№41 საიდან გაიტაცეს გრიგოლ რობაქიძე და ვისი არყით დათრობა მოუწიათ ამის გამო გამტაცებლებს
ნინო კანდელაკი ეკა პატარაია
გრიგოლ რობაქიძის მამიდაშვილის შვილი და მისი ერთადერთი სისხლით ნათესავი საზღვარგარეთ, ალექსანდრე ფანჩულიძე ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვან ქართველთა შორის, რომელთაც ხშირი და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ მარტოხელა მწერალთან მისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში. ამ მოგონებებს გრიგოლ რობაქიძის დღიურებად წარმოგიდგენთ.
„1962 წლის აგვისტოში მე – სანდრო ფანჩულიძე და ნიკო ყურულაშვილი ვიყავით სტუმრად გრიგოლ რობაქიძესთან, ჟენევაში. ჩვენთან საუბრის დროს გრიგოლმა, გვითხრა:
„სანდრო, მე დაბადებული ვარ 1881 წელს, მწიფობისთვეში, სვირში (დედულეთში). საზღვარგარეთ რომ გადავედი, ჩემი პირადობის მოწმობა გადავასწორე – 1881 წელი 1884-ით. ერთი ოთხად ადვილი გადასასწორებელია. რად ვქენი? არ უნდა მექნა? ახლა ვნანობ, მაგრამ გვიან არის!..“
მამაჩემს შევეკითხე, რომ რაიმე ეამბნა გრიგოლ რობაქიძის ცხოვრებიდან. მომითხრო შემდეგი: „ქუთაისში სწავლობდა. არდადეგების შემდგომ, გრიგოლის მამამ დამავალა, ქუთაისში წამეყვანა ცხენით. სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ერთი კილომეტრის მოშორებით, პატარა მდინარე ძერული ჩამოდის, მაგრამ საშინელი ადიდება იცის. სწორედ, ჩვენი გამგზავრების დღეს, საშინელი ადიდებული იყო. რადგან მდინარეზე ხიდი არ იყო, ცხენზე შევჯექი და გრიგოლი უკან შემოვისვი. შუა მდინარეში რომ მივედით, ცხენი და ჩვენც წყალმა აგვატივტივა. თუმცა მას ორივე ხელი ჩემს წელზე შემოხვეული ჰქონდა, მაინც მოსწყდა და მდინარეში გადამივარდა. მდინარეს ჩქარი გამდინება აქვს და სახიფათო მდგომარეობაში ჩავარდა. ცხენიდან ჩავვარდი და დავედევნე. ცხენმა, რასაკვირველია, გაცურა და გავიდა ხმელეთზე. მე გრიგოლს დავედევნე და დახრჩობას გადავარჩინე“.
გრიგოლ რობაქიძის ოჯახი ჩვენიდან კილომეტრ-ნახევრის მოშორებით ცხოვრობდა. რობაქიძეები ყველა მჭედლები იყვნენ, როგორც ჯაყვა-დანის საუკეთესო გამომჭედავი. თბილისში მე ვცხოვრობდი [ბაიაზეთის] ქუჩაზე ¹4-ში. გრიგოლ რობაქიძე – ასი მეტრის მოშორებით ჩემგან, გურამიშვილის ქუჩა ¹10-ში. მამამ მითხრა, ამისთანა ცნობილი ნათესავი გვყავს და წავიდეთ, ვნახოთო. მართლაც წავედით. ვისაც უნახავს ¹10 გურამიშვილის ქუჩა – სახლი იყო საუკეთესო ნაგები. დავრეკეთ, შემოგვეგება ძლიერ ლამაზი ქალი და რუსულად გვკითხა: ვინ გნებავთ? – გრ. რობაქიძე! გრიგოლმა გაიგონა ჩვენი საუბარი და ცოლს ხმა მოაწვდინა, ვინ არიან და საიდანო. – ვუპასუხეთ ჩხარიდან. – შემობრძანდითო. მამაჩემი ვეღარც იცნო, ლოგინში იყო ჩაწოლილი, ბოდიში მოიხადა, უქეიფოდ ვარო. ერთი საათი ვისაუბრეთ და დავემშვიდობეთ. მამაჩემი ძლიერ ნაწყენი იყო, არაფერი შემოგვთავაზაო... მას შემდეგ თითქმის ხშირად ვხვდებოდი
რუსთაველის გამზირზე, მაგრამ ვერასდროს გავბედე, რომ გამოვსაუბრებოდი. მიზეზი ჩემი დაბადებით დაყოლილი მორცხვობა არის...
