კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 სახელმწიფო საიდუმლოება

სტეტჰემ ბეილი

  დეტექტივისთვის ეს საქმე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. მასთან ცნობილი პოლიტიკოსები – ლორდი ჩესტერი და სამხედრო კაბინეტის წევრი ბენარდ ოჯი მოვიდნენ. სწორედ მათგან გაიგო მაძებარმა, რომ პრემიერ-მინისტრი გაქრა. ის  მეორე დღეს სიტყვით უნდა გამოსულიყო მოკავშირეთა შეკრებაზე. სიტუაცია სრულიად გაურკვეველი იყო, თუმცა მთავრობის წევრები შიშობდნენ, რომ მისი მოტაცება ქვეყნის  მტრებმა მოაწყვეს.
– როგორც ვიცი, ეს გერმანიასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ეხება, – თქვა დეტექტივმა.
 – დიახ. ხომ ხვდებით, რატომაც ვღელავთ ასე. ჩვენს განკარგულებაში მხოლოდ ოცდაოთხი საათი და თხუთმეტი წუთია. პრემიერ-მინისტრს ორი ქვეყნის – საფრანგეთისა და ინგლისის პოლიცია ეძებს, ჯერჯერობით, უშედეგოდ. ლორდის იდეა იყო თქვენთან  მოსვლა და, აი, აქ ვართ, – თქვა ოჯმა.
– ყველაფერი მომიყევით. თუ პრესას  ვერწმუნებით, დღეს დილით პრემიერზე თავდასხმაც მოხდა.
– დიახ, მის მანქანას ესროლეს, მაგრამ, გადავრჩით – ტყვიამ პრემიერს მხოლოდ ლოყა გაუკაწრა. ის სოფლის საავადმყოფოში მივიდა და ჭრილობა შეახვევინა. მერე კი ლა მანში გადაკვეთა. ბულონში მანქანა დახვდა ერთი ადიუტანტით   და ამის მერე მისი კვალი გაქრა.  ვშიშობ,  მანქანაც და ადიუტანტიც მოგზავნილები იყვნენ, სავარაუდოდ, გერმანული მხარის მიერ. პრემიერი გაიტაცეს და იქნებ უკვე მოკლეს კიდეც. ამაზე ფიქრიც არ მინდა!
– დამშვიდდით, თქვენო ბრწყინვალებავ და დეტალები გამაცანით.
 მინისტრმა ჯიბიდან კონვერტი ამოიღო.
– ეს ერთადერთი ახალი ამბავია საფრანგეთიდან. ერთ-ერთ ფერმაში აღმოაჩინეს მეორე მანქანა და პრემიერის მდივანი დელსი, რომელიც ქლოროფორმით დააძინეს, გაკოჭეს და პირში ჩვარი ჩასჩარეს. მას მხოლოდ ის ახსოვს, რომ სახეზე ნაჭერს ადებდნენ. ის კი უძალიანდებოდა. პოლიციას მიაჩნია, რომ მისი ჩვენება სარწმუნოა.
 – თუ მეტი აღარაფერია ნაპოვნი, ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრის გვამს, მაშინ, იმედი არის, – პირქუშად წარმოთქვა დეტექტივმა, – ისედაც, მეეჭვება, რომ ვინმეს მისი მოკვლა უნდოდეს. მაგრამ, ჯერ არაფერი მაქვს საგულისხმო. რას წარმოადგენს ეს კაპიტანი დელსი?
– ვიცოდი, რომ ამას შემეკითხებოდით. წარჩინებული ოჯახიდან არ არის. პრემიერ-მინისტრმა ის ენების განსაკუთრებული ცოდნის გამო გამოარჩია. შვიდი ენა იცის. ინგლისში ორი დეიდა ჰყავს: მისის ევარდი ჰემპსტედში ცხოვრობს, მის დელსი კი – ასკოტთან.  
– ასკოტი? ეს ხომ უინძორების სასახლესთან არის ახლოს?
– ჩვენ ეს გარემოებაც გავითვალისწინეთ, მაგრამ, არაფერი მოგვცა, – თქვა მინისტრმა, – ყველა უწყება თქვენს განკარგულებაშია. როცა იტყვით, საფრანგეთში მაშინ გაემგზავრებით.
– ჯერჯერობით ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ.
 მაღალჩინოსანმა სტუმრებმა ერთმანეთს გადახედეს.
 – ვინ იყო პრემიერ-მინისტრის მძღოლი, რა იცით მის შესახებ? – დეტექტივი გამოკითხვას განაგრძობდა.
