კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 როგორ შეიტყო გოგა ბითაძემ „ბოზი მარინას“ ვინაობა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ცნობილი კალათბურთელი გოგა ბითაძე ასეთ ისტორიას ყვება: „მონტენეგროს „ბუდუჩნოსტში“ რომ ვთამაშობდი, სერბებთან გვქონდა შეხვედრა. ეს კი ომის მსგავსი დაპირისპირებაა. ასეთ თამაშებზე მოწინააღმდეგე გუნდების ფანები ერთმანეთს ცხვირ-პირს ამტვრევენ – რომ იტყვიან, გამარჯვებისთვის ყველაფერი მოსულა. ორი თამაში სერბეთში ჩავატარეათ და იმათმა ფანებმა გვაგინეს, ორიც – სახლში და აქ უკვე ჩვენმა ფანებმა აგინეს მათ. მეხუთე, გადამწყვეტ თამაშს კვლავ სერბეთში ვატარებდით. ბელგრადის საკალათბურთო დარბაზი გადაჭედილია და საშინელი, დამთრგუნველი ხმაურია, მაგრამ ეს კიდევ არაფერი, ხულიგანი გულშემატკივრები პარკეტზე გადმოდიან, სიგარეტს ეწევიან და ბურთს არ გვაძლევენ, რომ გავხურდეთ. ერთი სიტყვით, ყველანაირად გვიშლიან ხელს. წესრიგს კი არავინ ამყარებს. იძულებული გავხდით, პროტესტის ნიშნად გასახდელში გავსულიყავით. ცოტა ხნის მერე კი, როდესაც მოედანი „გაასუფთავეს“, პარკეტზე დავბრუნდით და მოთელვა დავიწყეთ. დარბაზში კვლავ ყურისწამღები გნიასია და სერბი გულშემატკივრები გარითმულად ყვირიან ვიღაც ქალზე (ახლა იმისი სახელი არ მახსოვს და მას, პირობითად, მარინა ვუწოდოთ): მარინა ბოზი, მარინა ბოზი, მარინა ბოზი!.. ასე გარითმულად მონტენერგოს პრეზიდენტს აგინებდნენ და ბოზს უწოდებდნენ ხოლმე, მაგრამ აშკარა იყო, რომ ამ შემთხვევაში ეს პრეზიდენტს არ ეხებოდა და ვიღაც ქალს, სახელად მარინას ლანძღავდნენ. ძალიან დამაინტერესა ამ ამბავმა და ჩემი გუნდის ერთ-ერთ ვეტერან კალათბურთელთან მივედი, რომელიც იწელებოდა და ვკითხე:
– ხომ არ იცი, ვინ არის ეს მარინა-მეთქი?
ვეტერანმა ხელი ჩაიქნია და სანამ გაწელვას გააგრძელებდა, მიპასუხა:
 – დაიკიდე, მარინა ჩემი ცოლიაო“.

скачать dle 11.3