კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 მოახლე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #41(1032)

***
რეზო ხვიჩიას გეგმის მიხედვით, დიანას ყოველ შაბათს ან კვირას უნდა მოეხსენებინა პოლკოვნიკისთვის ინფორმაცია გაწეული სამუშაოს შესახებ. თუმცა პირველ შაბათ-კვირას დიანა ხვიჩიას ვერ შეხვდა და მხოლოდ ორი კვირის შემდეგ, შაბათ დღეს მივიდა კონსპირაციულ ბინაში. მანამდე კი ორჯერ მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და აცნობა, რომ მხოლოდ მომდევნო შაბათს შეხვდებოდა.
– აბა, დიკო, მომახსენე, როგორაა საქმეები. ვხედავ, რომ ლაბაძეები ვერ გელევიან. აბა, გისმენ! – უთხრა ხვიჩიამ დიანას.
– ჯერჯერობით საგულისხმო არაფერია, ბატონო რეზო. წინა შაბათ-კვირასაც მე დამიტოვეს ტყუპები და მთელი ოჯახი აგარაკზე გაემგზავრა. მოსმენას წარმატებით ვახორციელებ, მაგრამ ვახო ლაბაძეს ჩვენთვის საყურადღებო არც ოჯახის წევრებთან და არც სტუმრებთან არაფერი უთქვამს. თუმცა, მინისტრის მოადგილე სულ ერთხელ იყო სუფრასთან სტუმრებთან ერთად. არადა, სტუმრები ლაბაძეებს ყოველდღე ჰყავთ. ვახო ძალიან გვიან ბრუნდება ხოლმე სახლში და ეგრევე იძინებს, – თქვა დიანამ.
– შენ გაგიცნო? – იკითხა პოლკოვნიკმა.
– გუშინ, – თქვა დიანამ და დააყოლა, – გუშინ პარასკევი იყო და შედარებით ადრე მოვიდა. ბავშვებთან ვიყავი, როდესაც შემოვიდა და თავად გამეცნო.
– მერე, როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა მასზე? – დაინტერესდა რეზო ხვიჩია.
– თქვენ მართალი იყავით. მაგარი „ბაბნიკია“. თვალებით კინაღამ შემჭამა და კომპლიმენტს კომპლიმენტზე მეუბნებოდა. ბოლოს მითხრა, ძალიან მომეწონე. „კრასავიცა“, საინტერესო გოგო ხარ და უფრო ახლოს რომ გაგიცნო, ჩემს აგარაკზე დაგპატიჟებო. მე კეკლუცად გავუცინე. მანაც გამიცინა და ალბათ, უფრო შემითამამდებოდა, ამ დროს მისი მეუღლე, ეთო შემოვიდა და ვახო გამომემშვიდობა და გავიდა. თან, ისე, რომ ცოლს არ შეემჩნია, მრავალმნიშვნელოვნად ჩამიკრა თვალი, – თქვა დიანამ.
– ამ მხრივ რომ გააქტიურდა, კარგია, მაგრამ იქნებ რაიმე წამოსცდეს თავის შავ-ბნელ საქმიანობაზე და ხელჩასაჭიდი მოგვცეს, – თქვა ხვიჩიამ.
– თუკი რაიმე საგულისხმო იქნება, აქ არ ვარ?! მაშინვე მოგახსენებთ, – თქვა დიანამ. პოლკოვნიკს ციფრული აუდიოჩანაწერი დაუდო და დააყოლა, – აი, ბატონო რეზო, აქ ყველაფერია ჩაწერილი და გადაამოწმეთ. მე თუ რაიმე გამომეპარა, უფრო გამოცდილი თანამშრომლები უთუოდ შენიშნავენ.
– ძალიან ნელა მივიწევთ წინ. დრო კი არ ითმენს, – თქვა პოლკოვნიკმა და ჩანაწერი ჯიბეში ჩაიდო.
– ბატონო რეზო, თქვენთან შეკითხვა მაქვს, – თქვა დიანამ.