– სკოტლანდ-იარდის კაცია, – თქვა მინისტრმა, – დელსი პრემიერ-მინისტრის გვერდით იჯდებოდა, მერფი – საჭესთან. გაურკვეველი მიზეზით, მანქანამ ისე გადაუხვია, რომ უკაცრიელ გზაზე აღმოჩნდა, – განმარტა ოჯმა, – სწორედ იქ ესროლეს პრემიერ-მინისტრს, როცა მან ფანჯრიდან თავი გამოყო. შესაძლებელი იყო მეორე გასროლაც, მაგრამ, მძღოლმა ივაჟკაცა და მთელი სიჩქარით გაუსხლტა ბრბოს. პრემიერ-მინისტრმა ეს ამბავი მშვიდად „გაატარა“, მსუბუქი ჭრილობა გზაზევე, ერთ-ერთი სოფლის საავადმყოფოში შეიხვია და წინასწარ შედგენილ გრაფიკს მიჰყვა. როგორც გითხარით, მისი კვალი საფრანგეთში, ბულონში გაქრა.
– მძღოლი სად არის? მანქანა  ხომ, წესით, გარაჟში უნდა მიეყვანა, მაგრამ ეს არ გააკეთა.
– მანქანა მოგვიანებით საეჭვო რეპუტაციის მქონე რესტორნის წინ იპოვეს. იქ ხშირად იკრიბებიან ხოლმე გერმანელი ჯაშუშები.
 – ანუ, რეალურად დაკარგულია ორი ადამიანი. მძღოლი ლონდონიდან და პრემიერ-მინისტრი – საფრანგეთში... – დეტექტივმა   მინისტრს შეხედა, – თქვენ, ალბათ, გიკვირთ, ჩვეულებრივი მაძებარივით რომ არ ვიქცევი.  შემთხვევის ადგილას რომ არ გავრბივარ, გამადიდებელი შუშით ნაფეხურებს არ ვაკვირდები და სამხილებს არ ვეძებ. მინდა, მოგახსენოთ, ბატონებო, რომ სამხილები ყოველთვის თავში მაქვს.
მოტაცება – ეს სწორედ ის არის, რაც ჩვენს მტრებს ყველაზე მეტად წაადგებოდათ. გაუგებრობა შობს პანიკას. პრემიერ-მინისტრის სიკვდილი საშინელი კატასტროფა იქნებოდა, მაგრამ, ამ შოკიდან ქვეყანაც და მთავრობაც გაცილებით სწრაფად გამოვიდოდა.   გატაცების შემთხვევაში კი, პრემიერ-მინისტრი ოთხი-ხუთი დღით რომ გადამალონ სადმე, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ გერმანელებმა მოკავშირეებს საკუთარი პირობები უკარნახონ.
– მაშინ, რაღა საჭირო იყო, მკვლელობის მცდელობა? – ხელები გაშალა ლორდმა.
 – სწორედ ეგ არის მთავარი შეკითხვა. როცა ამ კითხვის პასუხს ვიპოვი, იმასაც გეტყვით, სად არის პრემიერ-მინისტრი.
– იქნებ, ეს ორი შემთხვევა არაფერ კავშირშია ერთმანეთთან?
– ასეთი დამთხვევები არ არსებობს. ახლა უნდა გადავწყვიტოთ, რომელია მოღალატე. ამ საქმეში მოღალატის გარეშე ვერაფერს გახდებოდნენ.  ფაქტია, რომ მესამე ვერ იარსებებდა. მაშინ, რატომ გადაუხვია მანქანამ მარშრუტიდან? ან მძღოლმა თავად მიიღო გადაწყვეტილება, ან დელსმა უბრძანა. კარგად უნდა დავფიქრდე და გავაანალიზო, რა კომპრომატები გვაქვს თითოეულის წინააღმდეგ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მძღოლი  სკოტლანდ-იარდის თანამშრომელია. სამაგიეროდ, დელსის წარმოშობაა გაურკვეველი, თანაც, ამდენი ენის ცოდნა, ტიპური ინგლისელისთვის ძალიან უცნაურია. ასეა თუ ისე, დრო არ უნდა დავკარგოთ.
 – საფრანგეთში გამგზავრებას არ ფიქრობთ? – გაკვირვება ვეღარ დამალა მინისტრმა.
