კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 რა პრობლემებს უქმნის ღვიძლს ალკოჰოლი და არაჯანსაღი კვება

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ღვიძლის დისტროფია (ატროფია) – ვითარდება მწვავე ვირუსული ჰეპატიტის, იშვიათად ინტოქსიკაციების (მცენარეული და საწარმოო ჰეპატოტოქსიკური ნივთიერებებით, ალკოჰოლით, ფოსფორის შენაერთებით და სხვა მოწამვლა) გამო გამოწვეული ღვიძლის ქსოვილის მასიური ნეკროზის შედეგად. მწვავე ნეკროზის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმუნურ დარღვევებს.
თუ ღვიძლში ცხიმის შემცველობა 5-10 პროცენტს აღემატება, მაშინ საქმე გვაქვს ღვიძლის დისტროფიასთან (გაცხიმოვნება). ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია ღვიძლის უჯრედებში ჭარბი ცხიმის დაგროვებაა. ღვიძლის სხვა ბევრი დაავადების მსგავსად, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია გარკვეულ ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ამიტომაც მას ღვიძლის „ჩუმ დაავადებასაც“ უწოდებენ. ის უმეტესად გამოვლინდება მაშინ, როცა ორგანო უკვე მნიშვნელოვნად დაზიანებულია.
ღვიძლის დისტროფიის სიმპტომები – ყველაზე ხშირად აღნიშნული მდგომარეობა ვითარდება ეპიდემიური ჰეპატიტის ფონზე. თავდაპირველად შესაძლებელია, მიმდინარეობდეს შედარებით მსუბუქად, თითქმის უსიმპტომოდაც კი. თუმცა მოულოდნელად მდგომარეობა გართულდეს პროგრესირებადი სიყვითლით, ნერვული სისტემის ცვლილებებით, სისხლდენის გაძლიერებით, პირის ღრუდან თავისებური სუნით, ზოგჯერ ცხელებით და ტკივილებით მუცლის არეში. ღვიძლის ზომები შეიძლება, სწრაფად შემცირდეს.
ღვიძლისმიერი კომის განვითარებისას ავადმყოფი ხდება დეზორიენტირებული, აღინიშნება ბოდვა, ჰალუცინაციები, შემდგომ გონების დაკარგვა. ზოგჯერ ვითარდება ასციტი და შეშუპებები. სისხლში სწრაფად იზრდება ბილირუბინის, ამინოტრანსფერაზების რაოდენობა, მცირდება ქოლესტერინის მაჩვენებლები. დაავადება შესაძლებელია, სწრაფად, ლეტალური გამოსავლით დამთავრდეს. წარმატებული მკურნალობის შედეგად კი რამდენიმე კვირის განმავლობაში, თანდათანობით, ყველა მაჩვენებლის გაუმჯობესება ხდება.
ღვიძლის გაცხიმოვნების ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. არაალკოჰოლური ცხიმოვანი დისტროფიის განვითარების მიზეზი კი უცნობია, თუმცა დადგენილია კავშირი არაბალანსირებულ კვებასა და დაბალ ფიზიკურ აქტივობასთან. ღვიძლის გაცხიმოვნება შეიძლება გამოიწვიოს, ასევე, წონის სწრაფმა კლებამ. დადგენილია კავშირი ჯანმრთელობის სხვადასხვა  მდგომარეობასთან. არსებობს მონაცემები, რომ ღვიძლის გაცხიმოვნება დაკავშირებულია გენეტიკურ წინასწარგანწობასთან და დარღვევებთანაც. თუმცა ზოგიერთ ადამიანს დაავადება უვითარდება ჩამოთვლილი რისკ–ფაქტორების გარეშეც.
ღვიძლის დისტროფიის პრევენცია შესაძლებელია ჯანსაღი კვებითა და რეგულარული ვარჯიშით. არსებობს მონაცემები, რომ ეფექტურია, ეგრეთ წოდებული, „ხმელთაშუა ზღვის“ დიეტა, რომელიც მდიდარია ბოსტნეულით, ხილითა და სასარგებლო ცხიმებით, რომელიც ხელს უწყობს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დაქვეითებას. მინიმალური ფიზიკური აქტივობა გულისხმობს კვირაში 5 დღის განმავლობაში 30 წუთით სეირნობას. მნიშვნელოვან როლს ასრულებს წონის კონტროლი. სიმსუქნის შემთხვევაში აუცილებელია სხეულის მასის თანდათან შემცირება. რეკომენდებულია ალკოჰოლის შეზღუდვა და ყველა იმ პათოლოგიის სათანადო მეთვალყურეობა, რომელიც ხელს უწყობს დაავადების განვითარებას.
 ცხიმოვანი დისტროფიის განვითარებაში სხვადასხვა ფაქტორთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კვებას. სწრაფი კვების პროდუქტები, მაღალკალორიული დიეტა, ნაჯერი ცხიმების, ფრუქტოზის მაღალი შემცველობის პროდუქტები, შაქრის შემცველი სასმელები, ეგრეთ წოდებული, დასავლური დიეტა – სწორედ, მსგავსი ტიპის არაჯანსაღი რაციონია დაკავშირებული ღვიძლის გაცხიმოვნებასთან.
скачать dle 11.3