№41 როგორ შეანარჩუნებინა სტალინმა ბოლშევიკებს ძალაუფლება
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მას მერე, რაც ბოლშევიკებმა ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში, განსაკუთრებულად გააქტიურდა კონტრრევოლუციური მოძრაობა და ახალ ბოლშევიკურ მთავრობას გააფთრებით შეუტიეს და არა მარტო ხელისუფლებაში მყოფთ, არამედ მათაც კი, ვინც ადრე ბოლშევიკების მხარეზე იდგნენ და მათთან ერთად ქმნიდნენ რევოლუციას. ამას კი უცხოური დახმარებაც დაემატა და ახალი „წითელი რუსეთი“ (საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არ არსებობდა) სამხედრო ალყაში მოექცა. პოლიტბიუროში სხდომა სხდომაზე იმართებოდა. ლენინი და მისი თანამებრძოლები ძალიან დაბნეულები გამოიყურებოდნენ, არ იცოდნენ რა მოემოქმედათ და მხოლოდ იოსებ სტალინი გამოირჩეოდა „ამ ინდაურთაგან...“ (ეს ციტატა ეკუთვნის მწერალი დემიან ბედნის, რომელიც ამ მოვლენების შემსწრე იყო და ეს ყოველივე თავის დღიურებშიც ასახა. თუმცა, მოგვიანებით სტალინმა ამოაღებინა ასეთი შეურაცხმყოფელი ციტატები და მისი დღიურები მათ გარეშე დაიბეჭდა)... ტროცკი და კამპანია მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო მოლაპარაკებების გამართვა მოწინააღმდეგესთან და უკიდურეს შემთხვევაში, მათი მთავრობაში შეყვანაც კი. ლენინს ასეთი რამ არ უნდოდა, თუმცა ტროცკიმ და მისმა მომხრეებმა ილიჩი ამ ნაბიჯზე დაითანხმეს. სტალინმა კი, რომელიც მარტო უმკლავდებოდა ტროცკისტებს, კატეგორიული უარი თქვა ასეთ კაპიტულანტურ პოზიციაზე და პოლიტბიუროს წევრებს თავდაუზოგავი ბრძოლისკენ მოუწოდა. ხოლო ამ ბრძოლის მართვა რომ უფრო ეფექტური ყოფილიყო, სტალინმა წინადადება შემოიტანა, რომ რუსეთის დედაქალაქი პეტროგრადიდან მოსკოვში გადაეტანათ. ტროცკი და მისი მომხრეები, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგ წავიდნენ და „რევოლუციის აკვნის“ (პეტროგრადის) სტატუსის შეცვლას არ ეთანხმებოდნენ. სტალინმა კი პოლიტბიუროზე დაამტკიცა, რომ სწორედ, პეტროგრადისა და საერთო ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით უნდა გადასულიყო მთავრობა მოსკოვში. სტალინის ამ უტყუარ ფაქტებს ვერავინ გაექცა და ლენინმა მტკიცედ დაიკავა სტალინის პოზიცია. ტროცკისტები ამან გატეხა და 1918 წლის 12 მარტს მოსკოვი რუსეთის დედაქალაქი გახდა. მართლაც, მოსკოვში გადასული მთავრობა ბევრად უფრო უძღვებოდა საქმეს, ეფექტურად მუშავდებოდა და ხორციელდებოდა მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები და სამოქალაქო ომის მიუხედავად, ბოლშევიკები ძალებს იკრებდნენ. თუმცა, სამხედრო მინისტრის, ლევ ტროცკის უხეში შეცდომების გამო სამოქალაქო ომის ფრონტებზე მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა. „ანტანტას“ დახმარებით „თეთრი არმია“ წარმატებით მოიწევდა წინ და 1919 წლის აპრილის მიწურულს ის პეტროგრადს მიადგა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამ ქალაქის აღების შემთხვევაში მოსკოვისკენ გზა ხსნილი იყო და ეს ბოლშევიკური მთავრობის უპირობო კრახს მოასწავებდა... ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „მე პოლიტბიუროს წევრი ვიყავი მაშინ, მაგრამ როგორც სტალინის თანაშემწე, ამ სხდომებს ვესწრებოდი და ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. ტროცკი, რომელსაც უშუალოდ ევალებოდა სამხედრო საქმე, კურდღელივით იყო შეშინებული. ბევრად უკეთ გამოიყურებოდა ლენინი, თუმცა ის ერთობ დაბნეული იყო. მხოლოდ სტალინი იყო მტკიცედ. ტროცკი პანიკურად მოუწოდებდა პოლიტბიუროს წევრებს, რომ პეტროგრადი დაეთმოთ. „წითელი არმია“ უკან დაეხიათ და მოსკოვის დასაცავად მომზადებულიყვნენ. ლენინი დუმდა და ეს დუმილი თანხმობის ნიშანი იყო. ამ დროს სტალინი ავიდა ტრიბუნაზე და ილიჩს მიმართა: „სამხედრო საქმეთა სახალხო კომისარს (ტროცკის) შიშმა გონება დაუბინდა. მოსკოვის დასაცავად ჯარის უკან დახევა და პეტროგრადის დათმობა ძალაუფლების დათმობას ნიშნავს. პეტროგრადი კბილებით უნდა დავიცვათ და მტერი განვდევნოთ. თუ არ მეთანხმებით, მე ვტოვებ პოლიტბიუროს წევრის მანდატს. მივემგზავრები პეტროგრადში და წინა ხაზზე, რიგით მებრძოლებთან ერთად შევებმები მტერს“. ტროცკი სახეაწითლებული გაიქცა. ლენინმა სტალინს დაუჭირა მხარი და პეტროგრადის დაცვის გეგმის შედგენა დაიწყო...“
და, მართლაც, 1919 წლის მაის-ნოემბრის ბატალიებში სტალინის მიერ შეტანილი გეგმის განხორციელებას ჯერ პეტროგრადის დაცვა, შემდგომ კი მტრის განდევნა და განადგურება მოჰყვა. ამან ბოლშევიკებს ძალაუფლება შეუნარჩუნა და სტალინმა კი მსოფლიოში უდიდესი ქვეყანა შექმნა.“