კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 როგორ შეუძლია რუსეთს ლუგარის ცენტრიდან მოპარული ინფორმაციის არჩევნების წინ საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად გამოყენება

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  კარგა ხანია, ცნობილია, რომ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს თვალი აქვს დადგმული ლუგარის ლაბორატორიისთვის, არც თუ ისე დიდი ხნის წინათ კი შევიტყვეთ, რომ ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმის შედეგად მონაცემთა ბაზაა გატეხილი. მართალია, პირდაპირ არ დაუსახელებიათ, მაგრამ ვიცით, რომ ამ თავდასხმის უკან, სწორედ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისა და ოკუპანტი სახელმწიფოს სპეცსმსახურები დგანან. მეორე მხრივ, რუსეთიდან ჩამი-ჩუმი არ ისმის, რაც ბადებს კითხვებს: ვერაფერი იპოვეს, რაც აინტერესებდათ, თუ, პირიქით, რომ იპოვეს, რასაც ეძებდნენ, იმიტომაც გაყუჩდნენ? – უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკთან, ბესო ალადაშვილთან ერთად განვიხილავთ ამ თემას.
– რით აიხსნება რუსების დუმილი? დუმილში ვგულისხმობ იმას, რომ რუსულ მედიაში ჯერ არ დაუწყიათ ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები და არც რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გაუკეთებია ჩვეული განცხადებები, რომ ლუგარის ლაბორატორიაა ყველა უბედურების სათავე, რაც მზის სისტემაში ხდება?
– საინტერესო ფაქტია, მაგრამ ეს, ჩემი აზრით, გაგრძელებაა იმ მოთხოვნის, რაც ამა წლის 26 მაისს გაავრცელა რუსეთმა ლუგარის ლაბორიტორიისადმი, რატომ არ გვიშვებენო და პირდაპირ დასდეს ბრალი შეერთებულ შტატებსა და საქართველოს, რომ ჩემს საზღვართან ახლოსაა განთავსებული. ეს მართლაც საკამათო თემაა.
– დიახ, თბილისში ლაბორატორია რატომაა მისი საზღვრის სიახლოვეს?
– პრეისტორიასაც გავიხსენებ. დღეს არ დაწყებულა ეს ამბავი, შეიძლება, ჩვენმა მკითხველმა არ იცის, მაგრამ ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობაზე საუბარი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. მახსოვს, 1996 წელს, მაშინ უშიშროების საბჭოში ვმუშაობდი, შეერთებული შტატებიდან რამდენიმე პროექტი განიხილებოდა, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვისაც.
– რუსეთიც თანამშრომლობდა ამ პროექტთან კაი ხანს.
– რა თქმა უნდა, ერთი პროექტი ეხებოდა ბიოლოგიური იარაღის კონტროლის მექანიზმების შექმნას და, ასევე, იყო კიდევ ერთი საინტერესო პროექტი, ორმაგი გამოყენების პროდუქციის კონტროლი. მახსოვს, მაშინ მთავრობის დონეზე წყდებოდა ეს საკითხი და 1997 წელს მოეწერა კიდეც ხელი ამ შეთანხმებას. სხვათა შორის, დიდია ამაში კლინტონის, აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის როლი. დიდი ხნის განმავლობაში შენდებოდა ლაბორატორია და ეს არ არის ერთი ლაბორატორია, რასაც ლუგარის ცენტრს ვუწოდებთ, 22 ლაბორატორიისგან შემდგარი ცენტრია და, თუ არ ვცდები, 12 ლაბორატორია ექვემდებარება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხოლო 10 უშუალოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ნაწილია. 2018 წელს საქართველოში ჩატარდა ტრენინგი და ლუგარის ლაბორატორია ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელმა მოინახულა, დაახლოებით, 20 ქვეყნიდან იყვნენ წარმომადგენლები, რუსეთიც იყო მოწვეული, მაგრამ რუსეთი მოითხოვს ექსკლუზიურ დაშვებას, რომ მან მარტომ მოინახულოს ლუგარის ლაბორატორიები და თავისი შეხედულებისამებრ უნდა, რომ შევიდეს შენობის ყველა ნაწილში, სადაც მოისურვებს. აქ საინტერესოა, თუ ვინ იქნებიან რუსეთის დელეგაციაში, რადგან მათთვის ხელსაყრელია, რომ აქ გამოუშვან არა ექსპერტები...
– არამედ სპეცაგენტები.
– რა თქმა უნდა, გამოუშვან მზვერავები, როგორც ეს გააკეთეს იტალიაში, ვითომ რომ ეხმარებოდნენ კოვიდთან ბრძოლაში და, ფაქტობრივად, გაუგზავნეს ქიმიური, ბიოლოგიური დაზვერვის სპეციალური დანაყოფები, რათა თავიანთთვის საინტერესო ინფორმაცია შეეკრიბათ. იგივე უნდათ ლუგარშიც. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები საკმაოდ გამოცდილები და პროფესიონალები არიან, ამას ვამბობ, რადგან მტრის შესაძლებლობები არ უნდა დაამცირო, უნდა შეაფასო ადეკვატურად, რომ არ წააგო და არ შეცდე.
