№41 როგორ ვებრძოლოთ ბინაში დაგროვილ დამანგრეველ ენერგიებს
უარყოფითი ენერგია ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ქუჩიდან გადადის, ამიტომ, სახლში მისვლისთანავე გაწმინდეთ და ისე შეინახეთ კარადაში. არასდროს შეინახოთ და დააგროვოთ დიდხანს ძველი ტანსაცმელი. სახლში, თქვენთან ერთად, მხოლოდ იმ ნივთებმა უნდა „იცხოვრონ“, რომლებიც აუცილებლად გჭირდებათ. ამით არასასიამოვნო ზონების არსებობა მცირდება.
სასურველია, თუ ღამით საძინებელ ოთახში ჭიქით წყალს დადგამთ, დილით კი კარის ზღურბლს იქით გადაასხამთ, ისე, რომ მიწაზე დაესხას. ამით, სახლიდან გაიტანთ უარყოფით ენერგიას. წყალს, დიდი ენერგეტიკული ძალა აქვს და ამ მეთოდით, თქვენ მთელი ღამის განმავლობაში დაგროვილ ცუდ ენერგიას „გადაღვრით“.
სამზარეულო, შესასვლელი და სააბაზანო ის ადგილებია, სადაც ხშირად გროვდება ნეგატიური ენერგია. კერძოდ, როდესაც სამზარეულოში გაურეცხავი ჭურჭელია, სააბაზანოში სარეცხია დაგროვილი, შესასვლელში კი გარედან შემოტანილი ჭუჭყიანი ფეხსაცმელები აწყვია – ყველაფერი ეს ამ ტერიტორიებზე ბოროტ ზონას ქმნის. რაც ნაკლებად იქნება სამზარეულოში გასარეცხი ჭურჭელი, შესასვლელში – გარედან შემოტანილი „ჭუჭყი“ და სააბაზანოში – ბინძური ნივთები, მით უკეთესი. მოკლედ, სააბაზანო, შესასვლელ და სამზარეულო ოთახებში ყველაზე მეტად გროვდება ნეგატიური ენერგია და დიასახლისები მუდმივად უნდა ცდილობდნენ, რომ წესრიგში ჰქონდეთ საცხოვრებლის ეს ნაწილი.
ასევე, შეგიძლიათ, თავად შეამოწმოთ საცხოვრებელი სახლის ენერგეტიკული სტრუქტურა – ბინაში, სადაც პოზიტიური ენერგიაა, ნელა შრება წყალი, ლითონის ნივთები ოდნავ ცივია, ხის ნივთები კი – ოდნავ თბილი. ნეგატიური ენერგიის დაგროვების არეში მობილური ცუდად იჭერს, არ აჩვენებს ტელევიზორი სუფთა გამოსახულებით, ცხელი წყალი მალე ცივდება. დადებითი ენერგიის არეში სანთლის ალი ყოველთვის კარგად ანთია და ციმციმებს. უარყოფითში კი, სანთლის ალი სუსტია და ისე თამაშობს, თითქოს უნდა ჩაქრეს. მართალია, არსებობს ბევრი წესი, როგორ შეიძლება სახლის გაწმენდა უარყოფითი ენერგიებისგან, მაგრამ, სანამ ამას დაიწყებთ, მანამდე უნდა ეცადოთ, არ შექმნათ ბინაში დამატებითი ზონები. არ უნდა შეიტანოთ სახლში ქუჩაში ნაპოვნი ნივთები, რადგან სხვისი ნივთი ყოველთვის ყოფილი პატრონის ენერგიას ატარებს და თუ ეს ენერგია ნეგატიურია, მაშინ მისი წყალობით თქვენს სახლში კიდევ ერთი უარყოფითი ზონა გაჩნდება. ასევე, არასდროს შეიტანოთ სახლში ცუდი განწყობა, აზრები და ემოციები, რადგან ყოველი ნივთი მალე იწოვს ნეგატიურ ენერგიას, განსაკუთრებით კი – სარკე. ამის გათვალისწინებით შეძლებთ, თავი აარიდოთ სახლში დამატებითი ნეგატიური ზონების შექმნას.