– გისმენ, – მიუგო პოლკოვნიკმა.
– გურამ ლოლაძე ხომ არ გამოსულა კომიდან? – იკითხა დიანამ.
ხვიჩიამ ბრაზიანი სახით შეხედა დიანას და უთხრა:
– ილოცე, რომ ლოლაძე გონზე ვერ მოვიდეს, თორემ ლაშასთვის სასჯელის შემსუბუქება ასმაგად გაგვიჭირდება. როგორც კი ლოლაძე გონზე მოვა და დაჰკითხავენ, იტყის, რომ ლაშა დამნაშავეაო და ხომ გესმის, რას ნიშნავს ეს, – პოლკოვნიკი გაჩუმდა და უხმოდ შეათვალიერა დიანა. ბოლოს კი დაამატა, სასჯელის შემსუბუქება შენზეა დამოკიდებული, ჩემო დიკო და უფრო აქტიურად იმოქმედე. ვახო რაც შეიძლება, მალე უნდა ჩაიწვინო ლოგინში, უფრო სწორად კი, შენ ჩაუწვე.
– ვეცდები, ვეცდები, ბატონო რეზო, – თქვა დიანამ.
– ახლა თავისუფალი ხარ. თუ რამე, კავშირზე გამოდი, – უთხრა პოლკოვნიკმა დიანას და კონსპირაციული ბინიდან გაისტუმრა.
მესამე კონსპირაციული შეხვედრიდან გამოსული დიანა მესხი უკვე აღარ ტიროდა. გოგონამ უკვე მტკიცედ იცოდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო, რომ თავისი ერთადერთი ტყუპისცალი ძმა ეხსნა.
***
მეოთხე კონსპირაციულ შეხვედრაზე დიანა კვლავ ორი კვირის შემდეგ, ლაბაძეებთან ჩანერგვიდან ერთი თვის თავზე მივიდა. წინა შეხვედრებიდან განსხვავებით, ხვიჩიას გოგონა საგრძნობლად შეცვლილი ეჩვენა – დიანას თმა ჰქონდა შეჭრილი, საკმაოდ ძვირფასი სამოსი ეცვა და რაც მთავარია, ხაზგასმულად თავხედური მანერები და მეტყველება შეეძინა. გოგონა ისევ ისეთი ლამაზი იყო, მაგრამ მისი ქალწულური უმანკოება თითქოს სადღაც გამქრალიყო. პოლკოვნიკმა ყურადღებით შეათვალიერა თავისი აგენტი და ნახევრად ხუმრობით უთხრა:
– როგორ შეცვლილხარ, დიკო, ძლივს გიცანი.
– ხომ არ დავმახინჯდი, ბატონო რეზო? – ცინიკურად იკითხა დიანამ. პოლკოვნიკმა კი თავი გააქნია და უთხრა:
– პირიქით, გალამაზდი. დაქალებული ჩანხარ.
– სწორედაც, რომ მასეა, დავქალდი, – ირონიით თქვა დიანამ და ძალიან ძვირად ღირებული სიგარეტი გააბოლა.
ხვიჩია წამით ჩაფიქრდა და კოპებშეკრულმა თქვა:
– მოიცა, მოიცა, ვახოსთან ხომ არ გქონდა რამე?
– სექსი! – მოკლედ და თავხედურად მოუჭრა დიანამ.
 პოლკოვნიკმა შუბლი გახსნა, გაიცინა და დიანას უხრა:
– მერე და ამას რა ჯობია. წინ წავწეულვართ. დიდი ხანია?
– რაა დიდი ხანი? – კითხვა შეუბრუნა დიანამ.
– რაც ვახოსთან სექსი გქონდა, – თქვა ხვიჩიამ.
– ორი კვირაა, – მიუგო დიანამ.
– მერე?
– რა მერე? – მხრები აიჩეჩა გოგონამ, – მას მერე დღე არ გაუცდენია. როდესაც ყველა იძინებს, მის „სპალნაში“ მივდივარ.
