კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 ნათელმხილველი ნანული ლალიაშვილი: მშვიდობიანად გააცილეთ ეს მძიმე წელი, იწყება ახალი, გამოსაცდელი პერიოდი, რომელიც 9 თვე გაგრძელდება

ნინო კანდელაკი თამარ გაბუნია

   საზოგადოებისა და ჩვენი მკითხველის დიდი ინტერესის გათვალისწინებით, ჩვენ კვლავ გთავაზობთ ინტერვიუს ცნობილ ნათელმხილველ ნანული ლალიაშვილთან. ინტერვიუ მოიცავს ნაწყვეტებს მისი ავტობიოგრაფიული წიგნიდან „წინ – ბედნიერებისკენ“.
  ნანული ლალიაშვილი არის ბიოენერგოთერაპევტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, მას იწვევენ ალტერნატიული მედიცინის კონგრესებზე და აღიარებულია, როგორც ამ  მიმართულების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წარმომადგენელი. ქალბატონი ნანული ათეული წლები ცხოვრობდა  და მუშაობდა ევროპაში, რუსეთში, ამერიკაში. მასთან სეანსებზე დადიოდნენ მსოფლიოს ცნობილი და წარმატებული ადამიანები, რაც ასახულია დოკუმენტურ ფილმსა და ფოტოქრონიკებში.
– ქალბატონო ნანული, ძალიან ბევრი რეგალიის მფლობელი ხართ,  ბიოენერგოთერაპევტთა საერთაშორისო აკადემიის წევრი,   ალტერნატიული მედიცინის აკადემიკოსი. რთული გზის გავლა მოგიხდათ, სანამ ამ წარმატებებს მიაღწევდით?  
 – პროფესიით პედაგოგი ვარ. თბილისში ცხოვრების დროს, წლების განმავლობაში სკოლაში პედაგოგად ვმუშაობდი. როდესაც ამ  ქვეყნიდან  წავედი,  ცხოვრების გეზი შევიცვალე. წარმატება მარტივად არ მოსულა. იმ დროს რუსეთში  ისეთი ცნობილი  ნათელმხილველები  მუშაობდნენ, მათთან კონკურენცია არ იყო იოლი, თუმცა ყველას მაინც თავისი გზა ჰქონდა. მაგალითად, აკადემიაში  ერთად ვმუშაობდით მე და ჯუნა დავითაშვილი.  ჩვენ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდა, ძალიან საინტერესო  პროექტზეც მოგვიწია თანამშრომლობა. აღიარება ჩემს ცხოვრებაშიც მალე  მოვიდა, ჩემთან სეანსებზე ჩაწერა ისეთმა ადამიანებმა დაიწყეს, რომლებიც ძალიან გავლენიანები და წარმატებულები იყვნენ. იმ პერიოდში ბევრი  ცნობილი ბიოენერგეტიკოსი მთხოვდა, გავმხდარიყავი მათი ორგანიზაციის წევრი, თუმცა მე მაინც დამოუკიდებლად მუშაობა გადავწყვიტე. მე ჩემი გზა მქონდა.
ჩემთვის   ნებისმიერ რეგალიაზე და აკადემიების  წევრობაზე მნიშვნელოვანია ხალხის სიყვარული, რასაც ყოველთვის ვგრძნობ.  ცხოვრება ბუმერანგია, ეს არის  ჩემი ცხოვრების წესი. რასაც გასცემ, ის გიბრუნდება  უკან.   სიკეთე და  ერთმანეთის თანადგომა არის ერთადერთი სწორი გზა ცხოვრებაში.  
– თქვენ  ცხოვრობდით რუსეთში, ამერიკაში, ევროპაში. რამდენად მოთხოვნადია ბიოენერგოთერაპია და ალტერნატიული მედიცინა  უცხოეთში?
