კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ქრისტიანული წესის მიხედვით, გარდაცვალებიდან მერამდენე დღეს უნდა დაიკრძალოს მიცვალებული?
პასუხი: ქრისტიანები გარდაცვლილს, წესისამებრ, მესამე დღეს კრძალავდნენ. მიცვალებულის მეხუთე და მეშვიდე დღეებში დაკრძალვა საერო ტრადიციაა, რაც არასწორია და თან, ბევრ უხერხულობას იწვევს. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ამ დროს ჭირისუფლის მდგომარეობა, როდესაც გარდაცვლილის დაკრძალვას დიდი დროით გადადებით სულიერი ძალებისგან იფიტება. მთავარი ამ დროს გარდაცვლილის სულისთვის ზრუნვაა და დაკრძალვის დროის გადავადებით შესაძლოა, სწორედ, ეს დააკლდეს მიცვალებულს.
კითხვა: ცნობს თუ არა მართლმადიდებელი რელიგია ბედისწერას, თუ ეს ცნება სხვა რომელიმე ქრისტიანული რელიგიიდან მოდის?
პასუხი: ბედისწერის ცნება განსაკუთრებით პოპულარული წარმართულ ხანაში იყო, შემდგომ მან მიიღო რელიგიური მოძღვრების სახე. ამ რელიგიის სწავლების მიხედვით, ადამიანს დაბადებიდანვე ეწერება ბედისწერა და შემდგომში, უნდა თუ არა, ამის მიხედვით ცხოვრობს – ბოროტებას ჩაიდენს, სიკეთეს, წარმატებული იქნება თუ უიღბლო – ამ მოძღვრების მიხედვით, წინასწარაა დაწერილი. ამის გათვალისწინებით, ბედისწერა ადამიანს ათავისუფლებს თავისი ქმედების შედეგისგან, პასუხისმგებლობისგან, ანუ მას კი არ აქვს თავისუფალი ნება, არამედ ვიღაცის ან რაღაცის კანონებს ემორჩილება და პასუხსაც აღარ აგებს ჩადენილზე. ეს კი ქრისტეს მოძღვრებას ეწინააღმდეგება, უფლის ნებით, ადამიანი თავისი სურვილით წარმართავს ცხოვრებას, მას აქვს თავისუფალი ნება, რომელიც არასდროს არის შეზღუდული და უფალი ეხმარება მას, რომ გააკეთოს არჩევანი. ხოლო მადლი იმდენად გადადის ადამიანზე, რამდენადაც ითხოვს და იმსახურებს მას.
კითხვა: სახარება გვასწავლის, რომ თუ მარჯვენა ლოყაში გაგარტყამენ, მარცხენა მიუშვირეო. ანუ მტერს არ უნდა გავცეთ პასუხი, როდესაც ბოროტებას გვიკეთებს?
პასუხი: ქრისტიანული სწავლებით, ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ერთი ადამიანი მეორის მიმართ სიძულვილსა და აგრესიას ავლენს, მეორემ სიყვარული და მიტევება უნდა დაუპირისპიროს, რადგან ადამიანებს შორის სიმშვიდისა და თანხმობის ჩამოსაგდებად სიყვარული ერთადერთი იარაღია. კაცობრიობის არსებობის განმავლობაში არაერთხელ დამტკიცებულა, რომ თუ აგრესიას აგრესიასვე შეაგებებ, სასურველ მიზანს ვერ მიაღწევ. ასე შექმნილი პრობლემა კი არ მოგვარდება, პირიქით, ღრმავდება. სიძულვილზე სიყვარულის შეგებების ნიმუში თვით იესომ მოგვცა თავისივე ჯვარცმის დღეს, როდესაც მას შეურაცხყოფდნენ, ის კი მიუტევებდა.
კითხვა: რა არის ცოდვა?
პასუხი: ყოველგვარი საქმე, რომელიც აზიანებს ადამიანს და ადამიანურ ურთიერთობებს და ღვთის წინააღმდეგ არის მიმართული, ცოდვაა.


скачать dle 11.3