№42 გვიპყრობს და გვიზიდავს
ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე
ყველა ქალს, თუნდაც ამას ხმამაღლა არ აღიარებდეს, გულის სიღრმეში, სურს, ისე მოაჯადოვოს საყვარელი მამაკაცი, რომ სამუდამოდ თავისთან დაიტოვოს.
რომელ ქალს არ უნდა ისეთი სასურველი იყოს, ვერ დათმონ, ვერ მიატოვონ, ვერ გაუშვან... მაგრამ ხშირად ავიწყდებათ, რომ ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ატმოსფერო, რომელსაც თავის გარშემო ქმნიან.
ადამიანები მივილტვით თავისუფლებისკენ, სითბოსა და პატივისცემისკენ. გავურბივართ სიცივეს, დაძაბულობასა და უპირატესობის მტკიცების მცდელობას.
როგორია თქვენთან ყოფნა? სად ხართ მაშინ, როდესაც თქვენს მამაკაცთან ერთად ხართ? რა ხდება თქვენში ამ წუთებში?
ატმოსფეროს ვერბალურად ვერ შექმნი. არ არის სავალდებულო ხმამაღლა საუბარი, რომ ადამიანებმა თქვენი შინაგანი მდგომარეობა გაიგონ. ამას ვერ გაითამაშებ. ადამიანები სიმშვიდეს დაეძებენ – აი, რა უნდა იცოდეს ქალმა, რომლისგანაც მამაკაცები გარბიან. ატმოსფეროს შექმნის საიდუმლო კი ისაა, გადასცე საკუთარი შინაგანი სიმშვიდე მას, ვინც გვერდით გყავს.
მამაკაცს სიმსუბუქე სჭირდება, რომ თავისი მიზნებისკენ იაროს. ქალის სიმძიმეს და დაძაბულობას კი აღიქვამს, როგორც ტვირთს, რომელიც უნდა ჩამოიფერთხოს, თუკი ლაღად ფრენა სურს.
ნამდვილ მამაკაცებს, რომელთაც რაღაცის მიღწევა შეუძლიათ, გვერდით ზრდასრული, დამოუკიდებელი ქალი სჭირდებათ, რომელთაც, იციან საკუთარი თავის ფასი და პარტნიორს არ „ეკიდებიან“, არ ამძიმებენ, არ უშლიან ხელს წინსვლაში.
* აივსეთ საკუთარი თავის სიყვარულით;
* მოიპოვეთ სულიერი სიმშვიდე;
* გამოდით საზოგადოებაში;
* აკეთეთ ყველაფერი, რაც გსურთ;
* მთელი არსებით ჩაერთეთ იმ საქმეში, რასაც აკეთებთ;
* შექმენით თქვენ ირგვლივ მშვიდი და მსუბუქი ატმოსფერო;
* პატივი ეცით პარტნიორის სურვილებს და საჭიროებებს;
* შეინარჩუნეთ საკუთარი თავის პატივისცემა და იცოდეთ თქვენი თავის ფასი...
და დარწმუნებული იყავით, ვერავინ დაგთმობთ.
საშიშია, მაგრამ
გინდა
არაფერი ისე არ ხიბლავს მამაკაცს, როგორც ურთიერთობა რთული ხასიათის მქონე ქალთან. ეს სამართებელზე სიარულს ან მოქმედ ვულკანთან ახლოს ყოფნას ჰგავს – „საშიშია, მაგრამ გინდა“. ასეთ ქალთან ურთიერთობა კაცისთვის საოცრად საინტერესოა, თუმცა დამღლელიც. არადა, ისევე როგორც ყველა ქალს, ამ ტიპის ქალებსაც ჩვეულებრივი, ქალური ბედნიერება სჭირდებათ – დაიმახსოვრეთ რამდენიმე მარტივი ჭეშმარიტება:
* ურთიერთობაზე უნდა იმუშაოთ;
* სიყვარული ღირს იმად, რომ მისთვის იბრძოლოთ;
* თქვენ გაქვთ უფლება, იყოთ ბედნიერი.
