კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 მიშა ანდღულაძე: განვქორწინდით, თუმცა გარემოება ყოველდღე იცვლება

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

ოჯახური (და არა მხოლოდ) ძალადობა, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი პრობლემაა, რომლის მოგვარებაც, ალბათ, ყველას ძალიან გვინდა, მათ შორისაა  ცნობილი იუმორისტი მიშა ანდღულაძე, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით მალე წიგნის გამოცემას აპირებს. 
მიშა ანდღულაძე: გალაღებული ცხოვრება მარტო სიზმრებში და წარმოსახვებშია ან იმქვეყნად. უპრობლემოდ ცხოვრება მხოლოდ ჩვენი სურვილია. რაც შეეხება ძალადობრივ გარემოს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, გვინდა თუ არა, ეს ყოველდღიურად ახდენს გავლენას ჩვენზე. მე ვფიქრობ, ამის მიზეზი ის გარემოა, რომელშიც ჩვენმა მშობლებმა და მათმა მშობლებმა იცხოვრეს. ვგულისხმობ ტოტალიტარულ სისტემას საბჭოთა კავშირის სახით. მაშინ აგრესია მიღებული ფორმა იყო. იქ სადაც აგრესია ურთიერთობის ნორმალურ ფორმად ითვლება, ძალადობაც მისაღები ხდება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს გარემო აღარაა, იმ რეალობაში გაზრდილმა ადამიანებმა ურთიერთობის მაშინდელი ფორმები დღევანდელობაშიც გადმოიტანეს და ეს მხოლოდ უფროს კი არა, ახალგაზრდა თაობაშიც იგრძნობა. აგრესია, ზოგადად, ადამიანური მდგომარეობაა, მაგრამ არაადამიანურია, როცა ის რაც არასწორია, საგანგაშოდ არ აღიქმება. ჩემს პოსტს დიდი ამბებიც მოჰყვა იმ ადამიანთან დაკავშირებით, ვისაც ეხებოდა, ჩემს ახლობლებთან დაკავშირებით, თუმცა, საბოლოო ჯამში, თუ გვინდა, რომ რაღაც შევცვალოთ, ამ თემაზე უნდა დავიწყოთ საუბარი. ხშირად ისმის ხოლმე მოწოდებები სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, უნდა გამოვფხიზლდეთ, დავიწყოთ დიალოგი და ასე შემდეგო, მაგრამ ამას არავინ გააკეთებს, თუ ყველამ თვითონ არ დავიწყეთ. აქაც პრობლემაა, ამბობენ, რომ საკუთარ თავზე ისაუბრებენ და მერე მაინც სხვაზე ან ზოგადად აგრძელებენ საუბარს, ისევე, როგორც მე ვთქვი, მაგრამ აგრესიასთან დაკავშირებულ პირად გამოცდილებაზე საუბარს ყველა გაურბის. რცხვენიათ ისევ იმ სტერეოტიპის გამო, მერე ხალხი რას იტყვის?! თუ ძალადობის მსხვერპლი ხარ, ესეც სირცხვილია. შესაბამისად, იმავე ფასადურ წრეში ვტრიალებთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერმა შეიძლება, მძიმედ გადაიარა შენზე და გადაიაროს სხვაზე, როცა პირდაპირ ამხელ საკუთარ ახლობლებს რაღაცაში, მიუხედავად იმისა, რომ ამის მიზანი განწმენდა და უკეთესობისკენ ნაბიჯის გადადგმაა, სამწუხაროდ, ადვილი მაინც არაა პირად გამოცდილებაზე საუბარი.
– და ეს მხოლოდ ჩვენ არ გვეხება. თქვენც წერდით ძმასა და მამაზე. მიზანი გასაგებია, მაგრამ რთულია, რაღაცებს გადააბიჯო...
– ძალიან რთულია, სიმბოლური სახე რომ მივცე, რთულია, წახვიდე მამის წინააღმდეგ. მე ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ პროცესს და არა ფიზიკურს. ფსიქოლოგიურ პროცესში წახვიდე მამის წინააღმდეგ ნიშნავს, წახვიდე იმის წინააღმდეგ, რასთანაც ემოციური კავშირი გაქვს, რამაც შენ ჩამოგაყალიბა პიროვნებად. ფსიქოლოგიური მამა მოკლა შენში და ახლიდან დაიწყო საკუთარი შეხედულებების შექმნა, რაც ძალიან რთულია. სხვა მხრივ, მე მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, იმის გამო, რაც მათ ჩემთვის შეძლეს.
