კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 როგორ შეეგუა მირიან ნიკოლაძის ახირებულ ხასიათს ოჯახი და რატომ თქვა მან დაცვაზე უარი საფრთხის მიუხედავად

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  წარსულში პრიკურორის და დღეს ადვოკატის, მირიან ნიკოლაძის ცხოვრება რადიკალური ნაბიჯებითა და მწვავე შედეგებით გამოირჩევა. როგორც ამბობს, მისი ხასიათის ადამიანისთვის სხვანაირად წარმოუდგენელია.
  მირიან ნიკოლაძე: არ მინდოდა, ჩემი მომავლის სისხლის სამართლის სპეციალიზაციით დაგეგმვა, სამართლის ფილოსოფია უფრო მომწონდა, მაგრამ ზოგჯერ განგება ჩვენ არაფერს გვეკითხება და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მალევე მოვხვდი საქართველოს გენერალური პროკურატურის ცენტრალურ აპარატში. თავიდან პრესსამსახურის თანამშრომელი ვიყავი, შემდეგ – პრესსამსახურის ხელმძღვანელი, შემდეგ – გამომძიებელი და ბოლოს პროკურორი გავხდი. 2003 წლის ბოლოს, რევოლუციიდან ერთი წლის თავზე, ჩავთვალე, რომ მე იმ ადამიანებთან საერთო არაფერი მქონდა. პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი არ ვიყავი და ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა, როგორც ჩემთვის, ასევე მათთვის. არ ვარ ის ადამიანი, ვინმეს რამე დავუთმო. ამიტომ, დავწერე განცხადება ნებაყოფლობით და წამოვედი. ავირჩიე თავისუფალი პროფესია და დღემდე ვარ სისხლის სამართლის ადვოკატი.
– ორი ხელისუფლება გამოიცვალეთ. პირველი პერიოდი იყავით ნაციონალებთან ერთად, შემდეგ – „ოცნებასთან“, მაგრამ ორივე შემთხვევაში მალე დაიშალეთ. პირველის მიზეზი თქვით. მეორედ რა არ აეწყო?
– პროკურატურა აპოლიტიკური უწყებაა და სრულიად არ ვფიქრობდი, რომ ნაციონალების შემსრულებელი უნდა ვყოფილიყავი. რევოლუციის შემდეგ მხოლოდ ათი თვე გავაგრძელე სისტემაში მუშაობა. მანამდეც დავწერე ორჯერ განცხადება, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც თანამდებობებზე იყვნენ, ძალიან მთხოვეს მემუშავა და რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. მეც დავრჩი კიდევ ოთხი თვე, მაგრამ მაინც მივიღე ეს გადაწყვეტილება. შემდეგ აქტიურად ვაპროტესტებდი ნაციონალების ნაბიჯებს. 2005 წლიდან „კონსერვატიული პარტიის“ იურიდიული სამსახურის უფროსი გავხდი, შემდეგ – გენერალური მდივანი, მთელი რვა წელი სხვადასხვა პარტიაში ვიყავი, ჩემთვის პარტიულ კუთვნილებას არ ჰქონდა მნიშვნელობა. მთავარი იყო, ის ხელისუფლება მოგვეცილებინა. ბევრ ადამიანთან ერთად, ვიყავი „ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, როდესაც ის ხელისუფლება გავაძევეთ და ახალი მოვიდა, დავინახე, რომ ახალმა ხელისუფლებამ დაპირებები არ შეასრულა და ორ წელიწადში გადავწყვიტე, რომ დამეტოვებინა პარტია. უამრავი სისულელე მოხდა იმ ორ წელიწადში, მაგრამ როდესაც პოლიტიკურ გუნდს გულშემატკივრობ, თავიდან იტან და იმედი გაქვს, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრად რომ ჭიკაიძე დავინახე, ეს ბოლო აკორდი იყო. ადამიანები, რომლებიც ჩვენ მიტინგებზე გვარბევდნენ და ათას უბედურებაზე იყვნენ წამსვლელები, ყველაზე დაწინაურებულები აღმოჩდნენ. მინისტრი გახდა კაცი, რომელიც ამ თვალსაზრისით აქტიური იყო. ეს იმდენად ამაზრზენი იყო, მივხვდი, იმ გუნდთან ვეღარ ვიქნებოდი. ექვსი წელია, მათთან კონტაქტი არ მქონია. თუმცა ჩემი მეგობრების წყალობით, რომლებიც წამყვან პოზიციებზე იყვნენ, რამდენჯერმე დაასახელეს ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარულ ოლქში და რა თქმა უნდა, პროცესები ჩაიშალა, მირიან ნიკოლაძისნაირი ადამიანი  ყველასთვის და ყველგან პრობლემაა.
– ადვოკატის პროფესიით არაერთი ადამიანის ინტერესი დაგიცავთ და ამ დროს, ცოტა ხნის წინ დიდი ტრაგედია მოხდა თქვენს ოჯახში. სამართლებრივი თვალსაზრისით ამაზე ბევრი ითქვა. ემოციურად შევაფასოთ.
