№41 ჰერპესის მკურნალობა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

უბრალო ჰერპესის ფორმით ადამიანი ბავშვობის ასაკში ინფიცირდება. პირველ იმუნოტიპთან შეხება ადამიანის სიცოცხლის მე-18 თვიდან ხდება. ორგანიზმში ვირუსი სასუნთქი გზების საშუალებით ხვდება, შემდეგ გადადის ლატენტურ, ანუ მძინარე ფორმაში.
ჰერპესის წინააღმდეგ ხალხურ მედიცინაში სხვადასხვა ხერხს იყენებენ.
სამედიცინო სპირტი – როგორც კი ქავილის შეგრძნება გაგიჩნდებათ, მოიწვით სპირტით იმდენჯერ, სანამ ქავილი არ გაქრება. ამ მეთოდით ჰერპესი გაგივლით 3-4 დღის შემდეგ, მაშინ, როცა სამკურნალო მალამოებით მკურნალობა 7-10 დღე გრძელდება. არჩევანი თქვენზეა.
პროპოლისის ნაყენი – კარგია, თუ წარმოქმნილ ბუშტუკებს სპირტზე დამზადებული პროპოლისის ნაყენით დაიმუშავებთ. ის კარგად აშრობს კანს და ხელს უშლის ანთების განვითარებასა და სხვა ადგილებში გავრცელებას, ახდენს, დეზინფიცირებას, ასევე, დააჩქარებს შეხორცების პროცესს.
ყინული – პირველი სიმპტომების დროს, როგორც კი შეამჩნევთ ქავილს და შეშუპებას, მიიდეთ ყინულის ნაჭერი, ის შეანელებს დაავადების პროგრესირებას და დაეხმარება ორგანიზმს ინფექციასთან გამკლავებაში.
კორვალოლი, ვალოკორდინი – გულის წვეთები 24 საათის განმავლობაში გააქრობს ჰერპესს ტუჩიდან, საკმარისია, ყოველ ორ საათში შევიზილოთ და ჰერპესიც გაქრება.
ნიორი – დასრისეთ ერთი კბილი ნიორი და დაიდეთ მტკივან ადგილზე. ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია.
მენთოლიანი კბილის პასტა – მენთოლიანი კბილის პასტა დავიდოთ მტკივან ადგილას და შედეგი მალევე შესამჩნევი გახდება.
რძე – დაასველეთ ბამბა და დაიფინეთ ჰერპესიან ტუჩზე, არ დაიბანოთ, სანამ სითხე თავად არ აორთქლდება. გაიმეორეთ პროცესი ყოველ 2-3 საათში.
ძირტკბილა – შესანისნავი წამალია ჰერპესის წინააღმდეგ. დაფქვით გამხმარი ძირტკბილა და დაასხით იმდენი მდუღარე წყალი, რომ მიიღოთ ფაფის მსგავსი მასა. დაიდეთ უშუალოდ გამონაყარზე. დაიტოვეთ ღამით და დილით ჩამოიბანეთ.
პიტნის ეთერზეთი – ნივრისგან განსხვავებით, პიტნის ეთერზეთი არა მხოლოდ კურნავს, სუნიც სასიამოვნო აქვს და მისი გამოყენება საზოგადოებრივ ადგილებში დისკომფორტს არ შეგიქმნით.
იმისთვის, რომ უკვე დაინფიცირებულ ადამიანს განმეორებით არ გამოუვლინდეს ჰერპესვირუსი, გამოიყენება ჰერპეტიკული ვაქცინა. დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად კი, ადამიანები უნდა მოერიდონ ჰერპესის გამონაყრის მქონე ადამიანს, დაიცვან ჰიგიენის ნორმები და სისტემატურად იზრუნონ იმუნიტეტის ამაღლებაზე.