№42 ვაშლის დიეტა
ნინო კანდელაკი ანი რევია

პირველი დღე
საუზმე: გახეხეთ 2 ვაშლი, დაუმატეთ ცოტა თხილი ან ნიგოზი და მოასხით ლიმონის წვენი.
სადილი: გახეხეთ სამი ვაშლი, წვრილად დაჭერით ოხრახუში და მწვანე ხახვი, ყველაფერი აურიეთ და მოაყარეთ მოხარშული და გახეხილი კვერცხის ცილა. ჩაის კოვზით მოასხით ზეითუნის ზეთი ან ნატურალური იოგურტი.
ვახშამი: 2 ვაშლი.
მეორე დღე
საუზმე: 1 მუჭა მოხარშული ბრინჯი და 3 ვაშლი. შეგიძლიათ, აურიოთ ერთმანეთში და ისე მიირთვათ
სადილი: გათალეთ 3 ვაშლი, დაჭერით 4 ნაწილად თითოეული და მოასხით ადუღებული წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ, დაუმატეთ ერთი ლიმონის გახეხილი კანი და წვენი. ერთ მუჭა მოხარშულ, უმარილო ბრინჯს მოასხით ზემოდან მომზადებული ვაშლის პიურე და მიირთვით.
ვახშამი: ერთი ულუფა უმარილო მოხარშული ბრინჯი.
მესამე დღე
საუზმე: 2 ვაშლი და 100 გრამი ხაჭო.
სადილი: დაჭერით ვაშლი პატარა ნაჭრებად, მოასხით ლიმონის წვენი. უცხიმო ხაჭოს შეურიეთ დაჭრილი თხილი ან ნიგოზი, მოასხით ერთი სუფრის კოვზი თაფლი, დაუმატეთ ვაშლის ნაჭრები და მიირთვით.
ვახშამი: 100 გრამი ხაჭო.
მეოთხე დღე
სადილი: გახეხეთ 2 სტაფილო და 1 ვაშლი, შეურიეთ ერთმანეთს და მოასხით ზეითუნის ზეთი.
სადილი: იგივე სალათა, რაც საუზმეზე მიირთვით, ოღონდ ზეთის ნაცვლად მოასხით თაფლი, ზემოდან კი მოაყარეთ ლიმონის გახეხილი ცედრა.
ვახშამი: 2 ვაშლს ამოაჭერით გული, ჩაასხით თაფლი და შეწვით ღუმელში.