კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 პრიორიტეტების დაცემა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

               ანუ პოლიტიკური სიყვარულის მავნებლობა


  საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დამდგენი კომისიის ორი ყოფილი წევრის დაკავებამ და ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში 100-მდე რუკის მოძიებამ, რომლებიც დაგვეხმარებიან მეზობლებთან, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, აწ კი დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაში (მოგეხსენებათ, რომ საბჭოთადროინდელი რუკების უმეტესობა დაკარგულია, ანუ საიმედო და ჩვენთვის ხელმიუწვდომელ ადგილზეა, იმ მიზეზით, რომ ყოფილ საბჭოელებს ერთმანეთთან დაპირისპირების მორიგი მიზეზი ჰქონდეთ), საზოგადოება ისევ ორად გაყო.
ერთი ისააა სასიხარულო, რომ მეორე მხარე (ვინც თითქოს იმაზე უფრო ზრუნავს, რამე არ ეწყინოს აზერბაიჯანს, ვიდრე დავით გარეჯის კომპლექსის რაც შეიძლება, მეტი ნაწილის ჩვენს საზღვრებში მოხვედრაზე) შედარებით მცირერიცხოვანია, ოღონდ აგრესიული (თავისუფლად შეიძლება, ვუწოდოთ აზერბაიჯანული ლობი საქართველოში).
  აქვე შეგახსენებთ, რომ 2007 წელს საზღვრის დამდგენმა ორმხრივმა კომისიამ შუალედური დოკუმენტი მიიღო, რის მიხედვითაც, აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარი გადიოდა თხემზე, რატომაც კომპლექსის შემადგენელი რამდენიმე ეკლესია აზერბაიჯანის მხარეს მოხვდა. ამ შუალედურ დოკუმენტს, მართალია, არ აქვს დოკუმენტის ძალა და, მით უფრო არ აქვს, რომ კომისიის ქართველმა თავმჯდომარემ – გიორგი მანჯგალაძემ, მას ხელი არ მოაწერა. მაგრამ, ამის მიუხედავადაც, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იმ შუალედურ დოკუმენტში აღნიშულ ადგილას ჩადგნენ – ანუ ჩვენკენ გადმოინაცვლეს და ახლა (ფაქტია, რომ პოლიტიკური და სიტყვიერი გარიგება მოხდა) ისეთი ქართველი ისტორიკოსებიც კი გამოჩნდნენ, რომლებიც გვამუნათებენ, აზერბაიჯანს ტერიტორია არ უნდა წავართვათო.
  მაგალითად, ვინმე მიშა სესიაშვილი გვმოძღვრავს, რომ „საქართველოს ხელისუფლება დავით გარეჯის გამოძიებით ეჭვქვეშ აყენებს მისი ერთ-ერთი მეზობელი სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს (ანუ დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილს უპირობოდ აღიარებს აზერბაიჯანის კუთვნილებად)“, ხოლო ისტორიკოსად წოდებული მანანა სანაძე, საერთოდაც, გაკვირვებულია (მომყავს მისი გაკვირვებული ციტატა): „გაგიგიათ, თქვენ ერთმა ქვეყანამ მეორეს ტერიტორია წაართვას სასულიერო პირებისა და მრევლის მსვლელობით? ჩვენ მხოლოდ გავიფუჭებთ ურთიერთობას მეზობელ ქვეყანასთან. მსოფლიო თანამეგობრობის თვალში ის იქნება სწორი, იმიტომ რომ ჩვენ ვედავებით მას მის აღიარებულ საზღვრებს (ანუ ახალი რუკები მტკიცებულება არაა, ქ-ნი სანაძის ლოგიკით).“
  რაკი ყველაფერი დღესავით ნათელია (ვისაც არ ენაღვლება, მაინც თავისებურად იფიქრებს), მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ხსენებული ბატონები, როგორც იშვიათი ექსპონატები, ტვინის უკუღმა მუშაობის დასტურად, მუზეუმში უნდა მოათავსო.
скачать dle 11.3