კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 მოსაფრთხილებელი დიქტატორი?!

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  მოგეხსენებათ, დასავლეთი არ აღიარებს ბელარუსის არჩევნების შედეგს, მაგრამ ალექსანდრ ლუკაშენკომ ინაუგურაცია უკვე ჩაატარა და საქმესაც შეუდგა საპრეზიდენტო სავარძელში (მეტიც, პრ. პუტინთან ერთად ყარაბაღში გაჩაღებულ ომზეც უმსჯელია). მართალია, ეს ამბავი ასე უმტკივნეულოდ ვერ გაგრძელდება, თუმცა ლუკაშენკოს ჩამოგდებაც არ იქნება იოლი.
  ასე იქნება თუ ისე, ევროკავშირის ქვეყნებმა შეათანხმეს სია ბელარუსის წინააღმდეგ და მასში 40-მდე პირია, რომლებსაც სანქციები დაუწესდებათ, თუმცა იმ სიაში ლუკაშენკო არ არის.
  საფრანგეთის პრეზიდენტმა განმარტა, არ არის, რადგან ეს ხელს შეუშლიდა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ლუკაშენკოს მონაწილეობასო, მაგრამ, თუ ვერ შეძლებს თავის ხალხთან მოლაპარაკებას, აი, მაშინ სიაში ადგილი გარანტირებული ექნებაო.
  გუმანი მკარნახობს, რომ განა ლუკაშენკოს, უფრო პუტინს უფრთხიან, გნებავთ, ეფერებიან და იქნებ, ასეც სჯობს, რაკი სიფრთხილეს თავი არ სტკივა და ზოგჯერ თქმითაც დაშავდების, მაგრამ მაინც უსიამოვნოა, რაკი უვარგისი შლეგი არ ხარ, შენ რომ მისხალზე გედავებიან.

скачать dle 11.3