კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 ჯაჭვს დაცვის ფუნქცია აქვს, ბედნიერება მოაქვს და სურვილებს ასრულებს

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

ალბათ, იშვიათია ადამიანი ჩვენს პლანეტაზე, რომ სათუთად, გულთან ახლოს, ყელსაბამზე დაკიდებულ მისთვის საკრალურ ნივთს არ ატარებდეს - რელიგიური, მაგიური თუ უძვირფასესი სახსოვრის სახით. ყელსაბამი ანუ საკიდი ასეთი ნივთისა კი ძირითადად ჯაჭვი - ძეწკვია, რომელსაც ჯერ კიდევ მრავალი საუკუნის წინ ანიჭებდნენ უდიდეს მნიშვნელობას. რგოლების ერთმანეთთან შეკავშირება-გადაჯაჭვა ადამიანის დამცავ საშუალებად მიაჩნდათ, რომელსაც მფლობელისთვის ბედნიერების მოტანა და სურვილების ასრულება შეეძლო. დღეს საიუველირო წარმოებაში მრავალი სახის უნატიფესი და ულამაზესი ყელსაბამი თუ სამაჯური იქმნება და ახლაც არანაკლები პოპულარობით სარგებლობს, როგორც დამცავი საშუალება. თუ ძეწკვის რომელი წნულია სიყვარულის, სილამაზის, მყარი ოჯახის, სიმდიდრისა თუ სხვა კიდევ რამდენიმე ყველაზე სასურველი გრძნობისა თუ მოვლენის სიმბოლო, ამას შეიტყობთ ეზოთერიკოსი, ბატონი დავით კ-ს ინტერვიუდან.
- ჯაჭვის იუველირული დამზადება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ადამიანმა ლითონის მოპოვება და დამუშავება ისწავლა, თანაც, ყოველგვარი დაზგისა და მანქანის გარეშე. ლითონს ადნობდნენ, ჭიმავდნენ მავთულივით და სხვადასხვა ფორმის რგოლებად კრავდნენ, რაც ჯაჭვის ტიპს განსაზღვრავდა - თავიდან პრიმიტიულს: ერთმანეთზე ასხმულ რგოლებს, რომელსაც ოსტატები ხელით აპრიალებდნენ. თუმცა თანდათან, საიუველირო ხელოვნება დაიხვეწა და დღეს უკვე 50-მდე სახეობის წნული არსებობს. მათგან რამდენიმე საბაზოა, ერთგვარი საკრალური რეპუტაციით: ასრულებს სურვილებს, მოაქვს სიყვარული, სიმდიდრე და წარმატება. ასე რომ, მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, გაარკვიოთ, ზუსტად რა საჩუქარს ელით ბედისგან.
- სიყვარული, მყარი ოჯახი, ერთგულება - ალბათ, ყველა ადამიანის ოცნებაა...
- სიყვარული უდიდესი გრძნობაა, რომელიც იუველირებსა და დიზაინერებს შთააგონებს, დიდებული სამკაულები დაამზადონ. თუ მეორე ნახევართან შეხვედრაზე ოცნებობთ, შეიძინეთ LOVE-ს (სიყვარული) ტექნიკით დამზადებული ძეწკვი ან სამაჯური. ასეთი წნული კეთდება გულის ფორმის რგოლებისაგან, რაც ნაკეთობას სიმსუბუქეს, მოცულობასა და სილაღეს სძენს, თან ყველაზე ელეგანტურია. ხშირად ასეთი საჩუქრით მამაკაცი შეყვარებულს თავის გრძნობებს უმტკიცებს. მასვე ამჯობინებს რომანტიკოსიც, რომელსაც ქვეყნად სიყვარულისა და სიკეთის არსებობის სწამს და მზადაა, მისთვის ყველაფერი გაიღოს. ბევრისთვის კი ოჯახური ბედნიერება მყუდრო თავშესაფარი, საიმედო ნავსაყუდელი და მშობლიური სანაპიროა... განცდა, რაც ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ფერადოვან სანაპიროზე ღუზის ჩაშვებას მოაქვს, როცა ღუზა მყარი ურთიერთობების სიმბოლოა. ვინც გეგმავს, რომ ბედნიერი და მეგობრული ოჯახი შექმნას, ყურადღება სწორედ ღუზისებრი ტექნიკით შესრულებულ ძეწკვზე ან სამაჯურზე უნდა შეაჩეროს. თანაც, ასეთი წნული ყველაზე უბრალო და გამძლეა. რაც შეეხება ერთგულებას - თქვენი ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან მყარი და ურღვევი რომ იყოს, აირჩიეთ ორმაგი ღუზისებრი ქსოვა, რომელიც „გარიბალდის“ სახელითაცაა ცნობილი: იტალიელი რევოლუციონერი წყვილის, ჯუზეპე და ანიტა გარიბალდების პატივსაცემად - ისინი ყველგან და ყველაფერში იყვნენ ერთად, როგორც ერთი მთლიანი. ამიტომაცაა ის ურთიერთობების სიმყარის საფუძველი.
