№42 ბრძნული აზრები
ჩერჩილი: ყველაზე მომგებიან ომს ერთი მშვიდობიანი დღე სჯობს.
ლეონარდო და ვინჩი: მტერი, რომელიც ააშკარავებს შენს შეცდომებს, უფრო სასარგებლოა, ვიდრე მეგობარი, რომელიც მათ ფარავს.
მონტესკიე: ორატორებს რაც აკლიათ სიღრმით, იმას ინაზღაურებენ სიგრძით.
ავრელიუსი: უსამართლობა არ არის ყოველთვის მოქმედებასთან დაკავშირებული, ხშირად ის, სწორედ, უმოქმედობაში გამოიხატება.
აკუტაგავა: უფრო ადვილია, იპოვო ათიათასი ჯარისკაცი, ვიდრე ერთი გენერალი.
გოეთე: დაემორჩილე წყურვილის გრძნობას, წყალი დალიე, მაგრამ წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ.
ჩოხელი: ერთი რამ ვერ გავუგე იმ დალოცვილ ღმერთს, ამ ცაზე ასეთი სიმშვიდე და წესრიგი დაამყარა და კაცის სულს კი ვერაფერი მოუხერხა.
პლატონი: სიხარულიცა და მწუხარებაც იმაში ჰგვანან ერთმანეთს, რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას.
ნიცშე: ადამიანი ანგელოზსა და ცხოველს შორის გადებული ხიდია.
შმიტი: ახალგაზრდის გახრწნის ყველაზე იოლი გზაა, ასწავლო, მეტი პატივი სცეს მათ, ვინც მასავით ფიქრობს, ვიდრე მათ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.
სალვადორ დალი: 6 წლის ასაკში ვოცნებობდი, გამოვსულიყავი მზარეული, 7 წლისას მინდოდა ნაპოლეონი გავმხდარიყავი. ჩემი ამბიციები თანდათან იზრდება, ახლა მე მინდა, ვიყო სალვადორ დალი.
ლაროშფუკო: ისე მოუფრთხილდი იმას, რაც არ გეკუთვნის, თითქოს შენი იყოს.
სოფოკლე: ვთხოვე ღმერთს სიბრძნე, მაგრამ მომცა პრობლემები, რომელთა გადაჭრაზე ბევრი უნდა ვიფიქრო.
დოსტოევსკი: რაც უფრო საშინელ დღეშია ადამიანი, მით მეტი სიკერპით ეჭიდება ოცნებას.
ლევან გოთუა: ქალი ბედნიერებას მამაკაცზე უფრო მეტად გრძნობს, ხოლო უბედურებას მამაკაცზე უფრო მეტად იტანს.
ფროსტი: ცუდია, როცა ცოლმა კერძის მომზადება იცის, მაგრამ არ უნდა. უფრო ცუდია, როცა არ იცის, მაგრამ უნდა.