– იმ ქვეყნებში ეს მიმართულება ძალიან მოთხოვნადია, საქართველოში  ჯერ  კიდევ არ ვართ იმ დონზე. მე დავაარსე ალტერნატიული მედიცინის აკადემია, დარწმუნებული ვარ აკადემიაში საინტერესო პროექტებს განვახორციელებთ. ამერიკაშიც,  რუსეთშიც, ევროპაშიც,  სადაც მე მიცხოვრია და მიმუშავია, რეგულარულად იმართებოდა ამ მიმართულების წარმომადგენელთა შეხვედრები, კონგრესები. გამოდის უამრავი ჟურნალ-გაზეთი, არის სატელევიზიო გადაცემები, რომელთა სტუმარი  მეც ბევრჯერ ვყოფილვარ. როცა პირდაპირ ეთერში  ეუბნები  ადამიანს, რა პრობლემა აქვს და როგორ განვითარდება მისი ცხოვრება, ძალიან ემოციურია. ჩემზე წერდნენ გაზეთებში, ჟურნალებში, თუმცა მე თვითონ არ მიყვარდა პოპულარობა. სენატში ვმუშაობდი, მაგრამ ხმამაღლა არ ვსაუბრობდი ამ თემაზე. ახლა, როდესაც  უკვე კომუნიკაციის ბევრი საშუალებაა, ასე აღარ გამოდის, როდესაც პოპულარული ხდები, ბევრი რამისთვის
გიწევს ანგარიშის გაწევა.   
– ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდეთ, იმავე არჩევანს გააკეთებდით?
 – ამ თემაზე ბევრი მიფიქრია და საკუთარი თავისთვის დამისვამს ეს შეკითხვა. რა თქმა უნდა, დიახ!  იმის მიუხედავად, რომ არ გავიარე იოლი გზა, უარი ვთქვი საყვარელ საქმეზე,  მაინც ამ ცხოვრებას ავირჩევდი. წარმოიდგინეთ, ამ წლების  განმავლობაში რამდენ ადამიანს დავეხმარე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს პროფესიაში. ნათელმხილველთან ადამიანი მაშინ მიდის, როდესაც ცხოვრების რთული პერიოდი, დიდი განსაცდელი აქვს და როცა ასეთ დროს, იმედდაკარგულ ადამიანს  დაეხმარები და ცხოვრების გეზს აჩვენებ ან სწორ გზაზე დააბრუნებ,  ამაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის  რა უნდა იყოს?!
ხანდახან, დილიდანვე ამეკვიატება ხოლმე ფიქრი ჩემთვის უცნობ ადამიანზე, შინაგანად ვგრძნობ, რომ იმ დღეს განსაკუთრებული ადამიანური ისტორიის ნაწილი უნდა გავხდე და მართლაც ასე ხდება. დიახ, ყველა ჩემთან მოსული ადამიანის ნაწილი ვარ, სხვანაირად, თანაგანცდის გარეშე, ადამიანის ტკივილის გაზიარება შეუძლებელია, სხვის „ტყავში“  უნდა შეხვიდე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ადამიანის პრობლემის  „გახსნა“ და დახმარება  შეძლო. ხვდებით, ეს რამდენ ენერგიას, ემოციას მოითხოვს. ეს ძალიან რთულია.
  50 წელია, ადამიანების დახმარებას ვცდილობ. სხვების შველა, დახმარება, სწორ გზაზე დაყენება ჩემს მთავარ მისიად მიმაჩნია.  ბოლო პერიოდში უფრო და უფრო მეტი ადამიანი მომმართავს მძიმე დეპრესიებით. კორონაპანდემიის რთულ პერიოდს საზოგადოებაში ნეგატიური ფონის გამძაფრება მოჰყვა. ახალგაზრდების გარდაცვალების უმძიმესი ფაქტები, თვითმკვლელობების ზრდა, ოჯახური ძალადობის სასტიკი შემთხვევები – ასეთი ისტორიები ძალიან მძიმედ აისახება ადამიანებზე, ამ ფონზე გამძაფრდა სტრესები.  
