კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 ხუთი წლის ვირტუოზი, მხედველობის პრობლემის მიუხედავად, საკუთარ ნაწარმოებებს ქმნის

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სოციალური ქსელი ხუთი წლის ნიკოლოზ თოხაძის ვიდეოებმა დაიპყრო, რომელიც ფორტეპიანოზე საოცრად უკრავს და მღერის დედასთან ერთად. ნიკოლოზი 2 წლის და 2 თვის იყო, როცა პირველად დაუკრა სრულყოფილი ნაწარმოები და მას შემდეგ, ყოველდღიური კავშირი აქვს ინსტრუმენტთან. რაც უნდა უცნაური იყოს, ხუთი წლის ასაკში, თავადაც აქვს შექმნილი რამდენიმე საკუთარი კომპოზიცია. პატარა ვირტუოზის შესახებ ქალბატონ ეკა უდესიანს, ნიკოლოზის დედას,  ვესაუბრეთ.
ეკა უდესიანი: ორი წლისა და ორი თვის იყო, როცა სრულყოფილი მელოდია თითქმის უშეცდომოდ დაუკრა: „ფიფქები ცვივა და ფიფქები მღერიან“, ბოლოს გააკეთა თავისებური ინტერპრეტაცია. პირველად ერთ წლამდე იყო, როცა შევამჩნიეთ, რომ ინსტრუმენტის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა. სულ თავიდან, მართალია, უბრახუნებდა, ამას დაკვრა არ ერქვა, მაგრამ ძალიან უცნაურად და ინტერესით უსმენდა. აშკარად, ბგერებს იმაზე მეტად გრძნობდა, ვიდრე იმავე ასაკის სხვა ბავშვი. სოციალურ ქსელშიც ხუმრობით დავწერე კიდეც: ბავშვი გავირტუოზდა-მეთქი. ერთი წლიდან ნათლად ვხვდებოდით, რომ ინსტუმენტის მიმართ სულ სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა. მერე დავაკვირდით, დაიწყო ყოველდღიურად დაკვრა და ამ ეტაპამდე მოვედით.
–  ხუთი წლის ასაკში საკუთარ ნაწარმოებსაც წერს?
– კი, რამდენიმე საკუთარი ნაწარმოები აქვს, სხვათა შორის ძალიან საინტერესო მელოდიებია. ბოლო პერიოდში საკუთარს ნაკლებად წერს, თუმცა, რაც დაწერა, ლამაზი და ჟღერადი მელოდიაა. ბუნებრივია, ვერ ვინიშნავთ, რასაც წერს, მაგრამ თავად არ ავიწყდება – დაწერიდან რამდენიმეჯერ, დროის შუალებდებით, გაიმეორა. არ იცის ნოტები, დო, რე, მი, ფა, სო, ლა, სი, დოს თუ არ ჩავთვლით. დაკვრა თავისით, სმენის დამსახურებით ისწავლა.  
– თავიდან თქვენი ინიციატივით ჰქონდა ფორტეპიანოსთან შეხება?
– დიახ, როგორც მუსიკალურ დამთავრებული, სულ ვზივარ და ვმღერი. ნიკოლოზს ჰყავს ორი უფროსი ძმა და ისინი მიპროტესტებენ ხოლმე: აუ, არ გვინდა  ეს სიმღერა. ორი თვის იყო, როცა შევამჩნიე: ვუკრავდი და ნიკოლოზი ღიღინებდა, ამიტომ დღის განმავლობაში, რაღაც მონაკვეთი ჩემი ინსტრუმენტთან ჯდომა გახდა სავალდებულო, რადგან მას ძალიან მოსწონდა. მერე ყოველდღიური შეხება გვქონდა პრიმიტიულად, განსაკუთრებული არაფერი.
– ანუ, მუსიკალური ნიჭი ნიკოლოზს გენეტიკურად აქვს?
– ასე ვერ ვიტყვი, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნება, ჩვენისთანა მუსიკალური ოჯახი, ალბათ, ყველაა საქართველოში. სმენა გვაქვს და რაღაც მოკრძალებულად ვმღერი, ვუკრავ.
– ნიკოლოზს აქვს მხედველობის პრობლემა, თუმცა ეს საერთოდ არ უშლის ხელს საყვარელი საქმის კეთებაში. რამ გამოიწვია მხედველობის დაქვეითება?
– ეს გამოწვეულია მუცლად ყოფნის პერიოდიდან და არის რეზუსკონფლიქტი. მე ვარ რეზუსუარყოფითი და ამიტომ ჩემმა ანტისხეულებმა დააზიანა ნაყოფი, დაუზიანა მხედველობა, შესაბამისად, ორსულობიდან მიღებული ტრავმაა და არა გენეტიკური. ხედავს ცუდად, ახლოდან ფერებისა და ყველაფრის გარჩევას ახერხებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, თუნდაც იმისთვის, რომ ნოტები თავისუფლად წაიკითხოს, დამოუკიდებლად დაჯდეს საჭესთან, ითამაშოს ფეხბურთი და ასე შემდეგ. შორს საერთოდ ვერ ხედავს. ნიკოლოზი ახლა გერმანიაში გვყავს. ასპროცენტიანი იმედი არ გვაქვს, რომ ბოლომდე აღუდგება მხედველობა, მაგრამ არსებობს პერსპექტივა, რომ გაუმჯობესდება. ოდნავაც რომ გაუმჯობესდეს, ეს ნიკოლოზისთვის ძალიან კარგი იქნება.
