგან, რომ სომხეთიც და აზერბაიჯანიც გვერდიგვერდ არიან შემოჭრილები ჩვენს ტერიტორიაზე ერთმანეთის ჯინაზე 400-500 მეტრით და იციან, რომ შემოჭრილები არიან.
– დიახ და კარგი საბაბია საიმისოდ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ლაპარაკი საზღვრებზე. რუსებთან ამის უახლოესი პერსპექტივა არ ჩანს და ამათთან მაინც უნდა გაირკვეს ეს ამბავი, ძალიან თავაზიანად, ძალიან კეთილგანწყობილად, მაგრამ ძალიან მტკიცედ. ისიც ეყოფა ორივეს, რომ ჩვენმა „სასიქადულო“ ბოლშევიკებმა ჩამოურიგეს ჩვენი მიწა-წყალი, თითქოს მათი ბაბუა-ბებიების საკარმიდამო ნაკვეთები იყო. ჩვენ რომ ახლა ნამუსზე ავიღოთ ხელი და ორივეს ჩუმად დავეხმაროთ, ეს კიდევ ცალკე თემაა, მაგრამ ნამდვილად არ ღირს ამის გაკეთება. ამას არც საერთაშორისო პოლიტიკა მიესალმება და არც ელემენტარული ზნეობა, რასაც რაღაც მნიშვნელობა მაინც აქვს პოლიტიკაში, თუმცა სულ უფრო და უფრო მცირდება, იმის მიუხედავად, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ მოლოდინი იყო, რომ მორალურ-ზნეობრივი კატეგორიები პოლიტიკის საყრდენი თუ არა, რაღაც პუნქტი მაინც იქნებოდა, მაგრამ თავი დავანებოთ ამ ილუზიას. გეოგრაფიული ვითარებაა ისეთი, რომ ვერც ერთ მათგანს მათი მოკავშირე ვერ უკავშირდება ჩვენ გარეშე. რუსმა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა, თუ სომხეთის ტერიტორიას შეეხებიან, „ო დე კა ბეს“ წესდებით ჩავერევიო...
– რითაც ბაქო გააფრთხილა, რომ არ გასცდე ყარაბაღის ავტონომიის ტერიტორიასო.
– არც გადავიდოდა... ვთქვათ, გადაწყვიტა რუსმა სომხეთის დახმარება, უჩვენოდ ვერ დაეხმარება, ვერც თურქეთი ეხმარება უჩვენოდ აზერბაიჯანს, სიტუაცია ძალიან დრამატულია, ამ თვალსაზრისით და, ამდენად, მგონია, რომ სომხეთიც, აზერბაიჯანიც და მათი წამქეზებლებიც უნდა დაფიქრდნენ ამაზე, თავი რომ გავანებოთ იმას, რომ ვერც სომხეთი და ვერც აზერბაიჯანი მსოფლიო ოკეანეზე ჩვენ გარეშე ვერ გადის. სხვა საკითხია, ჩვენ ვიყენებთ თუ არა ამ ყველაფერს და მომავალში გამოვიყენებთ თუ არა, იმიტომ რომ მე ვერ ვატყობ დღევანდელ ხელისუფლებას, რომ სერიოზულად უდგებოდეს ამ საკითხს. კულუარებში ამის გაბედვის შნო და უნარი მას არ აქვს, ხოლო ძველი ხელისუფლება ამას რომ ქვეყნის დასაქცევად გამოიყენებდა, ეს გასაგებია. სააკაშვილის განცხადებაც კმარა, რის გამოც სომხეთმა ჩამოართვა მისთვის მინიჭებული სტატუსი.
– ვერც მე გავიგე, რა საჭირო იყო რომელიმე მხარეს დადგომა მეორის წინააღმდეგ.
– ვალი აქვს აზერბაიჯანის და გეტყვით, რომ ფინანსურიც, რუკებს რომ თავი დავანებოთ. იგივე ახალქალაქი-ყარსის რკინიგზით მოითბო ხელი ორივემ, იმიტომ რომ ცნობილია, რა ჯდება რკინიგზის ერთი კილომეტრი და ორჯერ მეტად იქნა შეფასებული.
– და ჩვენ კრედიტი ავიღეთ ჩვენთვის ეკონომიკურად წამგებიანი რკინიგზის ასაშენებლად, რომელიც ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც ხელსაყრელია თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის.
