კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რით უნდა, რომ დაემსგავსოს დედამთილს ეკა ბესელიას რძალი და რა წარმოდგენა შეეცვალა მას მომავალი მეუღლის გაცნობის შემდეგ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ეკა ბესელიას ვაჟი რატი მილორავა ქეთი ყრუაშვილზე დაქორწინდა. ქორწინების ოფიციალურად გაფორმება პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ჯერ ვერ მოახერხეს, თუმცა ულამაზესი ნიშნობა გამართეს და ოჯახური ცხოვრება დაიწყეს.
  ქეთი ყრუაშვილი: მე და რატი თანამშრომლები ვიყავით. ერთმანეთი სამსახურში გავიცანით. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში ვმუშაობდით ერთად. სამი წლის წინ ორივემ სტაჟირებით დავიწყეთ. თავიდან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვმეგობრობდით და მერე ეს ურთიერთობა სხვა გრძნობაში გადაიზარდა. შეიძლება, თავიდანვე იყო რაღაც, სხვა შემთხვევაში, ასე ახლო მეგობრები არ ვიქნებოდით. პირველად რატი გამომიტყდა სიყვარულში. ორ წელიწადზე მეტხანს ვიყავით შეყვარებულები.
– დაქორწინების გადაწყვეტილება როგორ მიიღეთ?
– ყველა ამპლუაში გამოვცადეთ ერთმანეთი და გადავწყვიტეთ, უფრო სერიოზული ნაბიჯი გადაგვედგა და მთელი ცხოვრება ერთად გაგვეტარებინა. ვიცოდით, რომ ჩვენი ურთიერთობის საბოლოო მიზანი ოჯახის შექმნა იქნებოდა, მაგრამ ხელის თხოვნა ცოტა მოულოდნელი იყო. პანდემიიდან გამომდინარე, ასე მალე არ ველოდი ამას. ყველაფერს უფრო გრანდიოზულად ვგეგმავდით, მაგრამ ახლა რეგულაციების გამო, შეზღუდულები ვიყავით.
– ხელი როგორ გთხოვა?
– პირველი პაემანი სადაც გვქონდა, იმ ადგილას ძალიან ახლო ადამიანები ვიყავით და მოულოდნელად ხელი მთხოვა (იცინის). ეს ჩვენი ურთიერთობის ლოგიკური განვითარება იყო.
– როგორი ადამიანია რატი?
– დაუჯერებლად კარგი ადამიანია. მართლა მჯერა, რომ ობიექტური ვარ მის შეფასებაში. ძალიან წრფელი და უკარგესი გული აქვს და ჩემთვის ესაა ყველაზე მთავარი. ძალიან კარგად შეუძლია ადამიანის გვერდით დგომა და ალბათ, ამ ყველაფერმა გამოიწვია ჩემი მისდამი სიყვარული.
– რომ გაიგე, ვისი შვილი იყო, რა რეაქცია გქონდა?
– ისე გამოვიდა, რომ თავიდანვე ორივემ ვიცოდით ერთმანეთის შესახებ. ერთ ოთახში ვმუშაობდით და სხვანაირად გამორიცხული იყო. ის შეხედულება, რაც თავიდან რატიზე მქონდა, როგორც უმეტესობას, თუნდაც მედიიდან გამომდინარე და იმის გამო, რომ ბევრ რამეში ჩემი რატი ძალიან დამიჩაგრეს, სრულიად შემეცვალა. რა თქმა უნდა, რთულია, როცა ცნობილი ადამიანის შვილი ხარ, მაგრამ ვინც მას პირადად იცნობს, ყველა მეუბნება, ვერც წარმოგვედგინა, თუ ამდენად განსხვავებული ადამიანი იყოო. ჯერ მე დავიწყე მუშაობა და მალევე მოვიდა რატიც. სამსახურში მართლა ყველას უკვირდა, სხვას ელოდნენ და სხვა ადამიანი გაიცნეს.
– პირადად არაა აქტიური, მაგრამ ბუნებრივია, ყურადღების ცენტრშია.
