№41 ეს საინტერესოა

* მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი წევრისგან შემდგარ პარტიად ჩინეთის კომუნისტური პარტია მიიჩნევა.
* ივანე მრისხანეს დროს რუს ხალხს სჯეროდა, რომ ღმერთმა სამყარო სექტემბერში შექმნა, რადგან ახალ წელს სწორედ ამ დროს აღნიშნავდნენ.
* კარლ მარქსმა პრომეთეს „ყველაზე ღირსეული წმინდანი წამებული“ უწოდა.
* პომპეის სახლების შესასვლელებს უფრო ხშირად მისალმებით ამკობდნენ, ზოგან კი მხოლოდ ის წარწერა იყო, რომელსაც დღესაც შეხვდებით – „ეზოში ავი ძაღლია“.