– ჯერ კიდევ კაკო ჩხეიძე ეუბნებოდა შევარდნაძეს, რომ პროექტი ყოფილიყო ახალციხემდე. ძალიან ბევრ რამეს ვიგებდით ამით. ერთი, რომ შეიკვრებოდა წრე, ჩვენი რკინიგზა ხომ უცნაურია?! გამჭოლია და განშტოებები აქვს, რომლებიც არ იკვრებიან... ის რკინიგზა ახალციხემდე რომ გაგრძელებულიყო, ჩვენს ტერიტორიაზე მოუწევდა ორჯერ მეტი მანძილის გავლა და ორჯერ მეტი იქნებოდა გადასახდელი, სხვას რომ თავი დავანებოთ – მაგალითად, ბათუმთან ამ რკინიგზის დაკავშირების. რუკას რომ დავხედოთ, ეს სულ სხვა სახეს შეიძენდა.
– იმას გარდა, რომ ამ მარშრუტის გამო მცირე მონაკვეთი გადის ჩვენს ტერიტორიაზე და ამიტომ შემოსავალი ცოტა გვრჩება, რელიეფია ძალიან რთული და ორჯერ მეტი ხარჯი გვიწევს, ვიდრე სხვა მარშრუტის შემთხვევაში მოგვიწევდა.
– დიახ, ასეა... ისევ ჩვენს თემას დავუბრუნდეთ: ეს ყველაფერი უნებლიეთ ჩვენს წონასაც ზრდის, ბევრი თვალსაზრისით, ოღონდ ეჭვი მეპარება, რომ ამას გამოიყენებს ჩვენი ხელისუფლება, თუმცა დაბეჯითებით შემიძლია, ვთქვა, რომ, თუ დაბრუნდა ძველი ხელისუფლება, დაგვაქცევს ამ ვითარებაში. ესეც ფაქტია და ამას ადასტურებს ის, რასაც ისინი ლაპარაკობენ, განსაკუთრებით, სააკაშვილის განცხადებები. ცალ-ცალკე უნდა ვუთხრათ ორივეს, ძმებო, ჩვენ მაინც გავერკვეთ ამ ამბავში, შეგიძლიათ, ერთმანეთს შეხვდეთ, ჩვენი მეშვეობით გახვიდეთ სამყაროზე, ჰუმანიტარული დახმარება მოგაწოდოთ. აქამდეც სალაპარაკო იყო ამ თემებზე, მაინცდამაინც ომი უნდა დაეწყოთ?!
ჩვენთვის ერთადერი პრობლემაა, თუ რუსები გადაწყვეტენ პირდაპირ ჩარევას, რაც მეეჭვება, აზერბაიჯანიც არ მისცემს ამის საბაბს, მაშინ კი დავდგებით დილემის წინაშე. არ გაატარებ – ძალით მოინდომებს, გაატარებ და – საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, სუვერენიტეტისა და ნეიტრალიტეტის თვალსაზრისით. აზერბაიჯანთან და თურქეთთანაც ცოტა არ იყოს დაგვეძაბება ურთიერთობა. მე პირიქით მგონია, თურქეთთან პირდაპირ შეიძლება ლაპარაკი, შენ ერთდერთი ხარ, ვინც უყოყმანოდ დამიფიქსირე საზღვარი, არ შეგიქმნია პრობლემა, იქნებ შენს უმცროს ძმასაც უთხრა და ერთად გავარკვიოთ ჩვენი საზღვრის ამბავი. ბევრი სხვაც გვეკუთვნის, მაგრამ ლაპარაკია დავით გარეჯზე და ის სისულელეები, რომ ალბანური კულტურის ძეგლია, არგუმენტი არ არის. მათ აქვთ იდენტობის პრობლემა. შესანიშნავი ისტორიკოსი ჰყავდათ, ზია ბუნიატოვი. თავისი ქვეყნის პატრიოტი, მაგრამ ძალიან ობიექტური მეცნიერი. იცოდა რამდენიმე ენა, თუმცა რუსულად წერდა და იმდენად ობიექტური კი იყო, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოხსნა ის საკითხი, რომ შირვანი ნამდვილად ჩვენი ვასალი სახელმწიფო იყო. პატარა, მეგობრული, მაგრამ ვასალური. გაკვრით ეხებოდა შირვანის ისტორიას, სადაც ახლა