– ცოლი?
– ეთო ნიცაში ისვენებს.
– ძალიან კარგი, – თქვა ხვიჩიამ, გააბოლა და დაამატა, – სათადარიგო ვარიანტზე გადავდივართ. სულ მალე ვახოს სკანდალი უნდა მოუწყო და ხელში ჩაგვიგდო, დანარჩენი კი უკვე ტექნიკის საქმეა.
– მაინც, რა უნდა გავაკეთო?
– ზუსტად ის და იმ თანმიმდევრობით, რასაც მე გეტყვი.
– ბრძანეთ. გისმენთ.
– როდესაც ვახო ლაბაძე სექსისთვის თავის აგარაკზე წაგიყვანს და საწოლში ჩაწვებით, ცოტა აცადე. შემდეგ გაუძალიანდი, დაკაწრე და დაკბინე. სახეში ცრემლმდენი სითხე შეასხი და თავში რაიმე მძიმე საგანი ჩაარტყი, რომ გაითიშოს. ამის მერე ტანსაცმელი შემოიხიე. რამდენიმეჯერ სახე საწოლს მიარტყი, რომ გაგისივდეს და სილურჯე დაგეტყოს. ერთი სიტყვით, სასტიკი ცემის იმიტაცია მოახდინე, თან წივილ-კივილი ატეხე და პატრული გამოიძახე. თქვი, რომ შენზე მინისტრის მოადგილე ძალადობდა და რომ ის გათიშული გდია და შეიძლება, მკვდარია. ამ ინფორმაციას ეგრევე უშიშროებაში გადმოგვცემენ და ჩვენ და პოლიცია მოვალთ. ორივეს სამედიცინო დახმარებას აღმოგიჩენთ. ექსპერტიზებს ჩავატარებთ და ვახოს ჯერ დავაკავებთ, შემდგომ კი დავაპატიმრებთ, – უთხრა ხვიჩიამ დიანას და დაამატა, დიკო, ჩემო გოგონა, ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად და ოსტატურად უნდა შეასრულო, ისე რომ, ვახომ გონზე მოსვლა ვერ შეძლოს, ვერ გაიგოს, რა ხდება. უეჭველად უნდა გაითიშოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ჩაიშლება და ამას რა მოჰყვება, კარგად იცი.
– დიახ. ვიცი. ნუ გეშინიათ, ბატონო რეზო. ყველაფერი კარგად იქნება – ამ საქმეს ფრიადზე შევასრულებ. თუმცა, შეიძლება, ეს დროში გაიწელოს, – თქვა დიანამ. ხვიჩიამ კი ჰკითხა:
– რას ნიშნავს, დროში გაიწელოს?
– იმას, ბატონო რეზო, რომ ვახომ წუხელ მითხრა, ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს. ბიუჯეტზე ვიჭყლეტ ტვინს და გარკვეული პერიოდი შეიძლება, ვერ გნახოო. თანაც, მე მგონი, ორი კვირის მერე, ანუ ბიუჯეტის წარდგენისთანავე შეერთებულ შტატებში მიემგზავრება ათდღიანი თუ ორკვირიანი მივლინებით, – თქვა დიანამ.
პოლკოვნიკს აშკარად არ ეპიტნავა დიანას სიტყვები. თავი გააქნია და გოგონას უთხრა:
– ასე გამოდის, რომ ჩვენი ოპერაცია, მინიმუმ, ერთი თვით გადაიდო?1
დიანამ მხრები აიჩეჩა და მიუგო:
– ასე გამოდის, ბატონო რეზო.
– არა, დიკო, ასე არ ივარგებს და როგორმე აგარაკზე უნდა გაიტყუო ვახო და ოპერაცია ჩაატარო, – თქვა პოლკოვნიკმა.
– ბატონო რეზო, ვფიქრობ, რომ ასე არ ივარგებს და ოპერაციას ჩავარდნის რისკის ქვეშ დავაყენებთ.