 – ვერ ვხედავ ამის საჭიროებას. საფრანგეთის პოლიციამ იცის თავისი საქმე. თუ პრემიერ-მინისტრს ინგლისის ტერიტორია დაატოვებინეს, რაშიც ეჭვი მეპარება, ისინი მიხედავენ. მე იმ სოფლის საავადმყოფოებს დავათვალიერებ, რომლებიც ლონდონთან არის ახლოს.
მინისტრმა მხრები აიჩეჩა, მაგრამ დეტექტივისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. სპეცმანქანა გამოიძახეს და ისიც უზრუნველყვეს, რომ მისი გადაადგილება არავის და არაფერს შეეზღუდა. დეტექტივი ერთი საავადმყოფოდან მეორეში გადადიოდა და სულ უფრო უუმჯობესდებოდა გუნება: ბოლოს ღიღინიც კი დაიწყო. მერე ასკოტში გამგზავრება მოითხოვა. დელსის დეიდის სახლის პარმაღზე რამდენიმე დეტექტივთან ერთად   მივიდა და ზარი დარეკა. მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა.  სკოტლანდ-იარდის ბიჭები სახლში შეცვივდნენ და იქიდან ერთი ქალი და ორი მამაკაცი გამოიყვანეს. გაოგნებული მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსნების წინ თავად პრემიერ-მინისტრი და მისი მძღოლი იდგნენ.
– ბატონებო, გაიცანით კაპიტან დელსის „დეიდა“, საკმაოდ ცნობილი ქალბატონი ჯაშუშურ წრეებში. ახლა პრემიერ-მინისტრის საფრანგეთში სასწრაფოდ გამგზავრებაზე ვიზრუნოთ და მერე მოგიყვებით ამ საქმის დეტალებს.
– ღვთის გულისთვის, ერთი სული მაქვს, როდის გავიგებ, როგორ შეიტყვეთ ყველაფერი! – წამოიძახა ლორდმა
 – პრემიერ-მინისტრის მოკვლის მცდელობა! სწორ კვალზე სწორედ ამან დამაყენა. ნამდვილი პრემიერ-მინისტრი კი მანამდე გაიტაცეს, როცა ის ბუკინგემის სასახლეში მივიდა, ასკოტის სიახლოვეს. დელსმა მას ქლოროფორმიანი ქსოვილი ააფარა სახეზე და მძღოლს, რომელიც ვერ ხედავდა, რა ხდებოდა უკანა სალონში, გზიდან გადახვევა უბრძანა. იქ მათ ცრუ პრემიერ-მინისტრი, ანუ ნამდვილი პრემიერ-მინისტრის აღნაგობის მამაკაცი და ცრუ-მძღოლი ელოდნენ. ნამდვილ მძღოლსაც ქლოროფორმით „გაუმასპინძლდნენ“ და დელსის „დეიდის“ სახლში მიიყვანეს. ყალბ პრემიერ-მინისტრზე კი თავდასხმა მოაწყვეს, „დაჭრეს“ კიდეც მსუბუქად და იქვე, სოფლის საავადმყოფოში გაამწესეს – მიაქციეთ ამ დეტალს ყურადღება – სოფლის ექიმი პრემიერ-მინისტრის ნამდვილობაში ვერაფრით დაეჭვდებოდა, მით უფრო, თუ მას სახის ნახევარზე დოლბანდი ექნებოდა აფარებული. აი, რატომ არ მოინდომა პრემიერ- მინისტრმა მასზე თავდასხმის გახმაურება და არჩია, დადგენილ მარშრუტს დაბრუნებოდა. მანქანამ გზა განაგრძო. ყალბმა პრემიერ-მინისტრმა და მისმა ადიუტანტმა ლა-მანში გადალახეს. იქ კი, საფრანგეთის მიწაზე ყალბმა პრემიერ-მინისტრმა თავისი „მოღვაწეობა“ დაასრულა: მოიშორა გრიმი, ნაკაწრზე, ალბათ, პლასტი დაიკრა და ხალხს შეერია. დელსმა  ცოტა მეტი იშრომა, რათა საფრანგეთის პოლიციას  გაკოჭილი, პირში ჩვრითა და ქლოროფორმის სუნით გაჟღენთილი ეპოვა. ხვდებით, რატომ არ დაბრუნდა პრემიერ-მინისტრის მანქანა გარაჟში. თქვენ მას სადმე, ასკოტსა და ბუკინგემს შორის გზაზე იპოვით.
      თარგმნა
ნინო წულუკიძემ

скачать dle 11.3