რეალურად უკვე დადასტურებულია, რომ ლუგარის ცენტრზე რუსეთიდან განხორციელდა ჰაკერული თავდასხმა და ვნახოთ, რამდენი კურდღელი დაიჭირეს ამ ქმედებით: მათ შეეძლოთ, გაეტანათ გარკვეული კვლევები, დასკვნები, სამუშაო ინფორმაცია  – თანამშრომელთა პერსონალური ინფორმაციაც რომ გაეტანათ, ესეც უდიდესი წარმატებაა, იმიტომ რომ ამაზე შეიძლება, ააგონ თავიანთი გადაბირებების სქემა, თუ უკვე არ ჰყავთ თავიანთი აგენტურა იქ, რასაც არ გამოვრიცხავ;
  მეორე – მათ, ფაქტობრივად, უკვე შექმნეს პლაცდარმი, რომ ნებისმიერი ინფორმაცია გაუვრცელონ ლუგარის ლაბორატორიას და ეს იქნება რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაწერილი მათი ინტერესების გამომხატველი ინფორმაცია.
– ანუ დააბრალონ ლუგარის ლაბორატორიას, რაც გაუხარდებათ და წყაროდ დაასახელონ ჰაკერები, ვითომ ეს თავდასხმის შედეგად მოპოვებული ჰაკერული ინფოა.
– დიახ. და ვინ გააკონტროლებს, სადაა სიმართლე და სად – ტყუილი?! შესაბამისად, შეუძლიათ, ისეთი სადეზინფორმაციო სივრცის შექმნა, ისეთი კვლევების შექმნა, რომელიც ლუგარში არ ტარდება, რასაც მიაწერენ ვითომ ჰაკერებისგან გამოჟონილ ინფორმაციას. ხომ ხედავთ, რამხელა შესაძლებლობებია?! სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში შეზღუდულია ჩვენი სპეცსამსახურების მოქმედების არეალი და დარწმუნებული ვარ, არჩევნების წინ რუსეთი ამას გამოიყენებს თავისი მიზნებისთვის. შესაძლებელია, ლუგარის ლაბორატორიით შექმნან დაძაბულობა ქვეყნის შიგნით, დაძაბულობა რეგიონში. შეიძლება, ბევრმა არც იცის, რომ სომხეთშიცაა 20 ლაბორატორია, თუმცა უფრო მცირე მასშტაბის, ვიდრე ჩვენთან.
– სადაური?
 – ამერიკული... ეს ლაბორატორიები სომხეთში გახსნეს ქოჩარიანის პრეზიდენტობისას და საინტერესოა, რომ დღეს, როდესაც ფაშინიანს სომხეთის ოპოზიცია სთხოვს, რომ დახუროს ეს ლაბორატორიები, იმიტომ რომ რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული, ფაშინიანი პასუხობს, ამერიკული ლაბორატორიები თქვენ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტების, ქოჩარიანისა და სარგისიანის, დროს აშენდა და მუშაობდა და მაშინ რატომ არ გაგახსენდათო.
– რა ტიპის ლაბორატორიებია და თუ არის სომხეთში ასეთი ლაბორატორიები, ჩვენზე თუ ამბობენ, ლუგარის ლაბორატორიის გამო არ ვრცელდება კოვიდიო, სომხეთში რატომაა კოვიდინფიცირების მაღალი მაჩვენებელი მაშინ?
– ადრეც გვისაუბრია ამ თემაზე, სპეციალისტებისგან ვიცი, რომ ამ ლაბორატორიებში მიმდინარე სამუშაოებს ახასიათებს რეგიონული სპეციფიკა და თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ლაბორატორიები, რომლებიც მუშაობენ არა ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე, არამედ ვირუსებზე. ეს ბუნებრივიცაა, თუმცა ჩვენ ბევრჯერ ისიც ვთქვით, რომ ხანდახან ძნელია იმ საზღვრის გავლება, სად იწყება ბიოლოგიური იარაღისგან თავდაცვის მექანიზმის შექმნა და სად – ბიოლოგიური იარაღის შექმნა, ასევე, შესაძლებელია, გაჟონოს ამ კვლევებმა და შტამებმა. ჯერჯერობით კოვიდთან დაკავშირებითაც არაა გარკვეული: არ არის ბოლომდე გამოძიებული, რა პირობებში გაჩნდა ჩინეთში კოვიდი. რა თქმა უნდა, ჩვენი და შეერთებული შტატების დაპირისპირებისთვის გამოიყენებენ რუსები ამ ინფორმაციას და აუცილებლად გამოიყენებენ არჩევნებშიც ჩვენ წინააღმდეგ.
– გასაგებია, რომ ლუგარის ლაბორატორია ექვემდებარება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და ფინანსდება ჩვენი ბიუჯეტიდან, მაგრამ ნუთუ შესაბამისი დაცვა არ ჰქონდა? ამერიკელები არ დაგვეხმარებოდნენ მონაცემთა დაცვაში?
