კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 ნინუცა მაყაშვილი: ჩემი გათხოვება მწარე გაკვეთილი და გამოცდილება იყო

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მართალია, მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა თეატრი დატოვა, თუმცა, მას მაყურებელთან კონტაქტი არ შეუწყვეტია და ტელეეთერიდან, ამინდის პროგნოზს გვამცნობს. ამბობს, რომ საკმაო გამოცდილება მიიღო პირად ცხოვრებაში და ამიტომ, მეორედ დაოჯახებას არ ჩქარობს.
  ნინუცა მაყაშვილი: მეოცნებე ბავშვი ვიყავი და მეოცნებეობა, დღემდე გამომყვა. ალბათ, ვისაც ფანტაზიის უნარი აქვს, ყველა  ადამიანი მეოცნებეა. სხვათა შორის, ბავშვობაში, „სტაკანჩიკი“ ნაყინების ქარხანაში მინდოდა მუშაობა და სიმართლე რომ გითხრათ, არც ახლა ვიტყოდი უარს, ვიმუშავებდი (იცინის). ვარდისფერი სამყაროებისთვის ახლა დიდი ვარ, მაგრამ როცა გინდა, მწარე რეალობას მოსწყდე, იგონებ შენს სამყაროს, იქ იკეტები და ისვენებ ყველაფრისგან და ყველასგან. ანუ, ვწყდები რეალობას, ჩემს სამყაროში ვხვდები და ვიკეტები.
– ასეთი მოწყდომა სამყაროსგან ხშირად გაქვს?
– კი, ძალიან. ხშირად, ერთადერთი ხსნა, სწორედ, სამყაროსგან მოწყვეტაა, როცა გადატვირთულ, ნეგატივით სავსე ყოფაში გიწევს ცხოვრება. ეს მეხმარება, გავექცე ყოველდღიურ სტრესს და დაძაბულობას. დიდ ოჯახში ვცხოვრობ, სადაც სულ ხმაური და სტუმრიანობაა და იმის ფუფუნება, რომ დაღლილი მივიდე, წამოვწვე და სერიალებს ვუყურო, ნამდვილად არ მაქვს. მოკლედ, არაფრის კეთება მენატრება. ისედაც, ბუნებით ზარმაცი ვარ და ხანდახან, არაფრის კეთების ხასიათზეც რომ ვარ, ამის ფუფუნება არ მაქვს (იცინის). ბავშვობაში ყოველდღიური საზრუნავი არ გაქვს და ვარდისფერში უყურებ სამყაროს, მაგრამ სამწუხაროდ, იზრდები და ირგვლივ ფერები იცვლება, ეჯახები რეალობას. თუმცა, არასოდეს ვყოფილვარ შეზღუდული, ოჯახში არაფერს მიკრძალავდნენ. აკრძალვები არ მქონია, თუმცა, სულ იცოდნენ, სად ვიყავი და ვისთან. ის მომენტი, რომ ერთ დღესაც გავიღვიძე და ვთქვი – უკვე გავიზარდე და ზრდასრული ვარ-მეთქი, არ მქონია. თავისთავად, ნელ-ნელა შევედი რეალობაში, გავიზარდე და ვალდებულებები მომემატა.
– ალბათ, ვალდებულებებსა და გაზრდაში იმასაც გულისხმობ, რომ ადრეულ ასაკში გათხოვდი, გაჰყევი მსახიობ ბესო ზანგურს და ბავშვის დაბადებიდან, მალევე გაშორდი. ეს იყო სიყვარული, გატაცება თუ ვნება?
– 19 წლის ასაკში გავთხოვდი. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და იმ მომენტში რაც მინდა და როგორც მინდა, ისე ვიქცევი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმპულსური ვარ და თავქარიანი. უბრალოდ, იმ დროს მეგონა, ეს იყო დიდი სიყვარული, რომლის იქით, სხვა აღარ არსებობს. თუმცა, აქაც რეალობას დავეჯახე და მივხვდი, ეს ჩემი სიყვარული იყო საყვარელი ადამიანის მიერ კარგად დადგმული და შეფუთული სპექტაკლი. სულ სხვა ადამიანი იყო, როცა შეყვარებულები ვიყავით და სულ სხვა გახდა, როცა მისი ცოლი ოფიციალურად გავხდი. მთელი ორი წელი გრძელდებოდა ეს მძაფრსიუჟეტიანი დრამა და ორი წლის მერე, როგორც იქნა, დამთავრდა. უფრო სწორად, მე დავასრულე.
