№40 რომელი ასტროლოგიური ქვისა და ფერის ტარება გაგიხსნით ბედნიერების კოდს

ასევე, აუცილებელია, ხშირად ჩაიცვათ იმ ფერის ტანსაცმელი, რომელიც ბედნიერების კოდს გაგიხსნით.
ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა: ვერძი – წითელი, მუქი ვარდისფერი, ოქროსფერი, ყვითელი, ღია ყვითელი და მწვანე. ამ ფერებს შესწევთ ძალა, ვერძებში სიმშვიდე და საუკეთესო გრძნობები გამოიწვიონ. ლომი – მუქი ყვითელი, ყავისფერი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, მუქი ნარინჯისფერი, მწვანე, თეთრი, შავი. მკაცრი ფერები ლომების შინაგან სამყაროს და მტკიცე ხასიათს გამოხატავენ და დამაჯერებლობას მატებენ მათ. მშვილდოსანი – ცისფერის და ლურჯის ტონები, იასამნისფერი და მწვანე. ეს ფერები იდუმალებას აღძრავს და მსგავსი სიტუაციების გამორკვევას აიძულებს.
მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა: კურო – ღია მწვანე, ღია ყვითელი, თეთრი და ცისფერი ფერის ტონები. აღნიშნული ფერები განაპირობებენ მათ პოზიტიურ ხასიათსა და განწყობას. ქალწული – თეთრი, ცისფერი, მწვანე, ლურჯი და ნაცრისფერი. ამ ფერების საშუალებით, მუდამ აკონტროლებენ საკუთარ თავს. თხის რქა – ნებისმიერი მუქი ფერი, დაწყებული ყავისფრიდან, დამთავრებული შავით. ამ ფერთა გამა ქმნის მათში კონსერვატულობის, სტაბილურობისა და პრინციპულობის ნაკრებს.
ჰაერის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა: ტყუპები – იასამნისფერი, რუხი, ნარინჯისფერი და ყვითელი. ამ ფერთა გამა ოპტიმიზმს აღვივებს და დამაჯერებლობას მატებთ მათ. სასწორი – ღია ყვითელი, მუქი ლურჯი, მწვანე და მისი ტონები. აღნიშნული ფერები მათ პოზიტიურ განწყობას განაპირობებს, ხაზს უსვამს პიკანტურ ხასიათს. მერწყული – ყვითელი, ცისფერი, თეთრი. ეს ფერები ხაზს უსვამენ მერწყულების სათუთ და საკმაოდ ნაზ შინაგან სამყაროს.
წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა: კირჩხიბი – თეთრი, ცისფერი, ვერცხლისფერი, ლურჯი და მწვანე. ეს ფერები მათ ეხმარებიან ენდონ საკუთარ ინტუიციას და აღივსონ ენერგიით. მორიელი – მუქი ვარდისფერი, მუქი წითელი და ყვითელი. ეს ფერები, ზუსტად გადმოსცემენ მათ შინაგან სამყაროს და ამ ფერების საშუალებით ისინი მომთხოვნები, ენერგიულები და საკმაოდ კომუნიკაბელურები ხდებიან. თევზები – იასამნისფერი, ცისფერი, მწვანე, წითელი, მუქი ვარდისფერი, ლურჯი. ეს ფერები თევზების იდუმალ და მელანქოლიურ შინაგან სამყაროზე მიუთითებენ და მათ რეალობისკენ აბრუნებენ.