კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 ექიმის რჩევები

კითხვა: მარჯვენა ხელის ცერა თითსა და საჩვენებელ თითს შორის (ცერა თითის ძირში) ახლახან შევნიშნე თხილის გულის ოდენა გამაგრება. არ მტკივა. რა შეიძლება, იყოს?
პასუხი: შესაძლოა, ეს არის ჰიგრომა – ბუშტუკი, რომელიც სავსეა სეროზულ-ფიბროზული ან სეროზულ-ლორწოვანი სითხით. ჰიგრომა არ არის ავთვისებიანი, მაგრამ მკურნალობა საჭიროა. დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ზოგად ქირურგს მიმართეთ.
კითხვა: როცა ბავშვი ფეხს იდგამს, როგორი ფეხსაცმელია რეკომენდებული – სუპინატორიანი თუ ფლექსსისტემიანი?
პასუხი: ამ ასაკში სუპინატორიანი ფეხსაცმელი არ არის რეკომენდებული. შეიძლება, ფეხსაცმელს ჰქონდეს შემაღლება ქუსლის არეში. როგორც სახელწოდებიდან ვხვდებით, ფლექს-სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს ტერფის თავისუფალ მოხრა-გაშლას, რაც სასურველია.
კითხვა: ყოველ დილით მაქვს ცემინება, ცხვირის ქავილი და თვალებიდან მომდის ცრემლები, მირჩიეთ, რა წამალი მივიღო ან რა გავაკეთო.
პასუხი: ეს არის ალერგიული რინიტის (სურდოს) სიმპტომები. შეეცადეთ, დაადგინოთ რომელი ფაქტორები იწვევს მის აღმოცენებას (ყვავილები, ხალიჩა, მატყლის საბანი და ასე შემდეგ) და თავიდან აიციდოთ მათთან კონტაქტი. მიმართეთ ალერგოლოგს.
კითხვა: დაუცველი ურთიერთობის შემდეგ დავლიე ესკაპელი, დავრჩი ორსულად. იმოქმედებს თუ არა ეს წამალი ნაყოფზე?
პასუხი: მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულებები ნაყოფზე პრეპარატ ესკაპელის მავნე ზემოქმედების შესახებ აუცილებელად უნდა მიმართოთ ექიმს მონიტორინგისთვის.
კითხვა: 17 წლის ბიჭს უკბინა ოჯახის ძაღლმა, რომელსაც (ძაღლს) ცოფის გეგმიური აცრა 1 კვირის გაკეთებული ჰქონდა. ვეტერინარმა ძაღლის აცრის დროს გვითხრა, ცოფი შეგვყავს ახლა ძაღლის ორგანიზმში და 10 დღის განმავლობაში თუ ვინმეს უკბინა, ის პირი 100 პროცენტით დაავადდება ცოფითო. სიმართლეა? ახლა იმ ადამიანს 3 სტანდარტული აცრა ეყოფა?
პასუხი: ცოფის ვაქცინა არის ინაქტივირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიცავს დაავადების გამომწვევ დახოცილ მიკრობებს და არა ცოცხალს, ამიტომ აცრილი ცხოველი უვნებელია. თუმცა აცრის შემდეგ იმუნიტეტის გამომუშვებისთვის 2-3 კვირაა საჭირო, ამიტომ ამ პერიოდის გასვლამდე ცხოველი არ არის დაცული ინფიცირებისგან. დაუკავშირდით რაბიოლოგს, საჭირო იქნება აცრის ჩატარება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3