№41 ვილაპარაკოთ ქართულად
ერთი და იგივე:
სახელობითი – ერთი და იგივე ამბავი და არა ერთი და იმავე ამბავი,
მოთხრობითი – ერთმა და იმავე ამბავმა და არა ერთი და იგივე ამბავმა,
მიცემითი – ერთსა და იმავე ამბავს და არა ერთი და იგივე ამბავს,
ნათესაობითი – ერთსა და იმავე ამბით და არა ერთი და იგივე ამბით,
მოქმედებითი – ერთი და იმავე ამბით და არა ერთი და იგივე ამბით,
ვითარებითი – ერთ და იმავე ამბად და არა ერთი და იგივე ამბად,
წოდებითი –
ცალკე აღებული ნაცვალსახელი იგივე იბრუნება შემდეგნაირად:
სახელობითი – იგივე,
მოთხრობითი – იმავემ და არა იგივემ,
მიცემითი – იმავეს და არა იგივეს,
ნათესაობითი – იმავეს, იმავესი, იმავეს(თვის) და არა იგივეს(თვის), იგივესი,
მოქმედებითი – იმავეთი და არა იგივეთი,
ვითარებითი – იმავედ და არა იგივედ.
წოდებითი –
გრამატიკული ნორმების დარღვევით
დამკვიდრებული სიტყვები
გაციება (ავად გახდომა) და არა გაცივება.
გაცივება (ვთქვათ, რამე პროდუქტის) და არა გაციება (რამე პროდუქტის).
გაყიდდი და არა გაყიდიდი.
ვწმენდ და არა ვწმინდავ, წმენდავ.
ვხვეტ და არა ვხვეტავ.
ვხვრინავ და არა ვხვრენ.
კანაპეს (გემო) და არა კანაპის (გემო).
კაშნეს (ფერი) და არა კაშნის (ფერი).
კუპეს (კარი) და არა კუპის (კარი).
(უცხოური წარმოშობის სიტყვები, რომელთა ფუძეც ე ხმოვნით ბოლოვდება, არ იკვეცება).
ჭყლეტ და არა ჭყლიტავ, ჭყლეტავ.
(საწყისი ფორმაა ჭყლეტა).
P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.
რუბრიკას უძღვება
თამარ ზამთარაძე