– ინსტრუმენტთან ყოველდღიური შეხება აქვს? ფორტეპიანოს გარდა თუ უკრავს რომელიმე ინსტრუმენტზე და სხვა რამის მიმართ თუ აქვს ინტერესი?
– ნიკოლოზს არ შეუძლია, დილა რომ მუსიკით არ დაიწყოს. უბრალოდ, რომ იღვიძებს მაშინვე უნდა დაუკრას და მეზობლები რომ ძალიან ადრე არ შეაწუხოს, ყურადღების გადატანას ვცდილობ ხოლმე და ვეუბნები: ნიკოლოზ, უნდა მოვითმინოთ, უხერხულია.  ჩვენთან დილა მუსიკით იწყება და ეს არის გარდაუვალი. როგორც ბიჭს, უყვარს თოფით თამაში, მანქანები, სეირნობა. მუსიკის მსგავსად, რაიმე  განსაკუთრებული ინტერესი არ აქვს. საყვირზე უკრავს კიდევ, თუმცა საბავშვო საყვირია და ისე პროფესიონალურად არ გამოსდის, როგორც წესია. ვფიქრობთ, გავუმრავალფეროვნოთ ინსტურმენტები და მათ შეძენას ვაპირებთ. სცადოს თავისი შესაძლებლობები, იქნებ სხვა ინსტრუმენტმა უფრო დააინტერესოს. გიტარა უყვარს, სულ დადის და ითხოვს: გიტარა მათხოვეთ, რა... ნიკოლოზი სულ მუსიკაშია, როცა მიირთმევს, მაშინაც კი რაღაც უნდა ააწყოს თეფშით, კოვზით, ჩანგლით და ნებისმიერი ჭურჭლით, რომელიც წინ უდევს.
– ჯერ მხოლოდ ხუთი წლის არის და რასაც აკეთებს, თავად თუ არქმევს რაიმე სახელს ამ ყოველივეს?
– იმდენად ორგანულია მისთვის მუსიკა, რომ არაფერს არქმევს. როცა რაიმე საკუთარს ქმნის, მაშინაც არ ამბობს, რომ რაღაც მოიგონა. მისთვის ეს იმდენად ბუნებრივია, არ თვლის, რომ რაღაც განსაკუთრებული გააკეთა. ეს მისი ყოველდღიურობაა. სულ ხმებს უსმენს: თამაშის დროსაც, როცა საბურავს ატრიალებს, როცა თასის ხმას გაიგებს, როცა ტალღებთან დგას... სულ მუსიკაში და ხმებშია.
– მხედველობის გარდა, კიდევ აქვს სხვა პრობლემა?
– იმის გამო, რომ ძალიან ცუდი მხედველობა აქვს, მთლად გამართული ვერ არის განვითარების კუთხით, მაგრამ ეს თავისთავად ცხადია და ჩვეულებრივი ამბავია. რაღაც რომ აწუხებდეს და რამე სხვა დიაგნოზი ჰქონდეს, ასე არაა. უბრალოდ, ასაკობრივად გამართული ხუთი წლის ბიჭუნა არ არის, თუმცა ნებისმიერი სირთულის ლექსსა და ზღაპარს იმახსოვრებს, რომლების აღდგენა წლების შემდეგაც შეუძლია. განვითარების საკითხი არის დროის ამბავი და დაეწევა თავის ასაკს. მთავარია, მხედველობა გაუუმჯობესდეს, დამოუკიდებლად სკოლაში სიარული, კითხვა შეძლოს და სხვა ყველაფერი დაძლევადია.  
– როგორ ფიქრობთ, რომ არა მხედველობის პრობლემა, ნიკოლოზი ფორტეპიანოსთან მივიდოდა?
– ხშირად ვამბობ, ეტყობა, ასე იყო საჭირო-მეთქი. შეიძლება, ამით თავსაც ვიმშვიდებ, რომ არ ვინერვიულო. ასე მგონია, ნიკოლოზს მხედველობა რომ ჰქონოდა, ინსტრუმენტთან არ მივიდოდა. თვითონაც უცნაური, ცელქი ბიჭუნაა, ძმებიც გადარეულები ჰყავს და არც მიუშვებდნენ, ვერც მოიცლიდა ინსტრუმენტისთვის.  როცა ბავშვი ვერ ხედავს, ბუნებრივია, სმენა კიდევ უფრო მეტად უმახვილდება, მაგრამ ფაქტია, რაღაც ნიჭიც აქვს, როგორ განვითარდება და ვინ იქნება მუსიკის მიმართულებით, ამას დრო გვაჩვენებს.

скачать dle 11.3