№40 საოცნებო მამაკაცი
ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე
საიდან იცით, რომ ის, ვისაც ახლა ხვდებით ზუსტად ის ადამიანია, რომელიც თქვენ გვერდით ყოფნას იმსახურებს? დაფიქრდით, რა უნდა მას.
შევეცდებით, დაგეხმაროთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში. ყველა ქალს აინტერესებს, როგორ ამოიცნოს საოცნებო მამაკაცი – ის ერთადერთი, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდა.
აუცილებელია თავიდანვე გაერკვეთ, რა სურს პარტნიორს თქვენგან – სერიოზული ურთიერთობა თუ გართობა?
სტერეოტიპი, რომ ყველა კაცი ერთნაირია, სისულელეა. ყველა კაცი ინდივიდია და შესაბამისად, განსხვავებულია მათი როგორც ქცევის მანერა, ისე სურვილები და ქალთან დამოკიდებულება. რას ამჟღავნებს ჭეშმარიტად ჯენტლმენი მამაკაცი, როდესაც ქალის მიმართ სერიოზული გრძნობა აქვს? შეადარეთ ჩვეულებრივ მექალთანეს და განსხვავებას აუცილებლად დაინახავთ.
მაშ ასე, მამაკაცი, რომელსაც თქვენ მიმართ სერიოზული გრძნობა აქვს:
* მოხარულია, როცა გაცნობთ თავის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. უნდა, მყუდროდ იგრძნოთ თავი მათ გარემოცვაში. თქვენი პარტნიორის მეგობრები და ოჯახი უკვე თქვენი ოჯახის წევრები და მეგობრები ხდებიან;
* ის ამაყობს თქვენით. არ ეშინია, რომ მთელ სამყაროს უყვარხართ;
* საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უხერხულ სიტუაციაში არ გაყენებთ – ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის პრიორიტეტული თქვენთან სულიერი სიახლოვეა;
* მას არასოდეს ავიწყდება თავისი საფულე. არასდროს მოგცემთ უფლებას, თქვენ გადაიხადოთ. თუ ის თქვენს ხარჯზე იწყებს ცხოვრებას და ეძებს ამის გამართლებას, უნდა დაფიქრდეთ;
* მასთან ურთიერთობა სავსეა სიურპრიზებით. არასოდეს უშვებს ხელიდან შესაძლებლობას, გაგაოცოთ და გასიამოვნოთ. ყოველდღიურად ცდილობს, უკეთესობისკენ შეიცვალოს და ასევე, უკეთესობისკენ შეცვალოს თქვენი ურთიერთობა;
* არის ძალიან მოსიყვარულე და ყურადღებიანი. მოთმინებით, ბუზღუნისა და კომენტარების გარეშე გელოდებათ, როდის დაამთავრებთ თქვენს საქმეს – იქნება ეს საყიდლები თუ სამსახური.
განსხვავება
სქესთა შორის
მამაკაცები ინტერესით აკვირდებიან იმ განსხვავებებს, რაც მათსა და ქალებს შორის არის. თუ თქვენ ჯერაც ვერ აღმოგიჩენიათ ისინი, ყურადღებით წაიკითხეთ ეს სტატია:
* ქალი არასოდეს იხდის მაისურს ზურგზე ხელის მოჭიდებით. ანუ ზურგიდან წინ. ამას მხოლოდ მამაკაცები აკეთებენ;
* დააკვირდით და დარწმუნდებით, რომ ქალები კეფას არ იფხანენ. ერთი, რომ არ უყვართ თავიანთი დაბნეულობის დემონსტრირება, მეორეც – ეს ვარცხნილობას აფუჭებს;
* ქალები ხშირად იხვევენ საკუთარ თმას თითზე, მოკლეც რომ ჰქონდეთ, მაინც. ან თმას ლოყაზე ისვამენ. კაცები ამას იშვიათად აკეთებენ. საქმე ისაა, რომ ქალი ამ ფორმით კეკლუცობს;
* მწეველი ქალი სიგარეტს კბილებს არ უჭერს და არც პირში იტოვებს. მას სიგარეტი სულ ხელში უჭირავს;
* მთქნარებისას ქალი პირს ხელისგულით იფარავს და არა მუშტით;