– არ უყვარს საჯაროდ გამოჩენა, არც – მე. არც სოციალურ ქსელებში ვართ მაინცდამაინც აქტიურები. ძალიან მოკრძალებულად ვცხოვრობთ, ალბათ, ყველას სხვანაირი წარმოდგენა აქვს. საკუთარი თავის განვითარებაზე ძალიან ბევრს ვმუშაობთ და მედიასაშუალებებს თუ სოციალურ ქსელს გავურბივართ. სამსახურში თავიდან მეტოქეებივით მივიჩნევდით ერთმანეთს, რადგან ორივე სტაჟიორი ვიყავით (იცინის). ალბათ, რატი უფრო ყურადღების ცენტრში იყო და ამის გამო მე ცოტა რაღაცნაირი მომენტი მქონდა, რატის – არა (იცინის). ერთადერთ გადაცემაში მიიღო მონაწილეობა და ისიც მერე ვნახე, როცა გავიცანი. რა თქმა უნდა, ვიცოდი, ვინ იყო და ვისი შვილი, მაგრამ რაღაცებს რომ აბრალებდნენ და ასე შემდეგ – არა. რეალურად გავიგე, რომ მართლა ძალიან დიდი განსაცდელები აქვს გამოვლილი. ხალხი, ალბათ, ვერც დაიჯერებს. შეიძლება, ყველას ჰგონია, რომ მისთვის უფრო მარტივია ცხოვრება, არადა – პირიქით. როდესაც ასეთი ძლიერი და ცნობილი დედა გყავს, უფრო რთულია. დროთა განმავლობაში რომ ვიგებდი, რამდენად რთული ცხოვრება ჰქონდა გავლილი და მაინც ასეთი გულის ადამიანად დარჩა, ძალიან დავაფასე. ასეთ დროს შეიძლება, ადამიანი გაბოროტდე, რატი, ამ მხრივ, ყველაზე სუფთა ადამიანია და ჩემი სიყვარულის მთავარი მიზეზი ესაა.
– ქალბატონ ეკას ძალიან მკაცრი ქალის იმიჯი აქვს. ცოტა არ გეშინოდა, არ ნერვიულობდი, როცა მისი გაცნობის დრო ახლოვდებოდა?
– ისე დაემთხვა, რომ საკმაოდ მალე გავიცანი. თავიდან მქონდა რიდი, შეიძლება, ოდნავ შიშიც. 20 წლის ვიყავი და ასაკმაც იქონია გავლენა. მაგრამ რომ გავიცანი, საერთოდ შემეცვალა შეხედულებები. სულ სხვა ადამიანი აღმოჩნდა. მისი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან ძლიერი და წარმატებული ადამიანია, შორიდან ბევრი რამ შეიძლება, მარტივი ჩანს, მაგრამ მე მასავით შრომისმოყვარე ადამიანს არ ვიცნობ. სულ ვეუბნები, შრომისმოყვარეობით და გამბედაობით უნდა დაგემსგავსოთ-მეთქი (იცინის).
– როგორ მიგიღო, როგორ აეწყო თქვენი ურთიერთობა?
– თავიდანვე იმდენად თბილად მიმიღო, ცოტა გაკვირვებული ვიყავი, არ ველოდი. დღეს თამამად ვამბობ, მე ხომ საოცრად მიყვარს, მაგრამ მისგანაც ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ. მართლა შვილივით ვყავარ და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ექვსი წლის ვიყავი, როდესაც დედა გარდამეცვალა და ეკასგან დედის სითბოს ვგრძნობ, რაც ძალიან გულისამაჩუყებელია. სამწუხაროდ, ორი წლის წინ მამაც დამეღუპა და ამიტომ, მისი ჩემდამი დამოკიდებულება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ალბათ, ყველამ იცის, რამდენად სამართლიანი ადამიანია და არ მახსოვს მისგან რამე მწყენოდა. გულს არასდროს გატკენს, თან, ძალიან თბილია და ეკრანიდან ვინც იცნობს, ამას ვერც წარმოიდგენს.
– თანაცხოვრება როგორი აღმოჩნდა?
– ჯერ ახალი დაწყებულია ეს ყველაფერი და თამამად ვერ ვისაუბრებ ამაზე, მაგრამ ერთ რამეში ორივე დარწმუნებულები ვართ, რომ ამბობენ, მეორე ნახევარი არსებობსო, მგონია, რომ ჩვენ სწორად ვიპოვეთ ერთმანეთი. მთავარია, სიყვარული, ურთიერთგაგება და პატივისცემა, თუ ეს არის, ყოველდღიური წვრილმანები მოგვარებადია.
– რატი რას ამბობს შენზე, რით მიიქციე მისი ყურადღება?
– ალბათ, ძალიან ხმაურიანი ვარ და ამით (იცინის). თან სულ ვიცინი. რატი ძალიან დაკვირვებული ადამიანია. შეიძლება, ძალიან დიდი ხანი ჩუმად იყოს და გგონია, რომ ყურადღებას არ გაქცევს, თავის ფიქრებშია, მერე კი ხვდები, რომ თურმე, ყველა დეტალს აკვირდებოდა. ურთიერთობა რომ დავიწყეთ, აღმოვაჩინე, რომ ყველა ჩემი სიტყვა და ქმედება ახსოვდა (იცინის).

скачать dle 11.3