№41 ბრძნული აზრები

ჭაბუა: არ არსებობს იმ თანხმობაზე დიდი თანხმობა, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით მიიღწევა.
როადსი: განუსაზღვრელი რესურსების მქონე მტერზე სახიფათო არის მტერი, რომელსაც აღარაფერი აქვს დასაკარგი.
დოჩანაშვილი: დააწესე ზღვარი ურთიერთობაში, თორემ, თუ ზედმეტად თბილი და ზედმეტად წრფელი იქნები, ზედმეტად გატკენენ გულსა.
ტვენი: ზუსტი სიტყვა შეიძლება, ეფექტური იყოს, თუმცა არცერთი სიტყვა არაა ისეთი ეფექტური, როგორც ზუსტ დროს აღებული პაუზა.
ბალზაკი: სიბრალული ისევე ამოატივტივებს უნიჭოებს, როგორც შურიანობა ჩაძირავს დიდ შემოქმედებას.
კონფუცი: თუ გომბეშოს ჩასვამ ცხელ წყალში ის მაშინვე ამოხტება, ხოლო თუ ცივ წყალში ჩასვამ და თანდათან გააცხელებ, იქამდე იჯდება, სანამ არ მოკვდება.
ლონდონი: ჯაჭვი არასდროსაა თავის ყველაზე უფრო სუსტ რგოლზე ძლიერი.
ოთარ ჭილაძე: საქართველოში ქართველის გარდა ჯერჯერობით არავინ დაჩაგრულა.
ფროიდი: ადამიანს შეუძლია, ყველანაირი თავდასხმა მოიგერიოს, მაგრამ შექების წინააღმდეგ უძლურია.
მარკესი: მთავარი ის კი არ არის, რაც გემართება, არამედ ის, თუ როგორ გამახსოვრდება ის, რაც დაგემართა.
ფიშერი: ერთადერთი საშუალება, გახდე უფრო ჭკვიანი, არის ეთამაშო შენზე უფრო ჭკვიან მოწინააღმდეგეს.
როკფელერი: ფული იმდენად კარგი არ არის, რამდენადაც ცუდია უფულობა.
ნიცშე: თუ მტერი გყავთ, ნუ მიუგებთ მას კეთილით ბოროტისთვის – ეს მას შეარცხვენს. არამედ დაუმტკიცეთ, რომ სიკეთე გიყოთ.
ორუელი: ძველად ხალხი სწავლობდა საკუთარი თავის სრულყოფისთვის. დღეს ისინი სწავლობენ სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად.
ბომარშე: პატიოსან მამაკაცებს უყვართ ქალები, მატყუარები კი აღმერთებენ მათ.
უნამუნო: ქალი წმინდანია, რომლის გამოც მამაკაცები ცოდვილნი ხდებიან.