- შემდეგი, ალბათ, რისკენაც ვილტვით: სიმდიდრეა და წარმატება კარიერაში...  
- ვიღაც ოცნებობს სიყვარულსა და მყარ ოჯახზე, ზოგისთვის კი უპირველესი ფინანსები და კარიერაა. თუ გინდათ, რომ ფულის ნაკადი უწყვეტად მოედინებოდეს, ატარეთ „თავთავის“ ტექნიკით შექმნილი საიუველირო ნაკეთობა. უძველესი დროიდან თავთავი აყვავებისა და აღორძინების სიმბოლო იყო და ამიტომაც იზიდავს ასეთი ძეწკვი ფულს. რაც შეეხება კარიერას, წარმატება და სიმდიდრეც ხომ სწორედ მას მოსდევს. რაც უფრო მაღლა აიწევ კარიერის საფეხურზე, მით მეტ პატივისცემასა და ფინანსურ კეთილდღეობას დაიმსახურებ. შესაბამისად, ვისაც კარიერული ზრდის წყურვილი კლავს, მოუხდება „ბისმარკის“ წნული, რომელსაც ასე „რკინის კანცლერად“ წოდებული, პრინციპული, მედგარი და მიზანსწრაფული გერმანიის პირველი კანცლერის, ოტო ბისმარკის პატივსაცემად ეწოდა. ასე რომ, ამ ტექნიკით დამზადებული საიუველირო ნაწარმი „საუფროსო“ და სოლიდურია, რაც 90-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო ჩვენთან ბიზნესმენებისა და „კაი ბიჭების“ წრეში. თუმცა, ძეწკვი კი არა, უფრო ჯაჭვი ეთქმოდა, რადგან, მის მასა და სიგრძეზე იყო დამოკიდებული მფლობელის იღბლიანობა. მართალია, დღეს მის მოცულობას აღარ აქვს ისეთივე მნიშვნელობა, თუმცა პოპულარობა მაინც არ დაუკარგავს და მათ შორის, ქალებშიც.
- სილამაზესა და ახალგაზრდობას ახლავს თავგადასავლებიც, რას გვირჩევთ ამ მხრივ?
- ყველა ქალს უნდა, იყოს მომხიბვლელი, მიმზიდველი, შეუდარებელი, რომელსაც აღფრთოვანებული მამაკაცები მზერას ვერ აცილებდნენ. სწორედ ამაში დაგეხმარებათ „ვარდის“ ტექნიკით ნაქსოვი ძეწკვი. ასეთი სამკაულის რგოლები ერთმანეთში ყვავილის ფურცლებისებრაა ჩაწნული და მაგიურ ძალას ფლობს - მფლობელს შეუდარებელ ეფექტს სძენს, უხანგრძლივებს ახალგაზრდობას და უნარჩუნებს სილამაზეს. ალბათ, ყველას გახსოვთ ენერგიული, გონებამახვილი და სიცოცხლით აღსავსე ფიგარო, თავისი ინტრიგებით ყველა მიზანს რომ აღწევდა. სწორედ მისი სახელი ეწოდა ერთ-ერთ წნულს, რომელშიც ერთმანეთს სხვადასხვა ფორმისა და ზომის რგოლები ენაცვლება. „ფიგაროს“ ძეწკვი და სამაჯური მფლობელის ცხოვრებას უკიდურესად საინტერესოს ხდის: აძლევს საშუალებას, ბევრი იმოგზაუროს, შთაბეჭდილებებით აივსოს და თავბრუდამხვევი თავგადასავლები კალეიდოსკოპივით იცვლებოდეს მის ცხოვრებაში.
- ბოლოს კი დგება სიმშვიდის, ზომიერებისა და დღეგრძელობის ფაზაც...
- სიმშვიდისა და სტაბილურობის სიმბოლოა „ლოკოკინის“ სტილის წნული. ასეთი ძეწკვის ქსოვა ლოკოკინის ნიჟარას ჰგავს და ყოველ რგოლს ცენტრში დამახასიათებელი ხვეულა აქვს. ასეთი სამკაული, დაცული და ზომიერი ცხოვრების შეგრძნებით, ხვალინდელი დღის რწმენას შეგმატებთ. ყველა დროში სხვადასხვა ხალხის კულტურაში კუ დღეგრძელობის სიმბოლო გახლდათ და ეს ლოგიკურიცააა, რადგან ის ხომ ორას წელზე მეტხანს ცოცხლობს. იუველირებმა შესაბამის წნულს „კუ“ უწოდეს. ასეთი წყობის ნაკეთობას პლასტიკური სტრუქტურა აქვს და კუს ბაკნის უჯრედებს ჰგავს. ასეთი ტიპის ქსოვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს, იცავს ტრავმებისა და ავადმყოფობისგან.  

скачать dle 11.3