კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№42 სტალინმა ჰიტლერის დიდი აღზევება მრავალი წლით ადრე გაშიფრა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  იოსებ სტალინი მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი იყო. ამიტომაც უწოდებდნენ მას გენიოსს. მის ერთ-ერთ უძლიერეს თვისებას წარმოადგენდა მოვლენების წინასწარ განჭვრეტა... ისტორიის დოქტორი ალისა ალენგარდი წერს: „სტალინს დიდი ისტორიული მოვლენების მრავალი წლით ადრე განჭვრეტის უნიკალური უნარი ჰქონდა და საბჭოთა ბელადი არასდროს შემცდარა. „ცეერუს“ ლეგენდარული შეფი ალენ დალესი ამ ფაქტს ცოტა  სხვანაირად შიფრავდა. დალესი თავის მემუარებში წერდა: „ძალიან ბევრ სერიოზულ ადამიანს, მათ შორის ცნობილ ანალიტიკოსებსაც მიაჩნიათ, რომ სტალინი დიდ ისტორიულ მოვლენებს უმცირეს დეტალებში ჭვრეტდა მრავალი წლით ადრე. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა სტალინის შერაცხვა წინასწარმეტყველად. ჩემი ღრმა რწმენით, სტალინი წინასწარმეტყველი არ ყოფილა. უბრალოდ, მას ჰქონდა მყარი მიზანი და ამ მიზნისკენ მიმავალი გეგმა და საშუალებები. სტალინი ამ ყველაფერს ოსტატურად იყენებდა და ამის ანონსირებას (წინასწარ გაცხადებას) ხშირად ახორციელებდა. აი, ასე გახდა სტალინი „წინასწარმეტყველი“. თუმცა რუსეთის მმართველი დიდი პოლიტიკოსი იყო და ამაზე ორი აზრი არ არსებობს“.
  სტალინი კლასიკური წინასწარმეტყველი არ ყოფილა და ამაში დალესს ვეთანხმები. სწორია ისიც, რომ რაღაც-რაღაც მოვლენებს სტალინი ხელს უწყობდა, მაგრამ მხოლოდ ხელს უწყობდა. ძირითადად კი, სტალინი თავისი უმაღლესი ინტელექტის მეშვეობით მრავალწლიან ანალიზს უკეთებდა მოვლენებს, ძირითადად, გლობალურ პოლიტიკას და პროგნოზებში არასოდეს ცდებოდა. სტალინი, იმავდროულად, ყოველთვის ინტენსიურად ემზადებოდა მომავალი მოვლენისთვის. ცუდის თავიდან აცილებას ცდილობდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი მხოლოდ მასზე დამოკიდებული არ ყოფილა. სტალინმა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში იწინასწარმეტყველა ჰიტლერულ გერმანიასთან ომი. ყველაფერს აკეთებდა ამ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ვერ მოახერხა. თუმცა, რამდენიმეჯერ, დროის მოგების მიზნით, ამ კონფლიქტის დაწყება გადაადებინა ჰიტლერს. ჩემს კოლეგას, ისტორიკოს როი მედვედევს აბსოლუტურად ვეთანხმები, რომელიც წერს: „სტალინის მომხრე არ ვყოფილვარ, არ ვარ და არც არასოდეს ვიქნები. ჩემს თვალში ეს ადამიანი დიდი ტირანი და უდიდესი დიქტატორი იყო. თუმცა, სტალინი მაღალი ინტელექტით დაჯილდოებული, სასწაულებრივი ანალიტიკური გონების მქონე ადამიანი იყო და გლობალური პოლიტიკური მოვლენების წინასწარ განჭვრეტის სასწაულებრივი უნარი ჰქონდა. სტალინი, ჩემი აზრით, განა იმაში ტყუოდა, რომ ჰიტლერთან პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობა დაამყარა ან მსგავსი რამ, მას საბჭოთა სამხედრო ელიტა არ უნდა მოესპო, რამაც დიდი ომის დაწყებისას დიდი ზიანი მიაყენა საბჭოთა კავშირს და დიდი დანაკარგი მივიღეთ...“
  მედვედევის პოზიცია სტალინის ამ კუთხით დადანაშაულებაში, რა თქმა უნდა, მცდარია, მაგრამ გასაგები. მცდარია იმიტომ, რომ უტყუარადაა დამტკიცებული, რომ არსებობდა, ეგრეთ წოდებული, „გენერალთა შეთქმულება“. ტუხაჩევსკი და კამპანია სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდნენ და ქვეყანას (საბჭოეთს) ორიოდე წელიწადში ბოლო მოეღებოდა. გასაგები კი იმიტომაა, რომ მედვედევის მამა სამხედრო პირი იყო და ამ ამბებს შეეწირა. ჩემი კოლეგა როი მედვედევი მიიჩნევს, რომ სტალინის დაახლოება ჰიტლერთან სწორი პოლიტიკა იყო და სრულიად ვეთანხმები მას. ამ სტალინურ პოლიტიკურ კომბინაციაზე ამომწურავად ყვებოდა სტალინის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი. ის იხსენებდა: „სტალინი თავგადაკლული ბიბლიოფილი იყო და ძალიან ბევრს კითხულობდა. 1925 წელს გერმანიაში გამოვიდა ჰიტლერის წიგნის, „ჩემი ბრძოლის“, პირველი ტომი. 1926 წელს კი წიგნი სრულად გამოიცა. სტალინმა ეს წიგნი საფუძვლიანად შეისწავლა და დააკონსპექტა. მართალია, ჰიტლერი მაშინ, ფაქტობრივად, არაფერს წარმოადგენდა, მაგრამ სტალინმა ჯერ კიდევ 1927 წელს მითხრა: ეს კაცი გერმანიის მმართველი გახდება. ძალიან წაიწევს. მას ყველა ჩვენი მტერი დაეხმარება და ბოლოს ჩვენთან მოუწევს შეჯახება. ამის თადარიგი კი ახლავე უნდა დავიჭიროთო. და მართლაც, 1933 წელს ჰიტლერი რაიხსკანცლერი გახდა. იმავე წელს სტალინმა გრიგორი ზინოვიევს ჰიტლერის წიგნი რუსულად ათარგმნინა. შემდეგ წიგნი მცირე ტირაჟით დაიბეჭდა და პარტიის მაღალჩინოსნებს დაურიგდათ შესასწავლად. 1938 წელს კი, როდესაც ბერლინში ჰიტლერს შევხვდი, სტალინის დავალებით მას „ჩემი ბრძოლის“ რუსული ეგზემპლარი მივაწოდე და ავტოგრაფი ვთხოვე. ფიურერმა ავტოგრაფი გერმანულ გამოცემაზეც გააკეთა და ორივე წიგნი გადმომცა სტალინთან წასაღებად. ეს ეგზემპლარები სტალინის ბიბლიოთეკაში ინახებოდა.“
  რა თქმა უნდა, წიგნების ისტორიებზე უფრო მნიშვნელოვანი დეტალი ისაა, რომ სტალინმა ჯერ თავად შეისწავლა მომავალი დიდი მტერი, შემდეგ კი თავის ხელქვეითებსაც შეასწავლა. საინტერესო და საგულისხმო კი ისაა, რომ ჰიტლერის აღზევებამდე დიდი ხნით ადრე გაშიფრა, თუ ვისთან ექნებოდა საქმე მსოფლიოს.“

скачать dle 11.3