– შენ ასე ფიქრობ?
– დიახ.
– რატომ?
– იმიტომ, ბატონო რეზო, რომ ვახო ძალიან ეჭვიანი ადამიანია და შეიძლება, მიხვდეს, რომ „ვუჩალიჩებ“, ამიტომ, ის მარტო თავს  კი არ დამანებებს, არამედ თავის სახლიდანაც დამითხოვს და ყველაფერი ჩაიშლება. ამიტომ, ყველაფერი ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს, რომ ვახომ ვერაფერი იეჭვოს.
ხვიჩია ჩაფიქრდა და პაუზის შემდეგ დიანას უთხრა:
– გეთანხმები. ოპერაციას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებ. ჯობია, მოვიცადოთ.
– დიახ, ბატონო რეზო, ასე ჯობია. თუმცა, გამორიცხული არაა, რომ ვახოს უცებ მოუნდეს ჩემთან სექსი აგარაკზე და მაშინ ყველაფერს მის გამგზავრებამდე ვიზამთ და შტატების მაგივრად ციხეში გავამგზავრებთ, – თქვა დიანამ.
ხვიჩიამ თავი დაუქნია გოგონას. შეათვალიერა და ჰკითხა:
– რაღაც რომ გკითხო, ხომ არ გეწყინება?
– ბრძანეთ, ბატონო რეზო.
– დიკო, ჩემო გოგონა, გულწრფელად და წყენის გარეშე მითხარი, როგორია ვახო ლოგინში?
– ამას რატომ მეკითხებით, ბატონო რეზო?
– მე ხომ გითხარი, არ გეწყინოს-მეთქი. თუ არ გინდა, ნუ მიპასუხებ.
– გიპასუხებთ. ვახო ძალიან სუსტი მამაკაცია. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ. მიკვირს მას ეთო როგორ უჩერდება. არა და ეთო ცუდი ქალი არ უნდა იყოს. თანაც, თავის მეუღლეს, იმ საზიზღარ ვახოს მილიონჯერ სჯობია, გარეგნულადაც და ხასიათითაც.
– ესე იგი, სუსტია, ხომ? – ჩაილაპარაკა ხვიჩიამ. შემდეგ კი დიანას უთხრა:
– კარგი, დიკო. გასაგებია. თავისუფალი ხარ. თუკი რაიმე ექსტრემალური იქნა, მაშინ ექსტრემალურად დამიკავშირდები.
დიანა ხვიჩიას გამოემშვიდობა და კონსპირაციული ბინიდან წავიდა.
***
– დიკ, თქვენი მოხსენება კარგად აწყობილი რომანივით იკითხება და ამან გამიჩინა ერთგვარი ეჭვი. დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერი ზუსტად ისე მიდის, როგორც აქ წერია? – უთხრა წითურ, ოცდაათიოდე წლის მამაკაცს ორმოცი წლის ქერათმიანმა კურდღლისტუჩამ.
– დიახ. მისტერ ნილ. ყველაფერი, სწორედ, ასეა, როგორც ამ პატაკში აღვნიშნე და სიტუაციას ვაკონტროლებთ, – მიუგო კურდღლისტუჩას წითურმა.
– ნუ გეწყინებათ, დიკ. რუსები ძალიან ეშმაკები არიან, ასეთ საქმეში საკმაოდ გამოცდილები და მათი მოხელთება და მათთვის ასეთი საქმის ჩაშლა არც თუ ისე იოლია, – თქვა კურდღლისტუჩამ. მცირე პაუზის მერე კი დაამატა, – იცით, ჩემი წინამორბედი მასწავლიდა, – ჩვენს საქმეში რუსული ანდაზით ვიხელმძღვანელოთო. ანდაზა კი ასე ჟღერს: ენდე, მაგრამ შეამოწმეო. მით უმეტეს, როდესაც საქმე რუსებს ეხება. სწორად გამიგეთ, დიკ, რუსებს ასეთ საქმეში ასი ფუთი მარილი აქვთ ნაჭამი.
