კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 პაპილომა ვირუსის სიმპტომები და ხელშემწყობი ფაქტორები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს მიეკუთვნება. მიიჩნევენ, რომ სქესობრივი გზით ყველაზე ხშირად, სწორედ, ამ ვირუსით დაინფიცირება ხდება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში მილიონობით ქალია პაპილომა ვირუსით დაავადებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მისი ზოგიერთი ტიპი საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ერთ-ერთი ძირითადი რისკ-ფაქტორია.
  პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი ტიპი არსებობს, აქედან 30 ტიპს ონკოგენური ბუნება აქვს და საშვილოსნოს კიბოს ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორია. მთელ მსოფლიოში საშვილოსნოს კიბოთა შორის საშვილოსნოს ყელის კიბო მეორე ადგილზეა.
განასხვავებენ დაბალი და მაღალი რისკის პაპილომა ვირუსებს.
დაბალი რისკის ვირუსები იწვევს გენიტალიურ კონდილომებს, მაღალი რისკის ვირუსები კი – საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებასა და საშვილოსნოს ყელის კიბოს. მხოლოდ მაღალი რისკის პაპილომა ვირუსით ინფიცირების დროს (შემთხვევათა 5-10%) გახლავთ მოსალოდნელი ინფექციის ორგანიზმში დარჩენა.
  პაპილომა ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა კონტაქტური, სქესობრივი გზით. თუმცა, არც ისე დიდი ხნის წინ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ვირუსი შეიძლება, მშობიარობისას დედიდან შვილს გადაეცეს და ადამიანი შეიძლება, სხვა გზითაც დაინფიცირდეს.
სამწუხაროდ, დაავადება დაინფიცირებიდან მრავალი წლის შემდეგ ვლინდება.
დაავადების რისკ-ფაქტორებია: მრავალი სქესობრივი პარტნიორის ყოლა და სქესობრივი ცხოვრების ადრეულ ასაკში დაწყება.
როგორც წესი, პაპილომა ვირუსის გადამცემები მამაკაცები არიან, თუმცა მათ დაავადების არანაირი გარეგნული გამოვლინება არ აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ კონდომი საკმაოდ ეფექტურია სხვადასხვა ინფექციებისგან თავის დასაცავად, ის მაინც ვერ უზრუნველყოფს ადამიანის სრულად დაცვას პაპილომა ვირუსისგან, რადგან ვირუსი გენიტალიების გარშემო კანის საფარველზეცაა, რომელსაც კონდომი არ ფარავს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პაპილომა ვირუსი იწვევს როგორც კიბოსწინარე პათოლოგიებს, ასევე დასაბამს აძლევს თავად სიმსივნურ პროცესს.
არსებობს პაპილომა ვირუსის სიმსივნედ გარდაქმნის ხელშემწყობი რამდენიმე ფაქტორი:
– მრავალი მშობიარობა და მცირე ასაკი პირველი მშობიარობის დროს;
– თამბაქოს მოხმარება;
– იმუნოდეფიციტური მდგომარეობა;
– სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (მაგალითად: ქლამიდიოზი, გენიტალური ჰერპესი, ტრიქომონიაზი და ასე შემდეგ);
– ხშირი აბორტი;
– ჰორმონული კონტრაცეპტივების გამოყენება.
ხშირ შემთხვევაში, პაპილომა ვირუსით ინფიცირებისას, კლინიკური სიმპტომები არ აღინიშნება და პაპილომა ვირუსი თავისთავად ქრება. მაგრამ ზოგჯერ ვირუსი გამრავლებას აგრძელებს და ამ დროს ადამიანს პერსისტენტული (მუდმივი) პაპილომა ვირუსული ინფექცია უვითარდება. ასეთ დროს, თუ ქალი დაბალი რისკის ტიპის ვირუსითაა ინფიცირებული, სასქესო ორგანოებზე კეთილთვისებიანი წარმონაქმნები – ეგრეთ წოდებული, გენიტალური კონდილომები (მეჭეჭები) ჩნდება, ხოლო თუ ინფიცირება მაღალი რისკის ვირუსით მოხდა, ლორწოვან გარსში ჯერ საშვილოსნოს ყელის კიბოს წინამორბედი ცვლილებები იწყება, შემდეგ კი უშუალოდ კიბო ვითარდება.
скачать dle 11.3