– რა სახე ჰქოდა თქვენს ოჯახში ამ დაძაბულობას, რა სიხშირით იყო მსგავსი ფაქტები?
– ჩვენს პირად გამოცდილებაზე ღიად საუბარი დიდ წინააღმდეგობას იწვევს, იმ მხრივ კი არა, რომ შეიძლება, შეგვრცხვეს, რაზეც წეღან ვისაუბრე, უბრალოდ, ამით შეიძლება, მძიმე დარტყმა მივაყენოთ ახლობლებს, ამიტომ ამ ყველაფერს ლიტერატურულ ფორმას მივცემ. პოსტმა თავის საქმე გააკეთა და არაერთგვაროვანი შედეგი მივიღე. სამწუხაროდ, ისეთი არა, როგორსაც მე ველოდი, მაგრამ რას ვიზამთ. აქედან გამომდინარე, ვეცდები, რომ ამ კითხვას ახლო მომავალში ჩემი წიგნის სახით გავცე პასუხი.
– ნათქვამი გაქვს, ბავშვობაში ძალიან აგრესიული ვიყავიო. ზუსტად იმის განსაზღვრა, ასეთი გარემოს ბრალი იყო თუ არა ეს, ალბათ, რთულია, მაგრამ ზრდასრული ასაკიდან რას ფიქრობ ამგვარი ქცევის მიზეზებზე?
– რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, მოცემულ მომენტებში საკმაოდ ისტერიული ბავშვი ვიყავი. უცნაური შემთხვევებიც მქონია. ღამე ვიღვიძებდი და ტირილით დავრბოდი, ისე, რომ შემდეგ არ მახსოვდა, რა ხდებოდა წინა ღამით. იყო შემთხვევა, სანატორი უმში ვისვენებდი და მეორე დღეს მითხრეს, რომ ვიღაც ბავშვი დარბოდა ტირილით კორიდორშიო. საკმაოდ დიდი კორიდორი იყო. მაშინ 13 წლის ვიყავი. მე ვიფიქრე, რომ ეს სხვას დაემართა და მერე აღმოჩნდა, რომ ის ბავშვი მე ვყოფილვარ. მერე ჩემითვე შევვარდნილვარ ოთახში და დავწოლილვარ. ეს ყველაფერი ცოტა მისტიკას ჰგავს, მთვარეულებს რომ ეძახიან, მაგრამ ფაქტი მოხდა და რის გამო, ეს უკვე სპეციალისტების განსასაზღვრია.
– პოსტში საუბრობდი, რომ იმ ყველაფრის შემხედვარეს, შეიძლებოდა, თვითმკვლელობისკენ გადაგედგა ნაბიჯი, მაგრამ საბედნიეროდ, ეს არ გააკეთე. რა არის მნიშვნელოვანი მძიმე მომენტში, რამაც შეიძლება, გადაგარჩინოს?
– მე ვფიქრობ, სუიციდი არ არის კონკრეტული მდგომარეობით გამოწვეული პრობლემა, ჩემი აზრით, ეს ზოგადი გარემოთია გამოწვეული და მეორე მხრივ, ადამიანის შინაგანი მდგომარეობით, როდესაც ადამიანი საკუთარ გონებაში რაღაცის ბალანსს ვერ ახდენს. საკუთარი თავისა და ბალანსის პოვნა არც ისე მარტივია და ამას დამატებული სტრესული გარემო, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, ამ მდგომარეობას სერიოზულ პრობლემად აქცევს. თან, თანამედროვე სამყაროში იმდენი ინფორმაცია შემოდის ჩვენს გონებაში, რომ ვეღარ ვფილტრავთ.  ჩემს შემთხვევაში გამოსავალი იყო გონება. კითხვა – რა რად ღირს? გონება თუ გვიშველის ამ დროს. მე ვფიქრობ, არც ერთმა ახალგაზრდამ კრიზისი ტრაგედიად არ უნდა აღიქვას. ეს ძალიან ადამიანური მდგომარეობაა, კრიზის შედეგად ჩვენ ვიზრდებით. მე მადლიერი ვარ ნებისმიერი კრიზისის, რაც ცხოვრებაში მქონია – რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. ყოველდღე უნდა დავიბადოთ და მოვკვდეთ ფსიქოლოგიურად. განახლების პროცესს ბევრი ფიქრი, ბევრი კითხვა, მუსიკა, მრავალფეროვანი ინტერესები სჭირდება. სიცოცხლე ძალიან მაგარი შანსია, რომელიც მხოლოდ ერთხელ გვეძლევა და ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. სწორედ, კრიზისის გადალახვის შემდეგ იწყება ნამდვილი ცხოვრება. რაც მთავარია, ეს კრიზისი არ უნდა მივიღოთ ტრაგედიად.
