№42 კითხვა-პასუხი
ნინო კანდელაკი ანი რევია

პასუხი: თავის ქალის მიერ გამოყოფილი ნატურალური ზეთები თანაბრად ნაწილდება თმის მთელ სიგრძეზე. შედეგად, სწორი თმა მიდრეკილია ცხიმიანობისა და მოცულობის დავარდნისკენ. ამიტომ, თავი დაიბანეთ ისეთი შამპუნებით, რომლებიც არ შეიცავს სულფატს. ეს დაგეხმარებათ ზედმეტი ცხიმიანობის გაკონტროლებაში. სწორი თმისთვის სირბილისა და ერთგვაროვნების შესანარჩუნებლად, შამპუნის შემდეგ, აუცილებლად გამოიყენეთ კონდიციონერი. შეარჩიეთ ისეთი კონდიციონერი, რომლის შემადგენლობაშიც შედის შემდეგი ნატურალური ზეთები: ქოქოსი, ჟოჟობა ან არგანი. ისინი თქვენი თმის დატენიანებასა და კვებაზე იზრუნებენ.