– თავიდან ეს ცენტრი თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებოდა და არც ერქვა ლუგარის ლაბორატორია, რამდენიმე კვლევითი ცენტრი იყო, 2004 წლიდან დაიწყო მშენებლობა, ლუგარიც მონაწილეობდა და შემდეგ მისი სახელი დაერქვა.
– როგორც კი ამუშავდა, მაშინვე იყო ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, 2013 წელს ამუშავდა.
– დიახ, გაიხსნა 2011 წელს, მაგრამ 2013 წლამდე, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებდა, როგორც ამირან გამყრელიძე გვეუბნებოდა. რაც შეეხება კიბერუსაფრთხოებას: ჩვენ ვნახეთ, რომ არა მარტო ლუგარის ცენტრი, არამედ საქარათველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობის ციფრული სეგმენტია მოწყვლადი და დაცვის 100-პროცენტიანი გარანტია არ არსებობს. ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, თუ რამხელა ზიანი მიაყენა ეროვნულ უსაფრთხოებას დისტანციურმა მუშაობამ. განსაკუთრებით, მკაცრი კარანტინის პერიოდში, როდესაც ჩვენი ყველა ძალოვანი უწყება დისტანციურად მუშაობდა, ეს, ფაქტობრივად, იყო კლონდაიკი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის, იმიტომ რომ არ ვიცით, რამდენად დაცული სისტემებით მუშაობდნენ ჩვენები. მხოლოდ ის ვიცით, რომ, ძირითადად, სახლებიდან მუშაობდნენ. ეს გასათვალისწინებელია სამომავლოდ, იმიტომ რომ უცნობია, ისევ მოგვიწევს თუ არა კარანტინები და საგანგებოები და ტარდება თუ არა ტრენინგები, შეიქმნა თუ არა პროტოკოლი, თუ როგორ უნდა იმუშაოს სუსის, შსს-ის, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა სახლებიდან ისე, რომ ელექტრონულ ღია სივრცეში არ მოხვდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. აი, ეს რეალური პრობლემაა.
– რადგან რუსები ახლა ჩუმად არიან, როგორც მივხვდი, ელოდებიან შესაბამის მომენტს, რომ დაგვესხან თავს ვირტუალურად?
– რა თქმა უნდა, ადგენენ გეგმებს. ზოგადად, რუსეთი თავის პოლიტიკურ მოქმედებებს, მათ შორის, ჩვენ წინააღმდეგაც, ხანგრძლივ დროზე თვლის. მას არ სჭირდება წუთიერი გამარჯვება.
– ეს დიდი სახელმწიფოების თავისებურებაა, აბა, ჩვენთან ოღონდ ამ წამს მოიფხანონ გული და მეტი არც არაფერი უნდათ.
– რუსეთს შეუძლია ლოდინი. გახსოვთ, რა გააკეთა იუშენკოს დროს, დაელოდა ერთ საპრეზიდენტო ვადას, შემდეგ მოიყვანა თავისი კაცი იანუკოვიჩი და იანუკოვიჩის პერიოდშივე აურია ვითარება. რუსეთის სპეცსამსახურების დიდი ხელშეწყობით მოხდა „მაიდანი“, რომ გაეხლიჩათ ქვეყანა. ანუ რუსეთი მუშაობს ხანგრძლივ პერიოდზე გათვლით. შესაბამისად, ლუგარის ლაბორატორიაც მისთვის მნიშვნელოვანია და ამას აუცილებლად გამოიყენებს, როდესაც ამის დრო მოვა. დეზინფორმაციას კი პასუხს როგორ გასცემ?!
– საიდუმლო ინფორმაციაზე ხომ არ იტყვი, ასე კი არა, ისეაო.
– გაგახსენებთ სნოუდენისა და ასანჟის თემებს, განსაკუთრებით სნოუდენის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან რომელი იყო ნამდვილი და რომელი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შეთხზული, ვინ გაარკვევს?!  სამწუხაროდ, იმავე წესით შეიძლება, გამოიყენოს რუსეთმა ლუგარიდან გატანილი ინფორმაცია.
– მაგრამ სპეცსამსახურებს ხომ აქვთ მსგავს შემთხვევებში, როდესაც ინფორმაციას ჰპარავენ, მოქმედების საპასუხო სქემა?
– ვთქვათ, რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურის აგენტი გაიშფრა და დააკავეს და მოხსნა გუდას პირი, ამის შედეგად იშიფრება მთელი თანამშრომლების ქსელი, ამიტომ მათ უკან იძახებენ და აკონსერვებენ. მაგრამ, როდესაც ინფორმაციაა წაღებული, რაც შეიძლება, იყოს უმნიშვნელო, მაგრამ მოებას კუდები, ძალიან რთულია ანტისადეზინფორმაციო ღონისძიების გატარება.

скачать dle 11.3