კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 რატომ არ გაამართლა საქართველოში ქალის ტახტზე აყვანის პრეცედენტმა მეორედ, როგორ დამორჩილდა მონღოლებს გასომხებული ორბელიანი და როგორ დაუფასეს ეს მათ

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  რუსუდან მეფე ჯალალედინისგან ქუთათისს აფარებდა თავს. როცა ჯალალედინი მონღოლებთან საბოლოოდ დამარცხდა, რუსუდანი თავისი სამეფო კარით დაბრუნდა გადამწვარ, დანგრეულ, დაქცეულ და გაუკაცრიელებულ ტფილისში.
  მაგრამ, ქვეყანას მშვიდობა და მოშენება არ ეწერა. მალე მონღოლები მოადგნენ ჩვენს სამშობლოს. რუსუდანი ისევ გაიქცა და კვლავ აფხაზეთს, ქუთათისს შეაფარა თავი. რეალურად, არც მოლაპარაკება უცდია მონღოლებთან დამორჩილებაზე და ხარკის კისრებაზე მაინც, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ისედაც შემცირებული მოსახლეობა ახალი გენოციდისაგან ეხსნა. ფაქტობრივად, არც სერიოზული სამხედრო ძალის მობილიზება დაუწყია მონღოლების წინააღმდეგ საბრძოლველად. სამხედრო უწყება ჯერ ჯალალედინს დახვდა მოშლილი. ჯალალედინმა ძალიან დააზიანა ჩვენი სამხედრო მანქანა და სამხედრო რესურსი, უნიჭო სარდლების გამოისობით, სამეფო კარის არაორგანიზებულობის, პოლიტიკური უნიჭობისა და დავით აღმაშენებლის დროიდან არსებული სპეციალური სამსახურების სრული მოშლის გამო.
მონღოლებმა ჩვენს რეგიონში, კიდევ ერთხელ, სულ ადვილად დაამარცხეს ჯალალედინი. სულთანი მიატოვა ჯარმა, პირადმა დაცვამ და ქვეშევრდომებმა. თბილისელი მოსახლეობის მედიდურად დამხოცავი, ჯალათი ჯალალედინი კიდევ ერთხელ სამარცხვინოდ გაექცა მონღოლებს და სრულიად მარტო მყოფი, შეშინებული, ქანცგალეული და გასაცოდავებული, ერთ-ერთი არაბული გადმოცემით, ღატაკის დაგლეჯილ ტანსაცმელში გადაცმული, ერთი ვინმე უბირი ქურთის ხანჯალს ემსხვერპლა.
რუსუდანმა ბედისა და უვარგისი სარდლების, ავაგის, შანშესა და სხვა დიდებულების ანაბარა მიატოვა აღმოსავლეთ საქართველო და მოსახლეობა.
  ქვეყანას პატრონი აღარ ჰყავდა. დიდებულები თავ-თავის ციხეებში შეიკეტნენ. ზოგი აჭარის მთიანეთშიც კი გაიქცა. მათ არ ჰყავდათ ლიდერი, მეომარი მეფე, მამაკაცი, რომელიც საომრად შეკრებდა და აღაფრთოვანებდა მეომრებს, წინ გაუძღვებოდა და მათთან ერთად იბრძოლებდა.
სწორედ ამიტომ, აუცილებელად, მამაკაცს ამეფებდნენ იმ დროს. სწორედ ამიტომ იყო აკრძალული ქალის ტახტზე აყვანა ძველ საქართველოში და მთელ მსოფლიოში. სახელმწიფო, იმ დროში, ძირითადად, გასამხედროებული წარმონაქმნი იყო, გასამხედროებული სტრუქტურით. მართალია, თამარ მეფემ შეძლო, რადგან უნიჭიერესი პოლიტიკოსი გახლდათ, დიპლომატი, ორგანიზატორი, სამაგალითოდ ზნეობრივი, პატიოსანი ხელმწიფე და დაუღალავად მლოცველი, თან, ქმრად ჰყავდა უბრწყინვალესი სარდალი, დავით სოსლანი. მაგრამ, რუსუდანმა ვერ გაამართლა. დედისგან მხოლოდ სილამაზე გამოჰყოლოდა. რაც მთავარია, ქმარიც უვარგისი ჰყავდა.
  ამიტომ, მეომრულ შუა საუკუნეებში – როცა სახელმწიფოებს წინამძღოლი მეფე-სარდლები აყალიბებდნენ და აძლიერებდნენ, როცა მიმდინარეობდა საქართველოს, როგორც ძლიერი, იმპერიული სახელმწიფოსა და ქართველი ერის, როგორც მრავალრიცხოვანი ხალხის ჩამოყალიბების პროცესი – ქალის ტახტზე აყვანის პრეცედენტმა მეორე შემთხვევაში რეალურად ვეღარ გაამართლა და დაღუპა ჩვენი ქვეყანა. მოუსპო მას იმპერიად, ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შანსი, მონათესავე კავკასიელი ხალხების ქართველ ერში კონსოლიდაციის შესაძლებლობა და ჯალალედინის დროს დიდი დემოგრაფიული რესურსი დავკარგეთ, ძალიან დიდი.
  ჩვენ, როგორც ეწოდება, განვითარებულ შუა საუკუნეებში, რომელიც სინამდვილეში დაუნდობელი და სასტიკი საუკუნეების ეპოქა იყო, მოვინდომეთ სახელმწიფოს სათავეში, სამეფო ტახტზე გენდერული თანასწორობის დამკვიდრება, რამაც არ გაამართლა.
რუსუდანის შემდგომ ჩვენს წინაპრებს აღარც უფიქრიათ ქალის აყვანა ტახტზე.
  საინტერესო ამბავი მომხდარა საქართველოს სომხეთში, რამაც მერე სხვა საინტერესო ამბები გამოიწვია, როგორც გვიამბობს გასომხებული ორბელების შთამომავალი, სომეხთა მიტროპოლიტი სტეფანოს ორბელიანი. ის გადმოგვცემს ბიძამისის, ელიკუმ (ელიგუმ) ლიპარიტის ძე ორბელიანის ამბავს:
„ოდეს მოვიდნენ ქუეყანასა ამას თათარნი, კერძო ჩვენი წილად ჰხდომოდა ასლან ნოინს. და განმაგრებულ იყო ელიკუმ თავისიანთა თანა აუღებელსა ციხესა მას ჰრაშაკისასა.
მოვიდა იგი ასლან და შემოვლო ციხესა და ჰსცნა, რამეთუ კაცთაგან შეუძლებელი იყო აღება ამისი. მაშინ დაჰსჯდა პირისპირ ციხისა. კაცნი გაუგზავნა და შეუთვალა:
„ესრეთ გვირწმუნე ჩუენ, მოვედ ჩვენდა და ჰპოვებ ჩვენ მიერ კეთილსა მრავალსა, უკეთუ არა, ვიდრემდის დასჯდები კლდესა მაგას შინა?“
მონღოლები, ლაშა-გიორგის დროს საქართველოში პირველი ლაშქრობისგან განსხვავებით, როცა სადაზვერვო ბრძოლები გაგვიმართეს, უკვე ჩვენი სახელმწიფოს საბოლოოდ დაპყრობას აპირებდნენ. ისინი მთელ ქვეყნებს უკვე საკუთარ მიწებად მოიაზრებდნენ და კარგადაც იცოდნენ, რომ დაიპყრობდნენ კიდეც. მართალაც, რომელსაც მიადგებოდნენ, ყველა ციხესა და ქალაქს იღებდნენ. წინასწარ აფრთხილებდნენ მოსახლეობას, დაგვნებდებით – დაგინდობთ, თუ არ დაგვნებდებით, მაინც ავიღებთ თქვენს ქალაქს თუ ციხეს და ყველას დაგხოცავთო.
ასეთი პირობა დაუდო მონღოლთა ერთ-ერთმა მხედრთმთავარმა ასლანმა ელიკუმსაც:
„ჩვენ წარსასვლელ არსადა ვართ, რამეთუ ღმერთმან მამულად მოგუცა ჩვენ ქუეყანა ესე, ხოლო ამისა შემდგომად ოდეს გამოხვალ, მაშინ იქმნების სიკუდილი შენი და სახლეულთა შენთა”.
ოდეს ესმა ესე ელიკუმს, არა აღუდგა წინა სიტყუათა მისთა, არამედ სიტკბოებით მიუგო და ფიცი სთხოვა და წინ გამოეგება მრავლითა შესაწირავითა..“.
მონღოლთა სარდლები ფიცს არ ტეხდნენ და მათ მხარეზე გადასულებს აჯილდოებდნენ კიდეც: „ხოლო იხილა რა ესე ასლანმან, ფრიად შეიყუარა და მშვიდობით შეიწყნარა ამჟამად, წინა გაიმძღვარა იგი და წარვიდა ანის ქალაქადმდე, და დაემორჩილნენ მას ყოველნი. კუალად დაიპყრა ელეგიქი, ვიდრე ერერონ სოფლადმდე, რომელი არს პირისპირ გარნისასა. და მისცა ესე ყოველი ელიკუმს და ჰრქვა მას:
„ხრმლით დაჭერილი და თეთრით ნასყიდი ერთი მამული არს კაცისათვის. ნამდვილ ესენი, რომელიცა ხრმლითა ჩემითა დავიპყარ, იყოს მამული შენი და ნათესავთა შენთა და შენ ერთგულად იყავ ჩვენდა და ჰმონებდე დიდსა ხანსა, რომელმან წარმომგზავნა მე. მაშინ ამათ მიერ მრავალი სიკეთე და საბოძვარი მიიღო“.
ამგვარად, ელიკუმ ორბელიანი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მონღოლებს დამორჩილდა, თან პირველივე შეთავაზებაზე, შემდეგ მეგზურობაც გაუწია და დაეხმარა მათ სხვა სომხური მიწების დაკავებაში და საქართველოს სომეხ და ქართველ დიდებულებს მაგალითი მისცა, მონღოლებს დანებდით უომრადო. ეს დაუფასეს მონღოლებმა, დაიახლოვეს და ვრცელი მიწები გადასცეს სამართავად, მათ შორის სხვების მიწები, რამაც სხვა დიდებულების განაწყენება და ორბელიანებისადმი მტრობა გამოიწვია.

скачать dle 11.3