კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№41 რა ოინი ჩაუტარა ბერიამ ფრანკოს საიდუმლო შეხვედრაზე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინი საბჭოთა კავშირის ერთპიროვნული მმართველი იყო, ლავრენტი ბერია მაინც ახერხებდა დამოუკიდებელი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას საბჭოთა ბელადის გარეშე... ისტორიის დოქტორი, პროფესორი ანტონ ფარშმანი წერს: „ბერია ყველაზე ინფორმირებული ადამიანი იყო და არა მარტო საბჭოთა კავშირში... ბერიას ჰქონდა განსაკუთრებული ნიჭი და უნარ-ჩვევები ქვეყნის სამართავად და ათწლეულების გადასახედიდან აშკარად ჩანს, რომ ის ინტენსიურად ემზადებოდა პოსტსტალინური პერიოდისთვის. გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „აშკარაა, რომ ბერია ინტენსიურ მზადებაში იყო. ის სტალინის გარდაცვალებას ელოდა, რომ ქვეყნის მმართველობის სადავეები ხელში აეღო. და ამ წინასწარი მზადების შედეგები სტალინის სიცოცხლის ბოლო დღეებში უკვე აშკარად გამოჩნდა. ერთადერთი ლავრენტი ბერია იყო პოლიტბიუროს დაბნეულ წევრებს შორის, ვინც ზუსტად იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. აშკარა ტყუილი, შეუსაბამობა და ცილისწამებაა იმის მტკიცება, რომ სტალინის სიკვდილი ბერიას „ნამუშევარია“. არა. ასეთ ნაბიჯს ჭკვიანი ბერია არავითარ შემთხვევაში არ გადადგამდა და საკუთარი თავის კომპრომეტაციას არ მოახდენდა.  ის, უბრალოდ, მოთმინებით ელოდა ბელადის ამქვეყნიდან წასვლას, თან ინტენსიურად ემზადებოდა შეფარული პირველკაცობისთვის“.
  ტყუილად არ მითქვამს – ბერია ყველაზე ინფორმირებული ადამიანი იყო-მეთქი. ამის წყალობით, ბერია შესანიშნავად აანალიზებდა იმ პერიოდის საერთაშორისო-პოლიტიკურ რეალობებს და ამის შესაბამისად აწყობდა საკუთარ სამომავლო გეგმებს. აი, სწორედ ამიტომ ცდილობდა ბერია ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში საკუთარი პოლიტიკური გზის „გაჭრას“ და მას ეს შესანიშნავადაც გამოსდიოდა.
მწერალი ბორის სოკოლოვი: „ბერია, რა თქმა უნდა, ძალიან რისკავდა, როდესაც სტალინთან შეუთანხმებლად მოქმედებდა. ბერია საიდუმლოდ ხვდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა გავლენიან პოლიტიკოსებს. მათთან კარგი ურთიერთობების დამყარებისკენ მიისწრაფვოდა და გამოსდიოდა კიდეც. 1952 წლის იანვარში, ლავრენტი ბერიამ, ერთი შეხედვით, უპრეცედენტო დამღუპველი ნაბიჯი გადადგა. ის კანარის კუნძულებზე საიდუმლოდ ჩაფრინდა და ესპანეთის დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს შეხვდა. ბერიას თან დეკანოზოვი ახლდა და ეს საიდუმლო შეხვედრაც სწორედ მან მოაწყო. ფრანკო მართალია, დიქტატორი იყო, მაგრამ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების ლიდერთა მხარდაჭერით სარგებლობდა. ბერიას ვოიაჟის მთავარი  მიზანიც, სწორედ, ეს იყო. ანუ ბერიამ იცოდა, რომ ეს შეხვედრა ამერიკელებსა და ბრიტანელებს არ გამოეპარებოდათ. ფრანკოსთან შეხვედრა კი სწორედ, შეერთებული შტატების ხელმძღვანელ პირებთან და დიდი ბრიტანეთის ლორდებთან შესახვედრად გასაღებს მისცემდა მას და ამგვარად ამიტომაც გარისკა. მოგვიანებით, უკვე სტალინის გარდაცვალების მერე, დეკანოზოვმა ახლო წრეში მოყვა: „კანარებზე რომ დავეშვით, სპეციალურ ბაზაზე, ფრანკოსთან უნდა მივსულიყავით, რომელიც იქვე, ფეშენებელურ ვილაში გველოდა. ბერიამ კი მის მიერ გამოგზავნილ კაცს უთხრა, – სთხოვეთ კაუდილიოს (ბელადს), რომ პატივი დაგვდოს და თვითმფრინავში გვეწვიოს, რათა ერთად გავემართოთ შეხვედრაზეო. სულ რაღაც ოც წუთში მოვიდა ფრანკო და ბერიამ ის თვითმფრინავში მიიწვია. როგორც კი კაუდილიომ ფეხი სალონში შედგა, კარი ჩაიკეტა. თვითმფრინავი ჰაერში აიჭრა და ფრანკოს მხარე პირდაღებული დარჩა. თვითმფრინავმა კი ჰაერში, წყლის თავზე წრე შემოარტყა და კვლავ დაეშვა“. ბერიამ ამ სვლით ფრანკოს თავისი ძალა, გონება და ლოიალურობა უჩვენა. შემდგომ ისინი ვილაში განმარტოვდნენ და ხუთი საათის განმავლობაში ისაუბრეს. სავარაუდოდ, ლაპარაკი იყო პოსტ-სტალინური პერიოდის საერთაშორისო-პოლიტიკურ ურთიერთობებზე და დიდი ალბათობაა იმისა, რომ ბერია ფრანკოს ესპანეთის პოლიტიკურად ცნობას შეჰპირდა, რაც ფრანკოს ძალიან სჭირდებოდა“...
  მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია პოლიტიკურად სტალინის აღზრდილი იყო და მისი პოლიტიკის საუკეთესო გამტარებელი, ის მაინც სხვა კუთხით აფასებდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ რეალობას. განსაკუთრებით კი 50-იანი წლების დასაწყისში შექმნილ ვითარებას და მიხვდა, რომ სტალინისებურად ქვეყნის მართვა მხოლოდ სტალინს შეეძლო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მრავალი რამ შეიცვლებოდა და სწორედ რომ, ამ ცვლილებებისთვის იჭერდა თადარიგს.
  პუბლიცისტი არონ ფილშტეინი: „ბერიამ წინასწარ განჭვრიტა, რომ საბჭოთა კავშირზე ტოტალური დასავლური შეტევა წამოვიდოდა და რომ ეს მესამე მსოფლიო ომს თუ არა, დიდ გაჭირვებას მოიტანდა. აი, სწორედ ამიტომ გადადგა მან ასეთი პოლიტიკური ნაბიჯები და ყველა მათგანი აბსოლუტურად სწორი იყო. თუმცა, რომ იტყვიან, ხავსმოდებულმა, ჩამყაყებულმა პარტიულმა ბიუროკრატიამ ეს არ მიიღო. საკუთარი ძალაუფლება და კეთილდღეობა არჩია და ბერია მოკლეს...“
  პარალელებს თუ გავავლებთ, „პერესტროიკა“, სწორედ, ბერიამ დაიწყო. თუმცა გორბაჩოვისეულმა „პერესტროიკამ“ ქვეყანა დააქცია, ბერია კი მას ააღორძინებდა.

скачать dle 11.3