– გიორგის  (გიორგი შაქარაშვული) არარსებობის ფონზე ყველაფერი ზედაპირულია, როდესაც ოჯახი შვილს კარგავს, რა მნიშვნელობა აქვს, ბიძაშვილისაა თუ საკუთარი, ჩვენ ძალიან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს და გიორგის უფროს მეგობრად ვყავდი, ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა. ის, რაც შემდეგ „მთავარმა არხმა“ მოაწყო – ამ თემის პოლიტიზირების მცდელობა და ბრალდებები ჩვენი მისამართით, ყველაფერს გასცდა. იმიტომ, რომ მე გარდაცვლილი ბავშვის თემა არ გავხადე ქუჩაში გამოსვლისა და არეულობის საფუძველი. რომ მეკითხებიან: მირიან, როგორ გაუძელი ამხელა წნეხს და ლანძღვასო, მეცინება. ეს ჩემთვის ძალიან ზედაპირული მოვლენა იყო. ხალხო, ბავშვი აღარ გვყავდა და „მთავარ არხზე“ ჩემზე კარგს იტყოდნენ თუ ცუდს, ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა?! ეს სიბინძურის ნიაღვარი ჩემი განცდის ნაწილი ვერ გახდა. მათი ფანატიკოსების კომენტარებსაც არ ვკითხულობდი. თუმცა, ჩემს მეგობრებს უღალატა ნერვებმა, ვეღარ გავაჩერე და თურმე, ერთი ოცი ძმაკაცი შედის და საპასუხოდ, ამათ ლანძღავს. მათ კარგად იცოდნენ, რომ მე მთელი ჩემი ცხოვრება პრინციპებს შევწირე და ნებისმიერი თვალსაზრისით ამის გამო უკან დავიხიე. როდესაც ასეთ ადამიანს უცებ ვიღაც ლანძღავს და აბრალებს იმას, რისი წინააღმდეგიც მთელი თავის შეგნებული ცხოვრება იყო, რთულია შეგუება. მათ ადგილას მეც იგივე რეაქცია მექნებოდა. ამიტომ მოხდა ეს ჯახი, პირდაპირ გეტყვით, ომი ჰქონდათ. მაგრამ მე სხვა რამემ მომსპო და გამანადგურა, ეს ჩემთვის მეცხრეხარისხოვანი იყო. მე ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა მოვიგეთ და ამას საზოგადოებასთან ურთიერთობაში ყოველდღიურად ვგრძნობ. მათგან უდიდესი მხარდაჭერა მოდის.
– შვილებს რა რეაქცია ჰქონდათ ამ კომენტარებზე?
– ჩემთვის ეს დიდი მოულოდნელობა იყო. ჩემმა მეგობარმა მითხრა, მირიან, იოანე, რომელიც 16 წლისაა, როგორ უყურებს ამ ამბებსო და მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ამ ყველაფერს არ კითხულობდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ყველა გადაცემა ნანახი ჰქონდა და ყველა კომენტარი წაკითხული. ძალიან ფაქიზი ასაკი აქვს და მამაზე რომ ასეთ რამეს ისმენ, შეიძლება, გაბოროტდე ადამიანი. შენ ხომ იცი, რომ ეს ფანატიკოსების წრეა-მეთქი, ვუთხარი და მისი რეაქციებიდან და საუბრიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ არ ღელავდა და ამ ყველაფერს დამკვირვებლის თვალით უყურებდა. იმედია, არ ვცდები. ყველაზე დიდი პარადოქსი ისაა, რომ შენ თვითონ გაუბედურებულს გადანაშაულებენ შენსავე ტრაგედიაში. ადამიანი შენივე სიბინძურის შესაბამისად აფასებ სხვას. კაცი რომ კაცზე იტყვის, ბავშვი გაყიდა და ვიღაცას მიეყიდაო, ვერ დამაჯერებთ, რომ მას თავად არ შეუძლია ამ სიბინძურის გაკეთება.
– ზოგადად, როგორ უყურებს თქვენი ოჯახი იმას, რაც თქვენს საზოგადოებრივ აქტიურობას მოჰყვება ხოლმე?
– გამიმართლა, ღვთის მადლით – ჩემი მეუღლე სიმშვიდის განსახიერებაა. არ მიწევს მისი დამშვიდება, ერთნაირი ხედვით მოვდივართ. თუმცა, მშობლები ძალიან ნერვიულობდნენ, განსაკუთრებით, დედაჩემი, რომელიც ძალიან ემოციურია. მაგრამ ეს წნეხი ჩვენთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მთელი უბედურება და სატკივარი, რომელმაც ყველაფერი შეგვიცვალა, გიორგის ასეთი მხეცური მკვლელობა იყო. სხვა ყველაფერს გავუმკლავდით.