– როგორც შენ უწოდებ, ამ მძაფრსიუჟეტიანი სპექტაკლის დასრულების შემდეგ როგორ გაგრძელდა შენი ცხოვრება? წამოვიდა ჭორები და მითქმა-მოთქმა?
– რასაკვირველია, თუმცა, არ ვაქცევდი და არც ახლა ვაქცევ ყურადღებას ჭორებს. არც ვიყავი ორიენტირებული, ვინ რას ლაპარაკობდა. ჩემმა მეგობრებმა და ახლობლებმა, ისედაც იცოდნენ, რა სიტუაციაც იყო და ჩემგან სხვა დასასრულს არც ელოდნენ. ჭორების მიმართ კი სქელკანიანი გავხდით მთელი ოჯახი და ადვილად ვისხლიტავთ. რომ არ გიცნობს ადამიანი და ცუდს ლაპარაკობს შენზე, მას არც უნდა უმტკიცო რამე. ბევრ ადამიანთან დამაწყვილეს, მაგრამ გულზეც არ მომხვედრია.  ვისთანაც უნდათ, იმასთან დამაწყვილონ. ხანდახან, ჟურნალ-გაზეთებიდან ვიგებ, რომ თურმე ვიღაცასთან ვარ ურთიერთობაში... არ მიყვარს პირადზე საუბარი, თუმცა არც არაფერს ვმალავ და ვისთან ურთიერთობაშიც ვიყავი, ჩემი სოციალური ქსელიდანაც კარგად ჩანდა. ასე რომ, ვინმეს თუ რამე აინტერესებს, ჩემი „ინსტაგრამიდან“ და „ფეისბუქ-გვერდიდან“ შეიტყობს. იქ კარგად ჩანს, ვისთან ვარ და ვისთან – არა და თუ ამისიც არ სჯერათ, არ მაქვს პრობლემა, ვისთანაც უნდათ, იმასთან დამაწყვილონ. ზოგადად, როცა ცნობადი ოჯახიდან ხარ, ამას ვერ გაექცევი. იმუნიტეტი გამოვიმუშავე ჭორებზე, ჰოდა, წერონ და იკითხონ.
– სოციალურ ქსელში ბოლო პერიოდში აქტიურად დებდი სიმპათიურ, ბათუმელ ბიჭთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. მასთან რა ურთიერთობა გაქვს, შეყვარებული ხარ?
– აღარ ვარ ურთიერთობაში იმ ბიჭთან და შესაბამისად აღარც მასთან გადაღებული ფოტოები მიდევს სოციალურ ქსელში, წავშალე. ამ ეტაპზე ესაა სიახლე, რომ ორი წელი ვიყავით ერთად და ახლა აღარ ვართ. ვხუმრობ ხოლმე: პირადში იმიტომ არ მიმართლებს, მგონი, დაწყევლილი ვარ, ჯადო გამიკეთეს, მოჯადოებული ვარ-მეთქი (იცინის). თუმცა, არ მჯერა ჯადოსი. ბედისწერის მჯერა და  ცხოვრებაში, უბრალოდ, თუ არ არის საჭირო იმ მომენტში, ისე არ ხდება. არც კონკრეტულ ადამიანებს ვხვდებით უბრალოდ – მათგან, ზოგი გაკვეთილია, ზოგი – მწარე გამოცდილება და ზოგიც – ბედისწერა და შენი მეორე ნახევარი. შესაბამისად, წლები რომ გადის, მერე ხვდები, შენს ცხოვრებაში ვინ გაკვეთილი იყო და ვინ – მწარე გამოცდილება.
– ალბათ, შენი ქორწინებაც ასეთი მწარე გაკვეთილი და გამოცდილება იყო. ახლა თუ გაქვთ შვილის გამო ურთიერთობა?
– ჩემი გათხოვება ზუსტად მწარე გაკვეთილი და გამოცდილება იყო  და მასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს დღეს.
–  ქალი რომ წარმატებული იყოს, ჰქონდეს სტიმული და თვალები სხვანაირად უბრწყინავდეს, აუცილებელია, გვერდით საყვარელი მამაკაცი ედგეს? შენს შემთხვევაში როგორაა?
– მე ის მომენტი მაძლევს სტიმულს, როცა საყვარელი ადამიანი მიდგას გვერდით და თავს ნამდვილ ქალად ვგრძნობ. თუმცა, მწარე გამოცდილებების მერე, ნდობა დავკარგე.
