კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 მიმქრალი გრძნობა

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  თუ მზად ხართ, გააცოცხლოთ მიმქრალი და გახუნებული  გრძნობა,   გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას:
  გადაიყვანეთ ურთიერთობა სხვა ეტაპზე,  ანუ,  ეცადეთ, გაიგოთ და გაითავისოთ ის, რაც თქვენი პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია. მალე აღმოაჩენთ, რომ თქვენ ბევრი საერთო გაქვთ, რაც თქვენი დაახლოების საწინდარი გახდება. ასე თქვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სიყვარული – სხვა ადამიანისადმი ინტერესი, მისი შინაგანი სამყაროს ამოცნობისა და ყოველდღე რაღაც ახლის აღმოჩენის წყურვილია. ამიტომ     ეცადეთ, სხვა თვალით შეხედოთ მას, როგორც მომხიბვლელ უცნობს.
 რა არის ბედნიერი ოჯახი?  – ჯანსაღი და სიხარულის მომტანი ურთიერთობა. ცოლს და ქმარს ბედნიერებაზე განსხვავებული წარმოდგენები აქვთ, გახსოვდეთ: უფრო მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, ჩვენი მომავალი მეუღლის მოსაზრებები, წარმოდგენები და მისწრაფებები, ვიდრე საკუთარი.
ოჯახური ბედნიერების საიდუმლო, ერთი შეხედვით, მარტივია: უნდა შეგვეძლოს პარტნიორთან სწორად საუბარი, მოსმენა და გაგონება, გაცემა და მიღება, უნდა გვქონდეს „სხვის ტყავში ჩაჯდომის“  ნიჭი.
არ უნდა აიძულოთ პარტნიორი, „იმარჩიელოს“, რა გეწყინათ. ყველას არ შეუძლია სხვისი „აზრების კითხვა“. უბრალოდ, გააგებინეთ ეს მას, აუხსენით რბილად, მშვიდად, ტაქტიანად, ისტერიკის გარეშე.
ესაუბრეთ ერთმანეთს ხშირად და ყველა თემაზე. ერთად განიხილეთ სამსახურებივი პრობლემები, გაიხსენეთ ერთად ყოფნის ბედნიერი მომენტები, აუხსენით ერთმანეთს სიყვარული. მყუდრო გარემოში საუბრები კიდევ უფრო დაგაახლოებთ და თქვენს ურთიერთობას უფრო ინტიმურ ელფერს შესძენს.
არ შეიძლება მუდმივი კრიტიკა, პრეტენზიების უსასრულოდ წაყენება, კატეგორიული მოთხოვნები და ულტიმატუმები, ირონია და პარტნიორის მასხრად აგდება. ისწავლეთ პატიება.  თუ გულში წყენას და ბოღმას ჩაიდებთ, თქვენს სულიერ ჰარმონიას საფრთხე შეექმნება.
ბედნიერ ცოლ-ქმარს არ ეშინია, ერთმანეთს გაუთავებლად აუხსნან სიყვარული. იქნებ, სწორედ, თქვენი სიჩუმეა იმის მიზეზი, რომ საკუთარი მისამართით აღფრთოვანებულ ქათინაურებს აღარ იღებთ?  დაფიქრდით ამაზე.
იყავით მგრძნობიარე და თავაზიანი, გაანებივრეთ ერთმანეთი, ხშირად უკეთეთ სასიამოვნო სიურპრიზები.
ნუ ეცდებით მეორე ნახევრის „თქვენს ჭკუაზე გადაკეთებას“. ჯერ ერთი, ეს შეუძლებელია, მეორეც, ყველა ადამიანს აქვს უფლება, იყოს ის, რაც არის. არასდროს უთხრათ მეორე ნახევარს, რომ მისთვის „ბედის საჩუქარი“  ხართ, არასდროს „დაამადლოთ“  თავი. მეუღლესთან ასეთი დამოკიდებულება ოჯახური ურთიერთობის გარდაუვალი დასასრულია.