* კაცებმა „აღმოაჩინეს“, რომ შხაპის მიღების შემდეგ, ქალი, თუნდაც თმა მოკლედ ჰქონდეს შეკრეჭილი, აუცილებლად იხვევს თავზე პირსახოცს ჩალმასავით, ერთი წუთით მაინც. ამ აღმოსავლური რიტუალის გაჩენის მიზეზები უცნობია;
* მშვენიერი სქესის წარმომადგენლები დიდი სიამოვნებით ატარებენ წამებისთვის მოგონილ ნივთებს, მაგალითად, იმას, რასაც ბიკინი ეწოდება. ამასთან, ქალი არ ცდილობს საცვლის უკნიდან ჩუმად შესწორებას, როდესაც სკამიდან დგება;
* ხელის ჩამორთმევისას ქალები ხელს თითქმის არ უჭერენ;
* როდესაც ქალს ეძახიან, ის მხოლოდ თავს ატრიალებს. კაცი კი მთელი ტანით ტრიალდება, იმიტომ რომ მამაკაცს უფრო მოუქნელი კისერი აქვს;
* ქალი ყოველთვის, ტირილისა და სექსის დროსაც კი, ფიქრობს იმაზე, ლამაზად გამოიყურება თუ არა;
* ქალები მკერდით სუნთქავენ. კაცების სუნთქვის პროცესში აქტიურად არის ჩართულნი მუცლის კუნთები;
* ქალები ყველგან თან დაათრევენ ჩანთას, თანაც შთამბეჭდავი ზომისას... რათა მასში უსასრულოდ იქექონ;
* ცხელ ქვიშაზე ან ხრეშზე სიარულისას ქალები თითის წვერებზე დადიან, კაცები კი მარტო ქუსლებს ადგამენ;
* ქალები ხალათებზე ქამარს ჭიპს ზემოთ იკრავენ. კაცები – ქვემო;
* ქალები ყურებს თითებით იცობენ, კაცები – ხელისგულებით;
* ჩაცმისას ქალი ჯერ პერანგს ჩაიცვამს, მერე შარვალს. კაცები, როგორც წესი, პირიქით იქცევიან;
ოცნების „მკვლელი“
კითხულობთ წიგნებს, უყურებთ ფილმებს, გჯერათ ლამაზი სასიყვარულო ისტორიების და გინდათ, რომ რეალურ ცხოვრებაშიც ასე იყოს. გიფიქრიათ კი იმაზე, რომ არა რომეოსა და ჯულიეტას ცხოვრების ტრაგიკული დასასრული, როგორი წყვილი იქნებოდნენ ისინი ცხოვრებაში, როგორ გააგრძელებდნენ ურთიერთობას? შეინარჩუნებდნენ კი სიყვარულს?
ადამიანები, როგორც წესი, ყოველთვის გაურბიან ისეთ კითხვებზე პასუხს, რაც მათ ოცნებას „კლავს“.
სირთულეების დაძლევას ურჩევნიათ, თავი შეაფარონ შედარებით უპრობლემო და კომფორტულ სიტუაციას. მაგალითად, მოძებნონ პარტნიორი, რომელთანაც ემოციურად ნაკლებად დაიხარჯებიან, სამაგიეროდ, დისკომფორტიც ნაკლებად შეაწუხებთ;
დაფიქრდით, მომხდარა თქვენს ცხოვრებაში ისე, რომ ვიღაც დანახვისთანავე, ერთი ნახვით შეგყვარებიათ? ან გიფიქრიათ, რომ ის არის „ძალიან შენი“? სამწუხაროდ, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მასთან ერთად დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებთ. პრობლემები პრობლემებად რჩება. მხოლოდ ერთეულთა ხვედრია, გაუძლოს, გარდაისახოს და იქცეს უკეთეს პარტნიორად საკუთარი მეორე ნახევრისთვის. ბევრი წყვილის პრაქტიკაში ვხვდებით შემთხვევებს, როცა სრულიად გაწონასწორებულ, ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით კმაყოფილ მამაკაცს ერთ დღეს ყველაფერი მიუტოვებია და უკან გაჰყოლია ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეულ ქალს. რა ხდება? ფსიქოლოგები ამ მოვლენას იმით ხსნიან, რომ სიყვარულის სირთულეები ადამიანებს ღლით. ჩნდება იმედგაცრუება, სიცარიელე პარტნიორთან ურთიერთობაში, რომელსაც ვიღაც აუცილებლად შეავსებს.