ბაქო და აზერბაიჯანის ჩრდილოეთი ნაწილია, აზერბაიჯანი, რაც არის რეალურად, ეს ირანის ჩრდილოეთი ნაწილია, აი, ამაზე წერდა. ეს საკითხი წამოსწია მან, როგორც აზერბაიჯანული იდენტობისთვის საამაყო ეპოქა და 50 წელი მართლაც სერიოზულ ძალას წარმოადგენდნენ ახლო აღმოსავლეთში. ეგ იყო და ეგ. თუმცა ამის გამო ირანს პრობლემა აქვს. მართალია, იქაური აზერბაიჯანელები შიიტები არიან და ირანელობენ, მაგრამ არც ეთნიკური ფაქტორია ხელწამოსაკრავი ამ სიტუაციაში. იმის თქმა მინდა, რომ უაღრესად ჩახლართული ვითარებაა. ამიტომ აუცილებელია ჩვენი მკაცრი ნეიტრალიტეტი და ორივესთან სერიოზული, მეგობრული, მაგრამ პრინციპული საუბარი საზღვრების ერთხელ და სამუდამოდ გასარკვევად. ჩვენთან მაინც შეთანხმდნენ, თორემ ერთმანეთთან მათ შეთანხმებას, მე რომ ვერ მოვესწრები, ვიცი და დიდი ეჭვი მაქვს, ჩემი შვილთაშვილებიც ვერ მოესწრებიან.
– მეც ის მაფიქრებს, რომ ამდენი სისხლისღვრის შემდეგ დაზავება რთული იქნება.
– მათ აქვთ ერთი გამოსავალი, მაგრამ არც ერთი არ იზამს: ისინი უნდა მოსწყდნენ რუსულ გავლენას, სომხეთი არ ინდომებს, თორემ თურქეთი მაშინ გაიწეოდა გვერდით დროებით და მათი დავა უნდა გადაწყდეს მართლაც საერთაშორისო თანამეგობრობის დონეზე, თორემ რუსეთი არასდროს გადაწყვეტს ამ პრობლემას და ყველა ხვდება რატომაც. ჩვენ მავთულხლართები გაგვივლეს და სანტიმეტრებს გვედავებიან, ჰგონიათ, ამით დაგვაბამენ, ყარაბაღის სახით კი გადასარევი შესაძლებლობა აქვთ. თუნდაც, სტეპანაკერტი აიღოს აზერბაიჯანმა, იმის წარმოდგენაც კი ძნელია, რაც იქ დატრიალდება. თავის დროზე სომხების შეცდომა ის იყო, რომ ისინი დაეყრდნენ ისეთ ადამიანს, როგორიც იყო სახაროვის მეუღლე, ბონერი, გვარი არ მახსოვს მისი ზუსტად, მაგრამ სომეხი გახლდათ ის ქალბატონი და ადამიანის დაცვის მისი მთავარი ქვაკუთხედი იყო სომხების დაცვა. სხვათა შორის, გორკიში იყვნენ გადასახლებულები სახაროვი და ბონერი და მეტი არც არაფერი დამუქრებიათ, თითქოს რომ იტანჯებოდნენ. ძნელია სომხეთისთის რუსეთისგან მოწყვეტა და დასავლეთმა თუ რამეზე უნდა იზრუნოს, უნდა იზრუნოს ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაზე და თუ აპირებს მსოფლიო ლიდერობას ახლა გამოჩნდება, თუ ჩვენ დაგვაფარებს ქოლგას, „ნატოსი“ თუ არა შეერთებული შტატების მაინც. ჩვენ უნდა ჩავატაროთ არჩევნები მშვიდად, სტაბილურობა შევინარჩუნოთ და ამ თემას მივხედოთ სერიოზულად. საჯაროდ არ უნდა განვაცხადოთ, მაგრამ, თუ გავხდებით ორივეს შუამავლები დასავლეთთან პოლიტიკურადაც და იმათაც თუ შევასმენთ, რომ ეს ორი თანდათან გამოართვან რუსეთს და ესენიც თუ მიხვდებიან, რომ რუსების ხელში, სულ ასე იქნებიან, ნელ-ნელა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება.

скачать dle 11.3