№42 ეს საინტერესოა
* ძველი ბერძნები იმ ადგილას, სადაც ბრძოლა მოიგეს და მოწინააღმდეგეები გააქციეს, ძეგლს დგამდნენ. ასეთ ძეგლს ტრაფეი ერქვა და მისი სახელი სიტყვა გაქცეულიდან წარმოდგებოდა. გაქცეული კი ბერძნულად „ტროპეა“.
* შუა საუკუნეებში ეგონათ, რომ კბილის ასეთი ძლიერი ტკივილისა და დაშლის მიზეზი პატარა ჭიები იყო, მით უფრო, რომ მისი მოცილება ხსნიდა ტკივილს. მაშინ ჭიად კბილის ნერვს მიიჩნევდნენ.
* ცნობილია, რომ თავად ბეთჰოვენი, მისი მეხუთე სიმფონიის ყველაზე ცნობილი მონაკვეთის ლაიტმოტივს ხსნიდა, როგორც ბედს (ბედი კარზე აკაკუნებს), თუმცა ინგლისსა და ამერიკაში ეს ოთხი ნოტი გამარჯვების სიმბოლოდ მიიჩნევა: მორზეს ანბანის მიხედვით ის V-ს აღნიშნავს, შესაბამისად – Victory.