– ანუ, ფრთხილობ მეორე ოჯახის შექმნას და გამოცდილებიდან გამომდინარე, შიში გაქვს. სწორად გავიგე?
– დიახ, ასეა. თუმცა, ოჯახის შექმნის შიში კი არ მაქვს, უბრალოდ, მინდა, ადამიანს ვენდობოდე. არ არის აუცილებელი ფურცელზე ეწეროს, რომ  ხართ ერთი ოჯახი, ფატა აფრიალო და თეთრ კაბაში კამერის წინ იპოზიორო. მთავარია, ერთ ჭერქვეშ იცხოვრო საყვარელი ადამიანის გვერდით და დრო გიჩვენებს, როდის დაიწერო ჯვარი, მოაწერო ხელი და ქორწილი გააჩაღო. ამ ეტაპზე, ნაჩქარევად, ერთ და ორ თვეში, ნამდვილად ვერ გადავდგამ ამ ნაბიჯს. როცა ყველა სიტუაციაში ვნახავ, მივხვდები, რომ კარგად ვეწყობით, ერთმანეთი გვიყვარს და აჟიტირება და ვნება დროსთან ერთად არ ნელდება, მერე დავფიქრდები სხვა რაღაცებზე. ოჯახის დანგრევის წინაშე რომ არ აღმოჩნდე, სჯობია, კარგად დაფიქრდე, დალაგდე, მიხვდე და მერე მიიღო გადაწყვეტილება.
– გეთანხმები, თუმცა, ტრადიციული ოჯახებისთვის, უფროსი თაობისთვის, ეს ყველაფერი ცოტა მიუღებელია.
– თაობები იცვლება, შესაბამისად, ცხოვრებას და თანამედროვეობას უნდა აუწყო ფეხი. ჩვენი თაობისთვის ეს ჩვეულებრივი მომენტია და არ არის აუცილებელი, ტრადიციების გამო დაინგრიო ცხოვრება. ასე რომ, ჯობია ადამიანი ჯერ თანაცხოვრებაში ნახო და მერე მიიღო გადაწყვეტილება, გინდა თუ არა ოფიციალურად მისი ცოლობა თუ ქმრობა. ვიდრე ეიფორიის ქვეშ გათხოვდე, ათასკაციანი ქორწილი გადაიხადო, დახარჯო მთელი საქართველოს ბიუჟეტი და სამ თვეში აღმოჩნდეს, რომ იმ ადამიანს ფიზიკურსდ ვერ ეწყობი.
– შენი ოჯახის წევრები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათ ოჯახში ყველაზე მეამბოხე ადამიანი ხარ. რას გულისხმობენ?
– ყველა ადამიანს აქვს თავისი კომფორტი, სიშმვიდე და „მუღამები“, სადაც თავს ბედნიერად გრძნობს. მეც ასე ვარ. იმიტომ არ გამიკეთებია ტატუები და იმიტომ არ ვსეირნობდი ღამის სამ საათზე ქუჩაში ველოსიპედით, რომ მეამბოხის სახელი მქონდა. უბრალოდ, ღამე ჰაერი იყო სუფთა და მსიამოვნებდა სეირნობა და ტატუ მომწონს. მქონდა ჩემი „მუღამები“ და შესაბამისად, ამ სამყაროში, როცა ამდენი ცუდი ხდება, უნდა ეცადო, იპოვო შენი ბედნიერების წერტილები. ჩემი ბედნიერების წერტილები კი, ტატუს სახით, სხეულზე მაქვს (იცინის).
– თეატრიდან წამოხვედი, „რუსთავი 2-ში“ ამინდის პროგნოზი მიგყავს და ერთი ეს მითხარი, შენს ცხოვრებაში ახლა რა ამინდია?
– გული არ დამწყვეტია, თეატრიდან რომ წამოვედი, არ აღვიქვამ ამას ტრაგედიად. შევხედე ისე, რომ რაღაც ახალი და კარგი უნდა მოხდეს და სცენიდან კამერების წინ გადანაცვლებაც არ გამიჭირდა. პირიქით, მსიამოვნებს. რაც შეეხება ამინდს, ახლა ჩემს ცხოვრებაში გაუგებარ-ღრუბლიან-ნისლიანი ამინდია, თუმცა, იმედია, გამოიდარებს (იცინის).

скачать dle 11.3