კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 მშვიდობის მტრედები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ უკენჭო ობლები

  მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება, თუმცა რაღა დაპირისპირება – ომი გრძელდება და ჯერჯერობით არც გამოკვეთილა, რით დასრულდება (ჩვეულად დროებითი ზავით თუ აზერბაიჯანი შეძლებს მთიანი ყარაბაღის ავტონომიის ტერიტორიის თუ არა საკუთრივ აზერბაიჯანის კუთვნილი 7 რაიონის ნაწილის დაბრუნებას მაინც). სიახლე ისაა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, როგორც იქნა, მხარეებს მოსალაპარაკებელ ადგილად თბილისი შესთავაზა, რაც თავისთავადაა კარგი, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა ჩაურევლობა და საკუთარ ტერიტორიაზე სომეხ და აზერბაიჯანელ თანამემამულეთა დაპირისპირების არდაშვებაა.
  ჩემი აზრით, იმას გარდა, რომ სომხეთს დამატებითი ტერიტორია სურს, აზერბაიჯანს კი, რაც სსრკ-ის დაშლის მომენტისთვის მის საზღვრებში შედიოდა, იმ ტერიტორიის დაბრუნება, ამ ომში რუსეთი და თურქეთიც უპირისპირდებიან ერთმანეთს, სწორედ, ბაქოსა და ერევნის ხელებით. ამასობაში, ანუ, როდესაც რფ ნეიტრალურ განცხადებებს აკეთებს: ცეცხლი შეწყვიტეთო, ოფიციალურმა ანკარამ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებმა აზრი დაკარგა და ყარაბაღის პრობლემა ძირფესვიანად უნდა გადაიჭრას (თუ გავითვალისწინებთ, რომ თურქეთი აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირეა, სავარაუდოდ, ანკარა გულისხმობს ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის დაბრუნებას) და ზოგიერთი თურქი პოლიტიკოსი იმასაც ამატებს, რომ სომხეთის თავდასხმას აზერბაიჯანზე თურქეთზე თავდასხმად განიხილავს. თავის მხრივ, სომხეთი ამტკიცებს, რომ საკუთრივ სომხეთის ტერიტორიას, მათ შორის, თურქული გამანადგურებელიც ბომბავდა.
  მართალია, სომხეთს ჯერჯერობით არ მიუმართავს „ოდეკაბესთვის“, რომელსაც, ასევე, აქვს ვალდებულება, განიხილოს სომხეთზე თავდასხმა (თუ ასეთი რამ მოხდება), თავის თავზე თავდასხმად, მაგრამ ჭკუასუსტიც კი მიხვდება, რომ სომხეთის მოკავშირეები ძალზე დუნედ რეაგირებენ სომხეთის სასარგებლოდ (ყოველ შემთხვევაში ხილულად).
  და თუმცა მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ცხადია, რეგიონში მხოლოდ მშვიდობას ვისურვებთ, ნათელია ისიც, რომ, საკუთრივ ჩვენ (ჯვარი გვწერია და), ამ დედამიწაზე ერთი მოკავშირე უცხო კენჭიც კი არ გაგვაჩნია, რომელიც ჩვენ დასაცავად გაისვრის.

скачать dle 11.3