კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 ტესტი გონებისთვის

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

ასაკის მატებასთან ერთად, არა მარტო სხეული, ტვინიც განიცდის ცვლილებებს. გაინტერესებთ, რამდენად სწრაფად მოხდება ეს თქვენს შემთხვევაში?  უპასუხეთ შეკითხვებზე    „კი“ ან „არა“    და დაითვალეთ   მხოლოდ  დადებითი პასუხები.
1. დღე-ღამეში მძინავს 7-8 საათის განმავლობაში.
2. ყოველდღე  ბევრ ხილსა და ბოსტნეულს  ვჭამ.
3. ჩემს ყოველდღიურ რაციონში შედის კენკრაც – მოცვი, ჟოლო,  ან მაყვალი.
4. კვირაში სამჯერ მაქვს „თევზის დღე“.
5. რეგულარულად ვიღებ თევზის ქონს საკვების დანამატის სახით.
6. ყოველდღე ვიღებ ვიტამინ B6-ს (ფოლიუმის მჟავა) და მულტივიტამინებს.
7. ყოველდღიურად ვიღებ ასპირინის მცირე დოზას.
8. ვსვამ წითელ ღვინოს ან ყურძნის წვენს კვირაში არანაკლებ 5 დღისა.
9. ვვარჯიშობ – დღეში  30 წუთს  მაინც.
10. ვკითხულობ წიგნებს, ვხსნი კროსვორდებს. ხშირად ვარ დაკავებული საქმიანობით, რომელიც დაკავშორებულია აქტიურ სწავლასთან – დამახსოვრებასთან, გამოთვლასთან, ამოცანების ანალიზთან და ამოხსნასთან.
11. ჩემს წინაპრებში არიან ადამიანები, ვინც იცოცხლა 80 წლამდე მეხსიერების დაკარგვის გარეშე.
12. ჩემი ქოლესტერინის დონე ნორმის ფარგლებშია.  
13. „ცუდი“ ქოლესტერინის დონე საკმაოდ დაბალია.
14. არ მაქვს პრობლემები ჭარბ წონასთან დაკავშირებით.
15. ვჭამ ჯანსაღ საკვებს.
16. კარაქისა და მარგარინის ნაცვლად ვიყენებ ზეითუნის ზეთს ან მცენარეულ ზეთს ტრანს-ცხიმების გარეშე.
17. არასოდეს მომიწევია.
18. ჩემი წნევა ნორმაშია.
19. არ მაქვს დიაბეტი.
20. არ მაქვს მეტაბოლური სინდრომი (მისთვის დამახასიათებელია მაღალი დონის ტრიგლიცერიდები, „ლუდის მუცელი“, მაღალი წნევა).
21. არ მაქვს ძილთან დაკავშირებული დარღვევები, როგორიცაა ხვრინვა, აპნოე, ქრონიკული უძილობა.
22. არ განვიცდი ყოველდღიურ უკონტროლო სტრესს.
23. ვატარებ დიდ დროს მეგობრებთან, კოლეგებთან და ნათესავებთან.
24. არ მაქვს მეხსიერების პრობლემები.
ახლა კი ნახეთ შედეგები.
თუ დააგროვეთ დადებითი 23-24 ქულა: გილოცავთ, ასაკი ვერაფერს დააკლებს თქვენ ტვინს.  რადგან მისი „ნამდვილი“ ასაკი 15 წლით ნაკლებია თქვენს ბიოლოგიურ ასაკზე.
20-22  ქულა:  კარგი შედეგია.  მინუს 10 წელი თქვენ ბიოლოგიურ ასაკს. მაგრამ თუ გინდათ, კიდევ უფრო გაახალგაზრდავდეთ, გამოასწორეთ ის შემთხვევები, რაზეც გაეცით პასუხი „არა“.
15-19 ქულა: ნორმალურია. თქვენი ტვინი თქვენი თანატოლია. მაგრამ, მაინც, ნუ  დააჩქარებთ დაბერების პროცესს. უმჯობესია, თავი დაიზღვიოთ.
12  და  უფრო ნაკლები: დაუმატეთ თქვენს ბილოგიურ ასაკს 5 წელი. თქვენი პრობლემები აშკარაა, და ეს სერიოზული მიზეზია ექიმთან ვიზიტისთვის და ცხოვრების სტილის შესაცვლელად.

скачать dle 11.3