რუსთაველის გამზირზე, მაგრამ ვერასდროს გავბედე, რომ გამოვსაუბრებოდი. მიზეზი ჩემი დაბადებით დაყოლილი მორცხვობა არის...
რუსთაველის გამზირზე დუქნის ახლოს დიდი აფიშა გამოაკრეს – გრიგოლ რობაქიძე წაიკითხავს მოხსენებას კონსერვატორიის დარბაზში. ძლიერ ბევრი თემა იყო – „რვა თვე გერმანიაში“. რასაკვირველია, ამ მოხსენებას დავესწარი და პირველად მოვისმინე გრიგოლ რობაქიძის საუბარი. მისმა მხატვრულმა ენამ განცვიფრებაში მომიყვანა. დიდძალი ხალხი იყო, მთელი თბილისის პოეტები და მწერლები. მოხსენების დროს სთქვა, რომ გერმანულად თარგმნა მისი „გველის პერანგი“ და ახლო მომავალში გამოსცემენ სტეფან ცვაიგის წინასიტყვაობითო. იმ საღამოს გროგოლმა ძლიერ ბევრი ილაპარაკა ცვაიგზე. მეორე დღეს ყველა თბილისის გაზეთი წერდა: მე და ცვაიგი, მე და ცვაიგი... გრიგოლ რობაქიძემ ნახევარი მოხსენება ამას მოანდომაო! სხვათა შორის, მოხსენების შეწყვეტის დროს, მახსოვს იოსებ გრიშაშვილი ძლიერ ჭირვეულობდა, რატომ არ თარგმნა ალექსანდრე ყაზბეგის რომანები და თარგმნა თავისი „გველის პერანგი“? მაგრამ ეს საყვედური სახალხოდ არ გამოუთქვამს, მხოლოდ თავის ახლო მეგობრებთან ამბობდა საყვედურს. ეს ამბავი მოხდა 1928 წელში, თბილისში.
1932 წელში პარიზში შევიტყვე, რომ გრიგოლ რობაქიძე გერმანიაშია, როგორც ლტოლვილი და შეუდგა, გერმანულ ენაზე გამოსცეს მრავალი ნოველა და რამდენიმე რომანი. გავიდა ხანგრძლივი დრო, მსოფლიო ომი დაიწყო. გრიგოლ რობაქიძემ არაჩვეულებრივი სახელი გაითქვა გერმანიაში თავისი რომანებით. მეორედ გრიგოლ რობაქიძეს პარიზში შევხვდი.
გრიგოლ რობაქიძის პარიზში ყოფნის დროს, მის ცოლს დამბლა დაეცა. ხუთი წლის განმავლობაში როგორ იტანჯებოდა გრიგოლი და როგორც პატარა ბავშვს, მის ცოლს ისე უვლიდა, მის ცხოვრებაში დიდი მწვავე როლი ითამაშა, რომ თითქმის ნერვული ავადმყოფობა დაემართა, მაგრამ როგორც ძლიერი ნებისყოფის ადამიანი, ჩქარა განიკურნა. მისი ჟენევაში ცხოვრება იყო მეორე ეტაპი უცხოეთში ცხოვრებისა – 17 წელი. ხშირად მწერდა, ჩავსულიყავი მასთან ჟენევაში. გადავწყვიტე, ერთ დღეს, აღდგომის დღეებში, ვწვეოდი. მართლაც ვეწვიე – სიხარულით აღტაცებაში მოვიდა. რადგან დანატრებული იყო ქართველებს და ქართულ საუბარს. ოთხი დღე დავრჩი მასთან, არასოდეს დილის პირველ საათამდის არ შევდგომივართ ძილს, სულ ვსაუბრობდით... ჟენევაში სულ რამდენიმე ქართველი ცხოვრობდა. ერთი – გვარად ხარიტონ შავიშვილი. ერთ საღამოს გრიგოლთან ზარი დარეკა, კარი გავუღე, შემოვიდა. მივიღეთ ქართულად. ღვინოს ვსვამთ პატარა სასმისებით. რასაკვირველია, გრიგოლიც ჩვენთან. ორი შესვა, მეტი არა. მე და ხარიტონი ქართულად შევექცევით. ლაპარაკი ჩამოვარდა გოეთეზე. გრიგოლს ხარიტონმა უპასუხა, რომ გოეთე იყო მატერიალისტი. პასუხი – ჩაიხედე შიგ. სად უნდა ჩავიხედო გოეთეში, ზეპირად ვიცი!.. დილის პირველ საათზე რომ გავიყარენით, გრიგოლმა მითხრა: სანდრო! აკვირდები ხარიტონს, როგორი მანერები აქვს, კინოში გამოდგება. ბევრი რაიმე არ იცის, მაგრამ ძლიერ ნიჭიერი არის.
