კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 დარიჩინი – ზედმეტი წონის დაკლების მარტივი და ეფექტური საშუალება

ნინო კანდელაკი ანი რევია

დარიჩინი არა მარტო არომატული საკმაზია, არამედ წონის კლების საკმაოდ ეფექტური საშუალებაა. აუმჯობესებს ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას, აჩქარებს მეტაბოლიზმს, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას, წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან. რაც მთავარია, აქრობს შიმშილის გრძნობას.
* დარიჩინი თაფლით – 1 ჩაის კოვზ დარიჩინს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და წამოადუღეთ. როცა გაგრილდება, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. ეს არომატული სასმელი უმჯობესია, მოამზადოთ საღამოს. მიირთვით დილით, გამოღვიძებისთანავე და დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე, 1 თვის განმავლობაში. დამატებითი ეფექტურობისთვის შეგიძლიათ, დაამატოთ 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი;
* დარიჩინი თაფლითა და ჯანჯაფილით – ჯანჯაფილი, დარიჩინის მსგავსად, აქტიურად უწყობს ხელს ორგანიზმს წონის კლებაში. ჯანჯაფილის (იგივე კოჭა) ფესვი, წმენდს ორგანიზმს მავნე ტოქსინებისგან. აიღეთ 1 ჩაის კოვზი დაჭრილი კოჭა და ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი, დაასხით მდუღარე წყალი. რომ გაგრილდება, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. დატოვეთ მთელი ღამით და მიირთვით დილით, საუზმის წინ და სადილამდე ერთი საათით ადრე.
* დარიჩინი კეფირით – 1 ჩაის კოვზ დარიჩინს და 1 ჩაის კოვზ თაფლს დაუმატეთ ნახევარი ლიტრი კეფირი და ღამის საკვები ამ სასმლით ჩაანაცვლეთ. შედეგიც არ დააყოვნებს.
скачать dle 11.3