ზოგადად, როგორც დედა ამბობს, ექვსი წლის შემდეგ უმართავი ვყოფილვარ. რვაწლიანი აქტიურობის ფონზე საფრთხე დიდი იყო. იცით, მაშინ ადამიანებს ფიზიკურად აქრობდნენ, მაგრამ დედამ რომ იცის, შვილი რა პრინციპებით აღზარდა, მერე ეგუება იმას, რომ ამ ადამიანს შეუძლია საკუთარი სიცოცხლეც იდეას შესწიროს, ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე და ამის გამო საკუთარ თავზე ლეგენდა არ უნდა შეთხზა. არაფერი განსაკუთრებული ამაში არაა. გახსოვთ ღია მუქარები ჩემს მიმართ ბოლო პერიოდში, სამართალდამცავებიც თვლიდნენ, რომ დაცვა მჭირდებოდა და გამეცინა. რვა წელი სისტემა დამდევდა, მუქარა არ ყოფილა, მაგრამ მე ხომ ვგრძნობდი, რომ მათთვის იმდენად მიუღებელი ვიყავი, შეიძლებოდა, ნებისმიერ მომენტში გავემეტებინე. მაშინ არ მიფიქრია ამაზე და ახლა რა დაცვა მჭირდებოდა?! წამებულის ლეგენდა არ უნდა შექმნა საკუთარი თავისგან. ღმერთის წინაშე უნდა იყო მართალი და სხვა ყველაფერი სულერთია.
– თქვენი და მეუღლის ისტორია როგორია?
– მეუღლე პროფესიით პედიატრია. ჩემი დის ჯგუფელი იყო სამედიცინო უნივერსიტეტში და მისგან გავიცანი. შეგვიყვარდა ერთმანეთი და ოჯახი შევქმენით. დღეს ფარმაცევტულ ქსელებში ტრენერად მუშაობს. ორი შვილი გვყავს – 16 წლის იოანე და 10 წლის ბარბარე.
– როგორი მეოჯახე ხართ?
– სამართლიანობის შეგრძნებას არც ოჯახში ვკარგავ. იოანესთან მიმართებაშიც იყო რაღაც პრობლემები, შვილები ყვებიან ყველაფერს და ვაფასებთ მათ ქმედებებს – სწორი იყო თუ არასწორი. ყველაფერს თავის სახელს ვარქმევთ. როცა ადამიანი გიყვარს, ბევრ რამეს არ აქცევ ყურადღებას, მაგრამ ოჯახურ ცხოვრებაში ბევრი რამ ამოდის ზედაპირზე და თუ ცოლ-ქმარს შორის ღირებულებითი თანხვედრა და თანაბარი განვითარება არაა, ძალიან რთულად იქნება საქმე. ბავშვებთან მიმართებაში ჩემი და მეუღლის მიდგომები ძალიან იდენტურია. ბედნიერი ადამიანი ვარ ამის გამო, იმიტომ, რომ ბავშვის აღზრდა ხელოვნებათა ხელოვნებაა. ძალიან ფაქიზი მიდგომაა საჭირო. ახირებულობასა და თავაშვებულობისკენ არ უნდა უბიძგო. მინდა, ჩემი შვილები თავისუფალი ადამიანები იყვნენ და ცხოვრებაში არაფერი მიაჩუმათონ, პირიქით, სიმართლეს ჩახედონ თვალებში.
– მეუღლეში გამიმართლაო. თვითონ რას ამბობს თქვენი ცხოვრების სირთულეებიდან გამომდინარე?
– ცოტა ახირებული კაცი ვიყავი. ასეთი მეამბოხეობა მისნაირი მშვიდი ადამიანისთვის არაა მისაღები. დედის გადმოსახედიდან, რომელიც შვილებს ზედ ეფოფინება, გადარეული ქმარი, რომელიც პოლიტიკურ საფრთხეებს ქმნის, არა არის მარტივი შესაგუებელი და ამაზე გვისაუბრია. თუმცა, არა მხოლოდ. ბიზნესთან მიმართებაშიც ჩემი მიდგომები მაქვს. მეღვინეობა-მევენახეობის დარგი ძირფესვიანად შევისწავლე და წიგნი გამოვეცი. ბაბუისეულ მეურნეობას ჩავუდექი სათავეში. მეუღლეს მიაჩნდა, რომ მარნის გაკეთება და ამაში ბოლო რესურსის ჩადება არასწორია. ადვოკატი თუ პატიოსნად მუშაობს, რა უნდა ჰქონდეს, საშუალო მცხოვრებია და მარანი არ ითხოვდა პატარა სახსრებს. იქნებ, სხვა რამე გაგეკეთებინაო, მეუბნებოდა, რადგან ფიზიკურად ვერ შევძლებდი რაიონში ყოფნას. მაგრამ ბოლოს შეეგუა ჩემს ახირებულობას, რომ ვიტყვი, ეს უნდა გაკეთდეს, ესე იგი, უნდა გაკეთდეს.

скачать dle 11.3