დღეს  ადამიანებს  უამრავი  პრობლემა აქვთ: სოციალური, პირადი ცხოვრება, კარიერა. იყო პერიოდი, როდესაც შევწყვიტე ადამიანების მიღება გარკვეული მიზეზების გამო და მხოლოდ გარკვეული წრის წარმომადგნელებს ვიღებდი, თუმცა, შემდეგ მალე აღვადგინე იმ ადამიანების მიღება, ვისაც ჩემთან შეხვედრა სურდათ.
  რაც საქართველოში ჩამოვედი, ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ჩემთან კარიერასთან დაკავშირებული საკითხებით.  მიხარია, რომ  ჩვენი მოქალაქეებისთვის კარიერული წინსვლა და წარმატება ასე მნიშვნელოვანია. ათი კონსულტაციიდან  დაახლოებით ხუთი ეხება დახმარების სურვილს საქმეში, ბიზნესში. არსებობს გარკვეული პროცედურები, რომელიც ამ მხრივ, ძალიან ეფექტურია.
– ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს თქვენი მოსაზრება,  როგორი იქნება 2020  წლის ბოლო თვეები.
– იმის მიუხედავად, რომ ამაზე ბევრჯერ ვისაუბრე, კიდევ მივიქცევ თქვენს ყურადღებას. როგორც ვამბობდით, 2020 წელი მთელი სამყაროსთვის მძიმე აღმოჩნდა. გარდა პანდემიისა, ეს წელი გამოირჩეოდა ბევრი ადამიანური ტრაგედიით, მსხვერპლით, წარუმატებლობებით, მძიმე ყოფით. წლის დასრულებამდე ბევრი დრო არ რჩება, მშვიდობიანად გააცილეთ ეს წელი თქვენი ცხოვრებიდან, არ დაიჩივლოთ, არ გაბრაზდეთ, მეტიც, მადლობა გადაუხადეთ სამყაროს თითოეული წუთისთვის, რომელიც სიცოცხლისთვის გვეძლევა.
  2021 წლიდან მთელი სამყაროსთვის ახალი ერა იწყება. 2020 წელი იყო გარდამტეხი წელი, ბოროტის და კეთილის ჭიდილი, რაზედაც დგას კაცობრიობა. როგორც ჩვილი ისახება, ასე ჩაისახება ახალი ერა 2021 წლიდან და როგორც ჩვილს სჭირდება 9 თვე სამყაროში მოსავლენად, ასე იქნება საჭირო 2021 წლის პირველი ცხრა თვე თქვენი „გამოცდისთვის“ – გაუმართლებს კეთილგანწყობილ, პოზიტიურ ადამიანებს, ისინი კი, ვინც ვერ ამარცხებს  შურს, ბოროტებას, აგრესიას, წარუმატებლობისა  და მარცხისთვის არიან განწირული. ეს არის  კოსმოსის ენერგია.  
დაინახეთ ადამიანების ნათელი მხარეები. აივსეთ სული და გული მზით! იყავით გონიერი და  კეთილი!  თუ გძულთ ადამიანები, თქვენ აუცილებლად დარჩებით სიყვარულის გარეშე – ასეთია კარმული კანონი.  
 ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარი არის ადამიანი, დავრჩეთ ადამიანებად!
მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა.
უფალი იყოს ჩვენი მფარველი!
ნანული ლალიაშვილთან დასაკავშირებლად  შეგიძლიათ დარეკოთ:  579- 70-00-57, 599-07-33-22  
ნანული ლალიაშვილის ოფისთან კომუნიკაცია, ასევე, შესაძლებელია  „ვაიბერით“ ან „ვოთსაფით“.  
WHATSAPP 599-07-33; VIBER +79857278451
დაგვიმეგობრდით „ფეისბუქზე“ და „ინსტაგრამზე“.
скачать dle 11.3