კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 როდისაა ყელის ტკივილი საშიში და რა დაგეხმარებათ მკურნალობაში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ყელის ტკივილი არის ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციის სიმპტომი. შემთხვევათა მესამედში ყელის ტკივილის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. ყელის ტკივილი ასევე ცნობილია როგორც ფარინგიტი.
თუ ყელის ტკივილი გამოწვეულია ბაქტერიით ან ვირუსით, შეიძლება, განვითარდეს ინფექციურ მდგომარეობებთან ასოცირებული სიმპტომებიც, როგორიცაა:
* მაღალი ტემპერატურა (სიცხე) 38 გრადუსი ან უფრო მაღალი;
* კუნთების ტკივილი ან დაღლილობა;
* თავის ტკივილი;
* ხველა;
* სურდო.
ყელის ტკივილი იშვიათად გვხვდება იზოლირებულად. წესისამებრ, მას თან ახლავს ცხელება, ყლაპვის გაძნელება, მტკივნეული ყლაპვა და ჰიპერსალივაცია (ჭარბი ნერწყვდენა). არც სუნთქვის გაძნელება, სტრიდორი (ხმაურიანი სუნთქვა) და ხმის შეცვლაა გამორიცხული. ხშირია კისრის ლიმფური კვანძების გადიდებაც, ზოგჯერ – ტკივილიც. ზოგჯერ ერთვის ხველა, რინორეა და კონიუნქტივიტიც. შედარებით იშვიათია მუცლის ტკივილი, ღებინება და გამონაყარი.
გამოჯანმრთელებაში დაგეხმარებათ:
სალბი და ექინაცეა – ეს არის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება ყელის ტკივილისგან გათავისუფლებისთვის. აადუღეთ ნახევარი ჭიქა წყალი, შემდეგ შეურიეთ ექინაცეა და სალბი თითო ჩაის კოვზი და მოათავსეთ სპრეის ბოთლში. ნახევარი საათის შემდეგ, ყოველ 2 საათში ერთხელ შეისხით ყელში. მაქსიმუმ 3 დღეში გათავისუფლდებით ყელის ტკივილებისგან.
თაფლი – უძლიერესი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ყელის ტკივილის მოსაშორებლად რეკომენდებულია უზმოზე ერთი კოვზი თაფლი. უკეთესია, მიირთვათ ცხელ წყალში ან ვაშლის ძმარში ნაზავი.
ძირტკბილა – ძირტკბილას თანამედროვე მედიცინაში აქტიურად იყენებენ. ამ მცენარეს ასპირინის მაგვარი თვისებები აქვს. აქედან გამომდინარე, ყელის ტკივილი ნაკლებად შეგაწუხებთ. პროფესორების კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ძირტკბილა ასუფთავებს სასუნთქ მილსაც. ძირტკბილას წვენით დამზადებული ნაყენი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე სხვა ტკბილი ნაყენი. აადუღეთ წყალი და შეურიეთ ძირტკბილას წვენი, დაელოდეთ 5 წუთით და შემდეგ მიირთვით.
ლიმონის წვენი – ლიმონი შეიცავს C ვიტამინს და უამრავ ანტიოქსიდანტს. ზრდის ნერწყვის რაოდენობას და ასევე, ხელს უწყობს ლორწოვანი გარსების ტენიანობას. თუ ლიმონის წვენში შეურევთ თაფლს ან მარილს, უკეთეს შედეგს მიიღებთ.
ყელის ტკივილის დროს კარგია:
* დასვენება და სითხის (წვენის, წყლის, ლიმონიანი და თაფლიანი ჩაის) დიდი რაოდენობით მიღება;
* თბილი, მარილიანი წყლის გამოვლება დღეში 4-5-ჯერ (5 გრამი მარილი ნახევარ ლიტრ წყალში);
* თამბაქოს წევისთვის თავის დანებება.
უფრო მალე გამოჯანმრთელდებით, თუ ოთახს დაატენიანებთ.
გაითვალისწინეთ – ყელის საწუწნი აბები 5 წლამდე ასაკის ბავშვებთან არ იხმარება.
არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყელის ტკივილი შეიძლება, რომელიმე საშიში დაავადების სიმპტომიც იყოს, ამიტომ, უპირველესად, სწორედ მათი გამორიცხვაა საჭირო. ეს დაავადებებია ეპიგლოტიტი, პარატონზილარული აბსცესი, რეტროფარინგეალური აბსცესი, უცხო სხეული სასუნთქ გზებში, ანგიოედემა, დიფთერია, სტენოკარდია, აივ ინფექცია და ნეოპლაზია. ცხადია, მათ სხვა, უფრო აშკარა სიმპტომებიც ახასიათებთ. განგაში მაშინ უნდა ავტეხოთ, თუ შეინიშნება შემდეგი სიმპტომების ერთობლიობა:
* სტრიდორი და სუნთქვის გაძნელება;
* ჭარბი ნერწყვდენა, ყლაპვის გაძნელება და მტკივნეული ყლაპვა;
* ხმის შეცვლა (დაბოხება);
* დიფთერიისთვის დამახასიათებელი ნადები ნუშურებზე;
* დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) ნიშნები, როდესაც პაციენტი ვერ იღებს სითხეს ან კარგავს ბევრს;
* ჩირქოვანი გართულებები;
* ლეთარგიული მდგომარეობა, როდესაც არის იმუნოსუპრესიის რისკი;
* გულის იშემიური დაავადების თანხლება.
скачать dle 11.3