კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 ცერცეტები?!

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ დუმილის ფასი

  მაშინ, როდესაც, აქეთ – სომხეთის მოსახლეობაა ერთ მუჭად შეკრული და არათუ არ აკრიტიკებს საკუთარ ხელისუფლებას, პირიქით, ყველაფერში ეთანხმება (და არა იმიტომ რომ, ყველაფერი მოსწონთ, იციან, რომ ახლა კრიტიკული მომენტია), იქით კი – აზერბაიჯანის მოსახლეობაა გაერთიანებული და მხარში უდგას თავის ხელისუფლებას (იმიტომ რომ ქვეყნისთვის მხარში დგომის სხვა საშუალება არ არსებობს ასეთ კრიტიკულ მომენტში), საქართველოს მოსახლეობა იმას არკვევს, თუ ვის მხარესაა (იმას გარდა, რომ ლანძღავს ყველას, ვინც თვალში მოხვდება), არადა ჩვენი სახელმწიფოსთვის ის აჯობებდა, თუ ყველანი დუმილის უფლებას გამოვიყენებდით და საკუთარ სიმპათია-ანტიპათიებს ჩვენთვის შევინახავდით, იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩვენთვის პრობლემების შექმნა არავის დაეზარება.
  ხოლო ამასობაში ახალი შიშიც გაჩნდა – გაჭრის თუ არა რუსეთი სახმელეთო დერეფანს საქართველოს გავლით სომხეთის დასახმარებლად. რაკი შიშს დიდი თვალები აქვს, ჩვენებურების ნაწილი მიიჩნევს, რომ ნებით უნდა გავატაროთ, ნაწილის აზრით, უნდა შევებრძოლოთ; მე კი ვფიქრობ, რომ რუხი ნივთიერებაა გამოსაღვიძებელი, იმიტომ რომ ყველაზე მეტად შექმნილ ვითარებაში რფ-სთვისაა არახელსაყრელი ჩრდილო კავკასიის სიახლოვეს საომარი მოქმედებები და, რაც მთავარია, რუსეთის მდგომარეობა ამ წამს ისეთი კრიტიკულიც არ არის, რომ ომი წამოიწყოს საქართველოს წინააღმდეგაც, რადგან, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ამ შემთხვევაში, ჩვენ უკან თურქეთიც მოიაზრება. ასე რომ, დუმილს, ვფიქრობ, ღრმად სუნთქვაც უნდა მივაყოლოთ, სიმშვიდის შესანარჩუნებლად და ტვინის შესაბამისი ნაწილების ჟანგბადით უხვად მოსამარაგებლად.



скачать dle 11.3