№40 ბრძნული აზრები
კამიუ: ერთადერთი გზა, გაუმკლავდე მონურ სამყაროს, არის მდგომარეობა, გახდე იმდენად თავისუფალი, რომ შენივე არსებობა იყოს ამბოხება.
სტივ ჯობსი: არ დაუშვათ, რომ სხვათა აზრების ხმაურმა გადაფაროს თქვენი საკუთარი.
კონფუცი: რაც მეტ ცოდნას იძენ, მით უფრო იღბლიანი ხდები.
გოეთე: იმისთვის, რომ მეტი გქონდეს, უპირველესად, თავად უნდა გახდე მეტი.
ორუელი: უმცირესობაში ყოფნა, თუნდაც ერთკაციანში, გიჟად არ გაქცევს.
ვოლტერი: ადამიანები გიჟს გეძახიან, როცა აკეთებ იმას, რისი გაკეთების თავი მათ არა აქვთ.
ლაო ძი: ადამიანს სიბრძნემდე მისასვლელი სამი გზა აქვს. პირველი: ყველაზე კეთილშობილი – ფიქრი. მეორე: ყველაზე მარტივი – მიბაძვა. მესამე: ყველაზე მწარე – გამოცდილება.
პიუზო: მეგობრობა ყველაფერია – მეგობრობა ნიჭზე მეტია, მეგობრობა სახელმწიფოზე, ხელისუფლებაზე მეტია. თითქმის ოჯახის ტოლფასია.
სტივენ კინგი: ჩუმ ადამიანებს ყველაზე ხმაურიანი გონება აქვთ.
კლარკი: ერთადერთი გზა, რომ მიხვდე, რა არის შესაძლებელი, არის ის, რომ შეუძლებლისკენ წახვიდე.
დოსტოევსკი: რა საზიზღარია ადამიანი – ყველაფერს ადვილად ეჩვევა.
შოპენჰაუერი: არსებობს ერთი თანდაყოლილი შეცდომა – რწმენა, რომ ყველა ბედნიერებისთვის ვართ დაბადებული.
შექსპირი: საგნით სიბრძნეს წერენ, ცრემლით კი – სიყვარულს.
პოლ ვალერი: თუ კაცს ერთხელაც არ უცდია ღმერთს დამსგავსებოდა, ის ნაკლებია, ვიდრე კაცი.
საგანი: არსებობს ასაკი, როცა ქალი ლამაზი უნდა იყოს, რომ შეიყვარონ. შემდეგ დგება ასაკი, როცა ის უნდა შეიყვარონ, რომ ლამაზი გახდეს.
ფროიდი: ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელზე პასუხიც არასდროს არსებულა და რომელზეც პასუხის გაცემაც მე ვერ შევძელი, მიუხედავად ჩემი ოცდაათწლიანი კვლევისა, არის „რა სურთ ქალებს?“