წარუმატებელმა რომანმა შესაძლოა, ბევრ ადამიანს დაუქვეითოს თვითშეფასება. ეს ისაა, როცა საკუთარი თავის მიმზიდველობაშიც ეჭვი გეპარებათ, იწყება თვითანალიზისა და თვითგანადგურების რთული პერიოდი.
არასოდეს დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა, გაქვთ თუ არა სიყვარულის უფლება. უბრალოდ, იცოდეთ: ვალდებული ხართ, იყოთ ბედნიერი და შეყვარებული.
დაიმახსოვრეთ: ბედნიერება საკუთარი თავის სიყვარულიდან მოდის.
ვერასდროს შეძლებთ, შეიყვაროთ სხვა ადამიანი, სანამ არ ისწავლით საკუთარი თავის სიყვარულს. გამოიყენეთ დრო თვითგანვითარებისა და სრულყოფილებისთვის.
იმის გააზრებაც კი, რომ სიყვარული დიალოგებისგან, დათმობისა და კომპრომისებისგან შედგება, დიდხნიან და სრულფასოვან ურთიერთობას მოგიტანთ. სიყვარულის მხოლოდ მიღება კი არ უნდა შეგეძლოთ, არამედ გაცემაც.
მიიღეთ საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ხართ. თქვენი ინდივიდუალურობა თქვენთან ერთად ყოფნას საოცრად საინტერესოსა და ემოციებით სავსეს ხდის. ეს კი მამაკაცს მაგნიტივით იზიდავს.
ნუღარ იფიქრებთ იმის შესახებ, რომ თქვენთან ურთიერთობა შეუძლებელია.
სუსტი სქესის ყველა წარმომადგენელი მშვენიერია – უნიკალური, კაშკაშა და საოცარი! ნებისმიერ სიტუაციაში იყავით ის, რაც ხართ და აუცილებლად შეხვდებით თქვენს სიყვარულს.
ურთიერთობათა
ფსიქოლოგია
ადამიანებს შორის ურთიერთობათა ფსიქოლოგია მნიშვნელოვანი და მარადიული თემაა. ადამიანები ერთმანეთისგან ბევრი რამით განსხვავდებიან – შეხედულებებით, მოსაზრებებით, ღირებულებებით... ამიტომაა, რომ სხვა ადამიანთან კომუნიკაციისას ხშირად ვაწყდებით აზრთა შეუთავსებლობას. ურთიერთობა, მაშინაც კი, როცა ადამიანი მოგვწონს, ზოგჯერ გაღიზიანებაში გადადის და დისკომფორტი გვექმნება. ამ ტიპის დამოკიდებულება შეიძლება, ნებისმიერ ადამიანთან ჩამოგვიყალიბდეს, მათ შორის, ჩვენთვის საყვარელ პიროვნებასთანაც. როგორი ფორმით დავამყაროთ ურთიერთობა ადამიანთან, რომ კონტაქტი სასიამოვნო იყოს? მთავარია, სწორი კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარის შეძენა. ეს არც ისე რთულია. მთავარი ძირითადი მოთხოვნების პრიორიტეტებად დახარისხებაა, რასაც კონკრეტულ პირს ვუყენებთ საიმისოდ, რომ შეგვეწყოს და შევეწყოთ.
ადამიანებს შორის ურთიერთობა ინტერესებისა და ქცევის ნორმათა თანხვედრაზეა დაფუძნებული. უნდა გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ რაღაც არ გვაინტერესებს, არ ნიშნავს, რომ ის ნაკლებად საინტერესოა. ამდენად, ეს ჩვენი და ჩვენი ინტერესთა სფეროს სივიწროვის პრობლემა უფროა, ვიდრე სხვა ადამიანის.
თუ ადამიანების მიმართ პატივისცემით, თანაგრძნობითა და ინტერესით განვეწყობით, თუ ძალდაუტანებლად ვაღიარებთ მათ კარგ თვისებებს და მიზანმიმართულად არ ვეცდებით უარყოფითის აღმოჩენას, თუ საკუთარი თავის სრულყოფას მეტ დროს მოვახმართ, ვიდრე სხვების კრიტიკას, აუცილებლად მივიღებთ ისეთ პოზიტივს, რაც ქვეყნად ბედნიერი არსებობისთვის სიცოცხლის ბოლომდე გვეყოფა.