კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 სხეულის რა ნაწილი ასოცირდება ადამიანის სასიცოცხლო ძალასა და ენერგიასთან

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  სიზმარი და მისი ახსნა - აინტერესებდა ყველას უხსოვარი დროიდან და შესაბამისად, უამრავი ინფორმაციაა დაგროვილი, როგორც ხალხური გადმოცემებისა და მინიშნებების სახით, ისე წინასწარმეტყველთა შეგონებებსა თუ მეცნიერთა კვლევებში. ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველები მიიჩნევდნენ, რომ სიზმრად მიღებული გზავნილი უმნიშვნელოვანესი შეტყობინებაა იმისა, თუ რა გველის მომავალში. სიზმრად ნანახ ცალკეულ საგანსა თუ მოვლენას თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს და ამჯერად გავარკვევთ, თუ რატომ გვესიზმრება კბილები. შეეცადეთ, სიზმრის ყველა წვრილმანი გაიხსენოთ და მხოლოდ ამის შემდეგ წაიკითხეთ ინტერვიუ, რომელშიც ეზოთერიკოსო ბატონი ნიკო ზ. ამ მოვლენის ახსნის ყველაზე გავრცელებულ და სანდო პროგნოზებზე გვესაუბრება. კარგად გააანალიზეთ მოწოდებული ინფორმაცია და სხვადასხვა ვერსიიდან აირჩიეთ ის, რაც თქვენს სულს ეხმიანება.
- მაშ ასე, უპირველესად გაიხსენეთ ზუსტად როგორი კბილები დაგესიზმრათ - თეთრი თუ ყვითელი, ჯანმრთელი თუ დაზიანებული. შეაფასეთ ყველა ნიუანსი, რომ ყველაზე სანდო პროგნოზი მიიღოთ.
- განვიხილოთ თითოეული ვარიანტი ცალ-ცალკე... თუ სიზმარში თქვენი კბილები თეთრი, სუფთა და თითქმის იდეალურად მწყობრია, მომხიბვლელი ღიმილით კი პირდაპირ ანათებთ - ეს კარგის ნიშანია: ისეთ ტალღაზე ხართ, იღბალი და გამართლება ყველაფერში გარანტირებული გაქვთ. სასწრაფოდ ჩაიფიქრეთ სურვილი და აუცილებლად შეგისრულდებათ. ჭიანი და გაფუჭებული კბილები კი, ასე უსიამოვნოდ რომ გამოიყურება სიზმრადაც, ახლობელთან კონფლიქტს მოასწავებს. თქვენგან დამოუკიდებელ მიზეზთა გამო, სერიოზულად იჩხუბებთ. თუმცა სხვა ვერსიით - ავადმყოფობას ნიშნავს, უფრო სწორად, დიდი ხანია, ორგანიზმი შველას ითხოვს, თქვენ კი მის სიგნალს ყურადღებას არ აქცევთ. თუ სიზმარში კბილებს იწმენდთ და კბილის პასტის გემოსაც აღიქვამთ, მოულოდნელად სტუმარი გეწვევათ - დიდი ხნის უნახავი, ასე რომ ელოდით და გენატრებოდათ. ხელოვნური კბილების დასიზმრება, იქნება ეს კერამიკის თუ ოქროსი, სიკვდილის ნიშანია, თუმცა არ ნიშნავს, რომ ვიღაც მოკვდება. ეს შეიძლება ისეთი რამის ნგრევის სიმბოლო იყოს, რაც დიდი ხანია ცხოვრებაში ხელს გიშლით; ანდა ვინმეზე მიჯაჭვისა და დამოკიდებულებისგან გათავისუფლდებით. შეიძლება სიზმარში კბილის საჩიჩქნი წკირით კბილებში ჩარჩენილი საჭმლის ნარჩენებისგან გათავისუფლებას ცდილობთ, ეს ნიშნავს, რომ დროა, შეაფასოთ საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა. შეიძლება მან უკვე ამოწურა საკუთარი თავი. თუმცა ნუ იდარდებთ, თქვენს ბედს სულ მალე შეხვდებით.
- სიზმარში თუ კბილი მოგძვრა, ვიცი, რომ ვიღაცის სიკვდილს გაიგებ...