რატომ
წვალობენ ქალები

  ქალებს ძალიან უჭირთ, როდესაც ერთ დღეს აღმოაჩენენ, რომ  სახის კანი, თმა, ფრჩხილები ისეთი მიმზიდველი აღარ არის, თვალებქვეშ ჩნდები მუქი ლაქები, ჭარბი წონა... და ისინი ცდილობენ, გამოასწორონ მდგომარეობა, როგორმე ფორმა არ დაკარგონ. მაგრამ ეს ყველას  არ გამოსდის. დაუსრულებელი მოლოდინები, ხანგრძლივი ოცნება და ქალებმა გაიხადეს...  თანამედროვე სამყაროში ყველაფერი დაშვებულია და არ არსებობს არავითარი აკრძალვა. „სილამაზის ინდუსტრიამ“ ქალბატონები ნამდვილი გამოწვევების წინაშე დააყენა – სთავაზობს ქალებს ყველაფერს: ნიღბებიდან დაწყებული, ინიექციით დამთავრებული.  მამაკაცებს ძალიან უკვირთ რატომ წვალობენ ქალები და არა მარტო მამაკაცებს... აირჩიეთ მარტივი, ბუნებრივი გზა ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად – ინებეთ  რამდენიმე სასარგებლო   რჩევა სილამაზის შესახებ – ამის ცოდნა თანამედროვე ქალბატონებს ნამდვილად გამოგადგებათ.
* უპირველეს ყოვლისა,  გახსოვდეთ, რომ  შესაძლებელია,  40 წლის ასაკში 20 წლის ქალივით გამოიყურებოდეთ, ყველაფერი ცხოვრების წესზეა დამოკიდებული, იყავით რეალისტი და შეიყვარეთ საკუთარი  თავი ისეთი, როგორიც ხართ, შეეშვით სტუდენტი გოგონას როლის თამაშს.  ამის თამაში შუძლებელია. ტყუილი ყოველთვის საცოდავად გამოიყურება;
* ჯანმრთელობასთან ხუმრობა არ ღირს, ასევე არ ღირს ყველაფერზე ნერვიულობა. განსაკუთრებით, ასაკის მატებაზე –  ასე რომ, მოდუნდით;
* იარეთ მარტივი გზით. ნუ გადაიღლით თავს „ეშმაკობებით“;
* შეეცადეთ თუნდაც ერთხელ გულწრფელად გაახაროთ ვინმე, ქვენა აზრების გარეშე. უბრალოდ, ადექით და გააკეთეთ სიკეთე.

დახუჭული
 თვალებით

როდესაც დიდ მიზნებს ისახავთ – ეს ძალიან ჰგავს დახუჭული თვალებით სიბნელეში სვლას: თითქოს სინათლისაკენ მიდიხარ, მაგრამ ვერ ხედავ  მის სათავეს და სიბნელის დასასრულს.   
ეს გამოცდაა, გამოცდა გამძლეობაზე. წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ, თუ  ეს  ნამდვილად გინდათ და ზუსტად იცით, რა გინდათ, გზიდან არ გადაუხვევთ, გექნებათ რწმენა, რომ ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება. ძალისხმევას არ იშურებთ და ფარ-ხმალს არ დაყრით, როგორც უნდა გაგიჭირდეთ.
შეუძლებელია, რამე გამოგივიდეთ, თუ არ დაიცავთ აუცილებელ პირობებს:   
* ყოველთვის იამაყეთ  საკუთარი არჩევნით.  გახსოვდეთ, თქვენ დიდი მიზნისაკენ მიდიხართ;
* ახლავე მოიფიქრეთ, როგორ იზეიმებთ და რას მოიმოქმედებთ, როცა შედეგს მიიღებთ. მაგალითად, რას ჩაიცვამთ, ვის გაუზიარებთ სიხარულს. ამისთვის იყავით მზად, რადგან ის ისე მოულოდნელად დაგატყდებათ თავს, შესაძლოა, მერე ამაზე საფიქრელად აღარც გეცალოთ;
* არასოდეს ერთი მისხალი ეჭვიც კი არ შეიტანოთ საკუთარ თავში. უნდა დაიჯეროთ, რომ თქვენ ყველაფერს შეძლებთ.

скачать dle 11.3