– გასაგებია, მისტერ ნილ. მე ნებისმიერ თქვენს კითხვაზე მაქვს პასუხი. გნებავთ, ყველაფერი თავიდან გავიაროთ. გნებავთ, ცალკეულ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, – მშვიდად მიუგო წითურმა კურდღლისტუჩას.
– თავიდან ბოლომდე გავლა არაა საჭირო. მე „მოახლე“ მაინტერესებს. რამდენად საიმედოა ეს ადამიანი?
წითურს ჩაეცინა და კურდღლისტუჩას მტკიცედ უთხრა:
– „მოახლე“ ჩენი საუკეთესო აგენტია – უმაღლესი დონის აგენტურული მომზადება გავატარეთ. თავს დავდებ მის პროფესიონალიზმზე. მართალია, ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ბევრ გამოცდილ და სტაჟიან აგენტს ჩამოიტოვებს უკან. ხოლო ჩვენს ოპერაციაში კი „მოახლე“ ცენტრალური ფიგურაა და სწორედ, ის გვჭირდებოდა ამ კომბინაციისთვის.
ნილს გაეღიმა. ხელები გაშალა და წითურს უთხრა:
– სიტყვები არ მაქვს, დიკ. თქვენ ისე თავდაჯერებულად ლაპარაკობთ „მოახლეზე“, რომ მის სიძლიერესა და საიმედოობაში თანდათან ვრწმუნდები.
– გმადლობთ, მისტერ ნილ, – უთხრა დიკმა.
 კურდღლისტუჩამ თავი დააქნია და წითურს უთხრა:
– და მაინც, დიკ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და თქვენს  სუპერაგენტს საიმედო დაზღვევა დასჭირდება. სულაც ჯეიმს ბონდი რომ იყოს, მაინც დასჭირდება.
– მართალს ბრძანებთ, მისტერ ნილ. „მოახლეს“ აქვს კიდეც ასეთი დაზღვევა და ოპერაცია დეტალებშია გათვლილი, – თქვა წითურმა.
კურდღლისტუჩამ თავი გააქნია, გაიცინა და წითურს უთხრა:
– თქვენ ისე დიდებულად აღმიწერეთ აგენტი „მოახლე“, რომ მის მიმართ დიდი ინტერესი გამიჩნდა და სიამოვნებით გავიცნობდი.
წითურსაც გაეცინა და კურდღლისტუჩას უთხრა:
– ამის გაკეთება იოლია, მისტერ ნილ, „ მოახლე“ აქაა და თუკი ნებას მომცემთ, ახლავე გაგაცნობთ.
კურდღლისტუჩა უნებლიეთ შეხტა. შემდეგ თავი გააქნია, ხელი ჩაიქნია და წითურს უთხრა:
– კარგი. მოიწვიეთ აქ თქვენი აგენტი.
– დიახ. ახლავე, მისტერ ნილ, – თქვა წითურმა და კაბინეტიდან გავიდა.
კურდღლისტუჩა ნილ სკაილი იყო – შეერთებული შტატების დაზვერვის რეზიდენტი თბილისში. წითური კი – დიკ შერი და თბილისში ის „ეფბიარს“ წარმოადგენდა. ამერიკის შეერთებული შტატების ეს ორი უძლიერესი სპეცსამსახური საქართველოში ერთობლივ ოპერაციას ატარებდნენ და ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა ახალგაზრდა ქართველი მზვევრავი „მოახლე“ იყო.
ორიოდე წუთიც არ იყო გასული, როდესაც დიკ შერიმ ნილ სკაილის კაბინეტში თავისი აგენტი შეიყვანა და „ცეერუელს“ წარუდგინა:
– აი, ესაა „მოახლე“, მისტერ ნილ.
კურდღლისტუჩა ამერიკის დაზვერვის რეზიდენტის სავარძლიდან წამოდგა და „მოახლეს“ შეეგება.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3