№42 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი შვილი 2008 წლის 9 ოქტომბერს, საღამოს 8 საათსა და 35 წუთზე დაიბადა. მაინტერესებს, რომელ პროფესიაში მიაღწევს წარმატებას და რა არის მისი კარმული მისია?
პასუხი: მისი კარმული მისიაა: იყოს ინიციატივიანი, ენერგიული, შეეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა, ასევე, ჰქონდეს უშიშარი სული. გამოავლინოს სიკეთე. უნდა იყოს მშვიდობის მტრედი, სადაც შევა, შეიტანოს სიმშვიდე და ჰარმონია. დაეყრდნოს დიპლომატიას, დაიცვას თანასწორუფლებიანობის პრინციპი. დაეყრდნოს ოპტიმიზმს, კეთილშობილებას, ცოდნის ბაზას. ეს მისი წარმატების მომტანი ფაქტორები და კოსმიურ-კარმული მისიაა. პროფესიებიდან კარგია და წარმატების მომტანი პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფის ხელოვნება, სადალაქო სფერო, საკონდიტრო ინდუსტრია, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ფსიქოლოგია, მანქანების დიზაინი, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო საქმე, სამხედრო სტრუქტურები, სპორტის ფართო სპექტრი, სამეცნიერო კვლევა, საკონსტრუქტორო, საგანმანათლებლო საქმიანობა, ფსიქოთერაპია.
კითხვა: ჩემი შვილიშვილი დაიბადა 2011 წლის 17 ივლისს. მაინტერესებს, რომელი პროფესიაა მისთვის მისაღები სამომავლოდ?
პასუხი: მისთვის პროფესიებიდან კარგია: სპორტის, ასევე, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოების, საკონსულოების დონეზე, იურისპრუდენცია, მედიცინის ფართო სპექტრი, ფარმაცევტიკის გამოკლებით. განსაკუთრებით კარგია სტომატოლოგია, გინეკოლოგია, რევმატოლოგია, ქირურგია, ფსიქიატრია; ასევე, კარგია ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, მაკონტროლებელი ორგანოები, საბაჟო, სადაზღვევო საქმიანობა, პედაგოგიკის სფერო.