კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 ფეიხოას სამკურნალო თვისებები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ნაყოფში საკმარისი რაოდენობით ეთერზეთების, ვიტამინებისა და იოდის შემცველობის გამო ფეიხოა ჯადოსნური საშუალებაა დეპრესიისა და უღონობის დროს. ეთერზეთებით მდიდარი ნაყოფი კარგი კომპონენტია ინჰალაციისთვის. ნაყოფის რბილობი მიირთვით, ხოლო კანს მდუღარე წყალი დაასხით, შეგიძლიათ, დაამატოთ სოდა და ისუნთქეთ ამ ნაყენის ორთქლი პირსახოცის ქვეშ რამდენიმე წუთი. კარგი საშუალებაა გაციების დროს ზედა სასუნთქი გზების პრობლემასთან ბრძოლისა და პროფილაქტიკისთვის.
P ვიტამინისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობის წყალობით, ფეიხოა ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას, მასში შემავალი ვაშლის მჟავა აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და კლავს წყურვილს, ხოლო პექტინებს ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე ნივთიერებები და ამაგრებს სისხლძარღვის კედლებს.
ნაყოფის კანი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს – კატეჰინსა და ლეოკოანტოცინს – მძლავრ ანტიოქსიდანტებს, რომლებსაც ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკური მოქმედება ახასიათებს და ორგანიზმზე გამაახალგაზრდავებელ ეფექტს ახდენს.
გახსოვდეთ: ფეიხოა ზომიერად უნდა მიირთვათ, რადგან ის დიდი რაოდენობით შეიცავს იოდს. ეს განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ მათ, ვისაც ჰიპერთირეოზი აქვს – ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია. ამ დროს ჯობს, ამ ხილზე საერთოდ უარი თქვათ.
თუ ფეიხოას გადაჭარბებულად მიიღებთ, ესე იგი, ორგანიზმში ზედმეტი იოდი მოხვდა. ამ დროს ადამიანს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ნერვული აღგზნებულობა, შფოთვა, გახშირებული გულისცემა და „ციმციმა“ (ხშირად ცვალებადი, „მოხტუნავე“) ტემპერატურა, ასევე, შრომისუნარიანობის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება.
ექიმები უმეტესად ამ პროდუქტის მიღებას იმ ადამიანებს ურჩევენ, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აქვთ.
ფეიხოას მიღება აუცილებელია ცოცხალი სახით რადგან ტემპერატურის მოქმედების შედეგად ის კარგავს სასარგებლო თვისებებს.
შემოგთავაზებთ ცოცხალი ფეიხოას ჯემის რეცეპტს: ავიღოთ 1 კილოგრამი ფეიხოა, კარგად გავრეცხოთ, გავასუფთაოთ, მოვაცილოთ თავი და ბოლო ნაწილი დანით. გათლა არ სჭირდება (რადგან მისი კანი ბევრ ვიტამინს შეიცავს) და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შევურიოთ 1,5 კილოგრამი შაქარი, მიღებული ერთგვაროვანი მასა მოვათავსოთ მინის ქილაში და შევინახოთ მაცივარში. ასეთი სახით დამზადებული პროდუქტი მთლიანად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. შეგვიძლია მივირთვათ პირდაპირ ჯემის სახით პურთან ერთად.
არ არის რეკომენდებული ფეიხოას მიღება ძროხის რძესთან ერთად, რადგან ეს კუჭის მოქმედების ჩვეულ რიტმს დაარღვევს.
ასევე, ფეიხოა შეიცავს ბევრ საქაროზას, ამიტომ მის მიღებას უნდა მოერიდონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანები, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ პროდუქტში პექტინის მაღალი დონე საქაროზას მოქმედებას ანეიტრალებს. ამიტომ ჯობს, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა კონსულტაცია ექიმთან გაიარონ.
აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ ფეიხოას ალერგიული რეაქციები ახასიათებს. ამიტომ ჯობს, მისი პირველი მიღების დროს, განსაკუთრებით, ბავშვების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოვიჩინოთ.
скачать dle 11.3