№40 კითხვა-პასუხი
ნინო კანდელაკი ანი რევია
კითხვა: მაქვს ცხიმიანი თმა. მირჩიეს სოდა და როგორ გამოვიყენო?
პასუხი: საჭმელი სოდით თავის დაბანა ძალიან სასარგებლოა ცხიმიანი თმისთვის. თან, სოდა უსაფრთხო, ბუნებრივი, ყველაზე იაფი და ეფექტური საშუალებაა. გახსენით ერთი სუფრის კოვზი სოდა ერთ ჭიქა წყალში და შეიზილეთ ის თმის ძირებში. გამოიყენეთ რეგულარულად, თმის დაბანის დროს და შედეგს მალევე მიიღებთ – თმა გაჯანსაღდება და უფრო მბზინავი გახდება.
კითხვა: მიყვარს თმაზე სუნამოს შესხმა, რათა ირგვლივ ჩემს საყვარელ სურნელებას ვაფრქვევდე. მითხრეს, რომ ის თავის კანისა და თმისთვის საზიანოა. მართალია?
პასუხი: ალკოჰოლის მაღალი შემცვლელობის მქონე სუნამოს თმაზე დასხმა, დროთა განმავლობაში, თავის კანის გამოშრობას გამოიწვევს. სჯობს, სუნამო სავარცხელზე დააპკუროთ და თმა ისე დაივარცხნოთ – თქვენი საყვარელი არომატიც დიდხანს დაგრჩებათ და თმასაც დაზიანებისგან დაიცავთ.
კითხვა: მაქვს აკნე. შეიძლება, ამ პრობლემას სახლის პირობებში ვუშველო?
პასუხი: ლავანდის ზეთის საშუალებით თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ, აკნეს სამუდამოდ დაემშვიდობოთ. მოამზადეთ სახის ნიღაბი: 10 წვეთ ლავანდის ზეთს დაამატეთ ნახევარი ჭიქა წყალი, ამ ხსნარში დაასველეთ მარლის ნაჭერი და 10 წუთით დაიფინეთ სახეზე.
კითხვა: მიუხედავად იმისა, რომ დამატენიანებელ საცხებს ყოველდღიურად ვისვამ, კანი მაინც ძალიან გამომიშრა. რა შეიძლება ამის მიზეზი იყოს?
პასუხი: უმეტეს შემთხვევაში, კანის გამოშრობის მიზეზი ისაა, რომ ადამიანი არ სვამს დიდი რაოდენობით წყალს, შესაბამისად, კანი აღარ არის ტენიანი და გამოშრობისკენ ხდება მიდრეკილი. კანის გამოშრობას ხელს უწყობს არაჯანსაღი კვებაც. პრობლემის თავიდან ასაცილებლად მეტი ბოსტნეული და ჯანსაღი პროდუქტი უნდა მიირთვათ.