- მცდარი აზრია. სიზმარში კბილის დაკარგვას რამდენიმე ახსნა აქვს და ყველა როდია ნეგატიური. მაგალითად, ერთი ვერსიით სიზმარში კბილების დაკარგვა კარგის ნიშანია - რეალურ ცხოვრებაში ძალიან მალე დაემშვიდობებით ყველა იმ პრობლემასა და საზრუნავს, დიდი ხნის განმავლობაში რომ ვერ უმკლავდებოდით. მაგრამ, თუ კბილებს უბრალოდ კი არ კარგავთ, არამედ ძირფესვიანად იღებთ, ეს ნიშნავს, რომ ვიღაც, თქვენი არაკეთილმოსურნე, თავს დაგანებებთ: ბოლოს და ბოლოს, ამ ტოქსიკური ადამიანისგან თავს დაიხსნით და თავისუფლად ამოისუნთქავთ. ხოლო თუ სიზმრად ღრძილებიდან სისხლი გდით და გტკივათ, უბედურების სიმბოლოა - მალე  ნათესავებიდან ვიღაც გარდაიცვლება. თუმცა კბილის ტკივილი მეგობარ-ნათესავების წრიდან ვინმესთან პოზიტიური ცვლილებების სიგნალიცაა: შეიძლება დიდი ხნის წინ დამდურებულ ახლობელს შეურიგდეთ ან სიურპრიზად ისეთი საჩუქარი მიიღოთ, ძალიან რომ გაგახარებთ.
- აბა, სიზმრად კბილის მოძრობა ყველას რატომ აშინებს?
- ძველთაგანვე კბილები ადამიანის სასიცოცხლო ძალასა და ენერგიასთან ასოცირდებოდა. ამიტომ არსებობს შესაბამისი ვერსიებიც: თუ სიზმარში კბილებს გაძრობენ, მალე ძალების დაკარგვას იგრძნობთ და ორგანიზმის ენერგეტიკული რესურსის აღსადგენად დრო დაგჭირდებათ. თუ სხვის კბილების დაძრობას ესწრებით, ეს ნიშნავს, რომ ცხადში ახლობელთაგან ვიღაცის დაკარგვის გეშინიათ, რადგან მასზე ძალიან ხართ დამოკიდებული. რაც შეეხება სრულიად უკბილო პირის ღრუს სიზმარში, ეს ყველაზე ცუდის ნიშანია: მიგანიშნებთ, რომ თქვენი სასიცოცხლო ენერგიის დონე თითქმის ნულს უტოლდება და რესურსების აღდგენის დროა. თუ არ დაისვენებთ, სერიოზულად დაავადდებით, რასაც შეიძლება, ტრაგიკული დასასრულიც კი მოჰყვეს. ასე რომ, მიხედეთ თქვენს ორგანიზმს. მაგრამ თუ სიზმარში, რომ იტყვიან, ერთიანად მომსპარი გაქვთ კბილები, ეს ნიშნავს, რომ მეუღლესთან პრობლემები გექნებათ და ოჯახი რომ არ დაგენგრათ, დიდი ძალისხმევის გაწევა მოგიწევთ. ზოგი ვერსიით კი სიზმარში კბილების დაცვენა, იმაზე მიუთითებს, რომ თქვენი ემოციური მდგომარეობა არასატაბილურია და ცხოვრობთ შიშით, შფოთვით და განგაშით. დროა, მიხედოთ არა მხოლოდ სხეულს, არამედ თქვენს მენტალურ მდგომარეობასაც. ხოლო თუ სიზმარში კბილის ტკივილი გტანჯავთ, მაგრამ გარშემო მყოფი ადამიანები ამას ყურადღებას არ აქცევენ, ეს თქვენს შინაგან დისკომფორტზე მიუთითებს. სოციუმთან ადაპტირების პრობლემები გაქვთ. ძალიან გინდათ, გყავდეთ მეგობრები, შეყვარებული, მაგრამ გეშინიათ, უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. სიზმარში კრიჭაშეკრული - ცხადში უფულოა და ხედავს, თვალსა და ხელშუა როგორ უქრება შემოსავალი. აი, სიზმარში კბილის ძლიერი ტკივილი კი მართლაც დიდი პრობლემებია. თქვენ ნეგატიურ ენერგეტიკულ ნაკადში მოხვდით და ძალიან მალე პრობლემებისა და უბედურების შტორმი დაგატყდებათ თავს. ასე რომ, კბილების დაკარგვა სიზმარში ძალიან სერიოზული გამოცდის ნიშანია, რომელიც ღირსეულად უნდა გადალახოთ.
- საბოლოოდ, რა მივიღეთ?..
-  სიზმრის ახსნის სხვადასხვა ვერსიის მიხედვით, კბილები: ან ადამიანებთან ურთიერთობის, ან მატერიალური მდგომარეობის, ანდა იღბლის სიმბოლოა. მიენდეთ ინტუიციას და შეეცადეთ გაიგოთ, რომელი მათგანია თქვენთან ახლოს. რაც უფრო ჯანმრთელი და ლამაზია სიზმარში კბილის მინანქარი, მით უკეთ წაგივათ საქმეები რეალურ ცხოვრებაში. პოზიტიური სიზმარი ცხადში მხოლოდ კარგ მოვლენებს წინასწარმეტყველებს. მაგრამ მტკივანი, ძველი, ყვითელი, სისხლმდენი თუ დაცვენილი კბილები ყოველთვის ნეგატივია - პრობლემები ფინანსებთან ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

скачать dle 11.3