კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი მრავალწლიანი წარმატების ისტორიით

ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია

„მედინვესტი“ ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკული, სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებაა საქართველოში. პროფესიონალების გუნდი ცენტრის მრავალწლიანი გამოცდილების გარანტია. ინსტიტუტში ფუნქციონირებს  კლინიკური განყოფილება,  ლაბორატორია და დღის სტაციონარი, სადაც კვლევები უახლესი აპარატურით ხორციელდება. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს მედიცინის დოქტორი, ქალბატონი მარინა აბაშიძე, რომელიც 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და გაიდლაინის ავტორია ჰემატოლოგიის, ციტოლოგიის, ტრანსფუზიოლოგიის საკითხებზე; მუშაობდა აშშ ფეირვიუს საუნივერსიტეტო და „მეიოს“ კლინიკებში (აშშ, მინესოტას შტატი); ჩართულია საერთაშორისო კვლევებსა და გრანტებში, მონაწილეობს  საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში.
ქალბატონმა მარინამ დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ ჩვენთან სასაუბროდაც გამონახა დრო და ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის მრავალწლიან ისტორიაზე, მის წარმატების გზასა და მიღწევებზე გვესაუბრა.
– ქალბატონო მარინა, წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი.
მარინა აბაშიძე: გახლავართ მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ვმუშაობ სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობაზე, ვარ ასოცირებული პროფესორი და თბილისის ჯავახიშვილის სახელობის სამედიცინო ფაკულტეტზე – მიწვეული პედაგოგი.
– როგორ მოხვდით ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტში?
– კლინიკური ორდინატურა ამ ინსტიტუტში გავიარე და შემდეგ ვიყავი უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში და ბოლოს – დირექტორი.
– ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს მრავალწლიანი, მდიდარი ისტორია აქვს...
– ინსტიტუტი 1935 წელს აკადემიკოსმა გრიგოლ მუხაძემ ჩამოაყალიბა, მას შემდეგ ამ ინსტიტუტმა დიდი გზა გაიარა და დღემდე ბევრად შემცირებული გუნდით (თუმცა ძირითადი ბირთვით) ვცდილობთ იმ ტრადიციების შენარჩუნებას. გვეამაყება, რომ ვინარჩუნებთ დარგის ლიდერისა და ყველაზე სანდო ინსტიტუტის სახელს. ამჟამად ნატალია კვანტალიანის სამედიცინო ცენტრის სახურავის ქვეშ ვართ და შეიძლება ითქვას, რომ ამ ცენტრს ვეკუთვნით.
– რა მიმართულებებს მოიცავთ?
– ჩვენი კლინიკა ორიენტირებულია სისხლისა და სისხლის სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკასა და მკურნალობის უახლეს, მაღალტექნოლოგიურ
მიმართულებებზე. ამჟამად გვაქვს  ამბულატორია და სტაციონარი, თანამედროვე, უახლესი, მსოფლიო დონის ანალიზატორებით აღჭურვილი  ლაბორატორია, სადაც ხდება მთელი საქართველოდან მოსული ანალიზების  გადამოწმება  და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არ ყოფილა შემთხვევა, ჩვენი დასმული დიაგნოზი არ გამართლებულიყოს.
– ხშირად ქართველი პაციენტები უცხოეთში ამჯობინებენ მკურნალობას და ქართველი ექიმების დასმული დიაგნოზის გადამოწმებას.
– ჩვენთან ჩატარებული გამოკვლევების პასუხებსაც ხშირად აგზავნიან უცხოეთში და გვეამაყება, რომ დღემდე არც ერთი ცდომილება არ გვქონია.
– რა ძირითადი ნაწილებისგან შედგება ჰემატოლოგია?
– ჰემატოლოგია ძირითადად სამი ნაწილისგან შედგება. კლინიკური ჰემატოლოგია – ეს არის ანემიები, სისხლდენითი პათოლოგიები, ანუ ჰემორაგიული დიათეზები და ონკოჰემატოლოგია. ყველა დიაგნოზი აქ ისმება.
დიდი სიხარულით მინდა, ვთქვა, რომ ლეიკემია დღეს აღარ არის სასიკვდილო დიაგნოზი. ბევრი გამოჯანმრთელებული გვყავს. ზოგ შემთხვევაში ძალიან გახანგრძლივდა სიცოცხლის მედიანა, თანაც ისე, რომ ცხოვრების ხარისხი საკმაოდ მაღალია.
 ტრანსპლანტაცია მკურნალობის ბოლო ეტაპია. თუ არაფერმა შედეგი არ გამოიღო, მაშინ ხდება ტრანსპლანტაცია. საუბარია ღეროვანი უჯრედის გადანერგვაზე. სხვათა შორის, მიელომური დაავადებაც სასიკვდილო დიაგნოზი იყო. საბედნიეროდ, საკმაოდ ხშირად დღეს სულ სხვა რეალობა გვაქვს.
– ოჯახი გაგვაცანით.
– სამი ქალი ვართ ოჯახში, მე, ჩემი და და ჩემი ქალიშვილი. ჩემი დაც ექიმია, ქალიშვილი ფინანსისტია, ერთ-ერთ ბანკში წამყვანი სპეციალისტი და განყოფილების ხელმძღვანელია.
– როგორ დაახასიათებთ გუნდს, ვისთან ერთადაც გიწევთ მუშაობა?
– დღეს ჩვენი ძირითადი გუნდი 70 თანამშრომლისგან შედგება, ძალიან გამოცდილი გუნდია. ჩვენთან ახალგაზრდები ნაკლებად არიან. უმძიმესი დარგია, ამდენი წლის განმავლობაში რა ნერვებმა გაგვიძლო, არ ვიცი, ყოველდღიურად  თუ არა დღეგამოშვებით მაინც სასიკვდილო დიაგნოზს ვუსვამთ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს. ანაზღაურება კი ძალიან მწირია. თუმცა, დიდი იმედი მაქვს, კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ ჰემატოლოგიასა და ტრენსფუზიოლოგიაში.



скачать dle 11.3