– ხშირად გვესმის პროფესიონალებისგან, რომ ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ოჯახებში, სადაც ძალადობაა, დიდი ალბათობით, შესაძლოა, თავადაც მოძალადეებად იქცნენ...
– აქ ბრტელ-ბრტყელი საუბარი არ გამოგვადგება. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა იზრუნოს გარემოზე.  ვიცით, რომ არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებიც ამბობენ – „რა ჩემი საქმეა თუ ჩემს გვერდზე ქალს ქმარი ურტყამს?!“ სამწუხაროდ, მსგავს სისულელეებს ვისმენთ იმ ქალებისგანაც, ვინც მსხვერპლია. იმიტომ, რომ ის ასე გაზარდეს. მისი მამა ამბობდა, რომ კაცი უფრო ჭკვიანია და პირველია ოჯახში. ისიც იჯერებს, რომ ქალი მეორეხარისხოვანია და არავის საქმე არაა, თუ მასზე კანონიერი ქმარი ძალადობს. ეს მარტო ადამიანების არა, სახელმწიფოს პრობლემაა, რომელიც მთელ მსოფლიოში დგას, მაგრამ ჩვენ ჩვენზე უნდა ვიდარდოთ. რაც შეეხება პირად პასუხისმგებლობას, მე პოლიციაში იმიტომ კი არ ვრეკავ, რომ ვიღაცის საქმეში ვერევი, იმიტომ ვრეკავ, რომ მკვლელობა არ მოხდეს. ჩემ გარშემო არაერთი მაგალითი იყო, როცა თუნდაც ერთხელ პოლიციის მოსვლამ გადაწყვიტა კონფლიქტი და ძალადობის პრობლემა. პოლიციაში დარეკვა არ „ტეხავს“! ჩვენ ერთმანეთი უნდა დავიცვათ. მეძახოს მეზობელმა ჩამშვები, მე დამირეკავს პოლიციაში საჭირო დროს.
– როგორი მამა და მეუღლეა მიშა წარსული გამოცდილების გათვალისწინებით?
– დაე, ქვეყანამ გადაწყვიტოს და რომ გარდავიცვლები, მერე საფლავის ქვაზე დააწერონ (იცინის). ან პოლიტიკაში თუ წავედი, ჩამოვწერ: კარგი მამა, კარგი მეოჯახე... (იცინის) როგორიც წარმომიდგენია კარგი მამა, ვცდილობ, ისეთი ვიყო. იმის საწინააღმდეგო ვარ, როგორიც მე არ მომეწონებოდა, რომ მამაჩემი ყოფილიყო. იდეალური არ ვარ. ვცდილობ, ვიყო იმაზე უკეთესი, ვიდრე გუშინ ვიყავი. მეუღლეს რაც შეეხება, თქვენ ეტყობა ინფორმაცია არ გაქვთ, განვქორწინდით. თუმცა, გარემოება ყოველდღე იცვლება. შეიძლება, ხვალ ისევ ქორწინებაში ვიყო. ამ ეტაპზე ამ თემაზე ნებისმიერი პასუხი არასწორი იქნება.
– მოახერხეთ, რომ ამ ამბავს ბავშვზე ცუდად არ ემოქმედა?
– ჩემთან ასე არ დგას საკითხი. როგორი ურთიერთობაც გვქონდა, ყველაფერი ისევ ისეა. ცალ-ცალკე, სხვადასხვა სახლში ვცხოვრობთ, მაგრამ თუ ერთად შეკრება გვჭირდება, ვიკრიბებით. როცა რაღაც იცვლება, ორივეს მხრიდან მეტი მობილიზებაა საჭირო, აუცილებელია იმის ახსნა, რატომ გადავდივართ ცხოვრების ახალ ეტაპზე. თუმცა, ამ პროცესს რთულად არ ჩაუვლია.

скачать dle 11.3