მე მეორე დღეს გრიგოლს ვთხოვე მანქანით გასეირნება. ამ დროს ხარიტონიც მოვიდა და ვთხოვეთ, საითმე გაგვესეირნა. – „ვიცი ერთი მებაღე ჟენევის
გარეუბანში, რომლის ბაღში ყოველ ნაირი ჯიშის ხე არის და ქართულიც – ძელქვა, რომელიც შენ გიყვარს, გრიგოლ?!“. წავედით. მივედით მებაღესთან და
ნებართვა ვთხოვეთ მისი ბაღი დაგვეთვალიერებინა! სიამოვნებით დაგვრთო ნება და შევუდექით ძელქვის ძებნას. მართლაც ვიპოვნეთ. როგორც მახსოვს ბაღის შესავალ კარებში მარჯვენა მხარეს. კარგა ხანს დავრჩით მის ძირში და შემდეგ შინ მოვბრუნდით. გრიგოლის სამზარეულო ოთახში ვსაუბრობდით სხვადასხვა ლიტერატურულ თემებზე. შევეკითხე: თუ აქვს დაწერილი ავტობიოგრაფია და ან თუ აპირებს დაწერას? მიპასუხა, არ მაქვს და არც ვაპირებ. ჩემი პასუხი – რატომ? – „სანდრო, ვსწავლობდი ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. ტიფით გავხდი ავად, სიცხე მაქვს, გრძნობა სრულიად დავკარგე. აცნობეს მამაჩემს. რასაკვირველია, სასწრაფოდ ჩამოსულა ქუთაისში ბიძაჩემთან ერთად. წამოუღიათ არაყი. სასწავლებლის დარაჯს სთხოვეს ჩემი ნახვა. დარაჯმა ნება არ დართო (როგორც მერე მიამბეს) დაათვრეს დარაჯი, მომიპარეს შკოლიდან, დაკრეს კურტნიას ცხენზე და გამოუდგნენ გზას ჩხარისკენ. ქუთაისი გადმოსჭრეს, გადავიდნენ მდინარე წყალწითელაზე. გამოიარეს ნახშირა ღელე. მე სრულიად სიცხემ გამიარა, გამოვფხიზლდი, მეორე დღეს ჩემს სახლში ცეცხლის პირას ვიჯექი. ახლა ეს რომ დავწერო, ვინ დაიჯერებს? მეორე შემთხვევა: წლის დასრულებისას გამოცდები გვქონდა, რომელსაც ესწრებოდა „ინსპექტორი“, ვუამბე ჩემებურად. „ინსპექტორი“ განცვიფრდა და სთქვა: თავის მასწავლებელზე გაცილებით უკეთ იცის!.. ეს არ უნდა ეთქვა, მაგრამ ჩემთვის როგორი წამახალისებელი არის!.. მესამე შემთხვევა: გაკვეთილი გვაქვს ფილოსოფიაში კანტზე. მე კანტი არ წამეკითხა იმ დროს, მაგრამ მასწავლებელი რასაც კითხულობდა, მე ყველაფერი ვიცოდი! საიდან, როგორ! ახლაც არ მესმის“. მერე დაუმატა: „რაღაც იყო ჩემში შინაგან შეუცნობლად!“

მეორე დღე გათენდა. გრიგოლმა კარგ ხასიათზე გამოიღვიძა. სანდრო, „ფოსტაში“ წავიდეთ. სხვათა შორის, განუწყვეტლივ დიდი მიწერ-მოწერა ჰქონდა სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით, გერმანიაში. სანამ დაწერილ ბარათებს ჯიბეში ჩაიდებდა, მისამართებს დახედა, რომ შეცდომა ხომ არ დაუშვა. ძირს ჩავედით, კიდევ ამოიღო და დახედა. შემდეგ ფოსტაში მივედით, სანამ მარკებს დააწებებდა, კიდევ ერთხელ გადახედა. ამით ის მინდა ვთქვა, რომ როგორ სიფრთხილით ეპყრობოდა ყველაფერს. ვისაც მისი შემოქმედება თუ კერძო წერილები გადაუკითხავს, ეს ყველაფერი ჩანს. დააკვირდით მის გამართულ წინადადებებს – გეგონებათ გრდემლზე არის გაკვერილი: სიტყვას გადასვამ? წინადადება სრულიად დაიშლება. მის სიტყვებს მის წინადადებებში აქვს მიჩნეული თავისი ადგილი. უკეთესი მოუნახო, ყოვლად შეუძლებელია. ერთ დღეს ვთხოვე, სადმე გავისეირნოთ: თეატრში, სინემაში, თუ სადმე „ვარიეტეში“. მითხრა, ცირკში წავიდეთ. ბავშვობიდან მიყვარს და ახლაც ძლიერ მიყვარსო. სხვადასხვა ნომრებთან ერთად, გვაჩვენეს ლომებისა და ვეფხვების ნომერიც. გრიგოლმა მითხრა: აი, ადამიანის გენია – ამათი ასე გაწრთვნა!.. ეს ცირკის ბილეთები ახლაც შემონახული მაქვს განსვენებულის მოსაგონებლად...
...19 ნოემბერს კონსტანტინე სალიამ დამირეკა: სანდრო, ძლიერ ცუდი ამბავი – გრიგოლი გარდაიცვალაო. მე, სალია და მისი მეუღლე ნინა დავტრიალდით. 20-ში საღამოს ნოემბერში ავიღეთ მატარებლის ბილეთები და გავემგზავრეთ ჟენევაში. 23 ნოემბერს ჟენევის ერთ გარეუბნის სასაფლაოზე დავასაფლავეთ... დასაფლავების შემდეგ, ჟენევაში მცხოვრებ ქართველებთან ერთად მე და კალე და ნინო სალიებს გვქონდა საუბარი გრიგოლ რობაქიძის მემკვიდრეობის შესახებ და როგორც მე მის ნათესავს, ყველამ გადასწყვიტა, გამოვცხადებულიყავი იქაურ მთავრობასთან, როგორც ერთადერთი ნათესავი საზღვარგარეთ და მომეთხოვა მისი მემკვიდრეობა. მართლაც ასე მოვიქეცით. გამომყვნენ კალე სალია, ნინო სალია, ჩხოტუა და მაყაშვილი. გამოვცხადდით ჟენევის პოლიციაში, წითელ ჯვარში და ყველა ჩემმა თანმხლებმა დაადასტურეს, რომ მე ვარ მისი ნათესავი და თუ მემკვიდრეობა არის მისაღები, მეკუთვნის მე... განსვენებულ გრიგოლს სიმდიდრე და ქონება არა ჰქონდა, მხოლოდ მისი ნაწერები, პირადად ჩემთვის და ყოველი ქართველისათვის არის და იქნება დიდი საგანძური. ამ გადაწყვეტილებით მოვბრუნდით პარიზში.
მაგრამ წარმოიდგინეთ, რა მოხდა ამ ხნის განმავლობაში (არიან ადამიანები, რომლებიც უკუღმართად იბადებიან ამქვეყნად. სწორედ ამ კატეგორიის ადამიანებს ეკუთვნის კ. სალია). სალიამ მიაწერია ჟენევაში 8 ადამიანს – გრიგოლ რობაქიძის ნაწერები ეკუთვნის უფრო „ბედი ქართლისას”. ამ, ასე ვთქვათ, კულისებიდან მიწერილმა ისე გაართულა მდგომარეობა, რომ მთელი საქართველოს საქმეში ჩარევაც ვერაფერს უშველიდა.