კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რიგითების შაპიტო

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ პოლიტიკური მასხარები?!

  მართალია, ოპოზიცია გაერთიანდა (ოფიციალურად – ქვეყნის გადასარჩენად, არაოფიციალურად კი, უნივერსალური მოტივით – სკამი ყველას უნდა), მაგრამ მათ რიგებში არეულობა უკვე შეიმჩნევა (თუმცა, სკამამდე შორია). ასე, მაგალითად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჯერ იყო და, გენერალი დევი ჭანკოტაძე დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატად წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში და ამ უკანასკნელმა საარჩევნო კამპანიაც კი დაიწყო, რომ სულ ახლახან სხვა კანდიდატი წარადგინა იმავე ოლქში და განმარტა, რომ ახლა რიგითების დროა. არადა, წესითა და რიგით, გამოცდილსა და პატივსაცემ უმაღლესი რანგის სამხედრო ოფიცერს უნდა სცოდნოდა, როგორ ექცეოდა ეს კონკრეტული პარტია სამხედროებს – პირადად ჩემთვის კლასიკად რჩება, ამ ჩვენს 2008 წლის ომში პოლიტიკური ხელმძღვანელობის ძალისხმევით დამარცხებულ სამხედროებს რომ ათამაშეს თავიანთი როლი (ჩემი აზრით) უნიჭო და პროპაგანდისტულ ფილმ „აგვისტოს 5 დღეში“.
  მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დამრტყმელი ძალა, სალომე სამადაშვილი საარჩევნო პარტნიორ ზურაბ ჯაფარიძეს სთხოვს, ბოდიში მოუხადოს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს.
  მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციას საერთო კანდიდატები ჰყავს მაჟორიტარებად და ზურაბ ჯაფარიძეც დიდუბე-ჩუღურეთის რაიონშია ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი, მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ არც კი აინტერესებს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის ხმები (არადა – ჩვენ ხომ ვიცით, რომ უპროცენტო და მცირეპროცენტიან პოლიტიკურ პარტიებს „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ და მხოლოდ ამომრჩეველთა ხმების გამო აინტერესებთ).
შეიძლება, ასეც ვიფიქროთ, რომ გენერალ ჭანკოტაძის ჯავრი ზურაბ-გირჩმა (მერე რა, რომ მთლად ლაშა-გიორგიც არაა?!) ამოიყარა, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, აშკარაა, რომ ეს ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიები, რაც დრო გადის (განა იხვეწება?!), მოხეტიალე ცირკს უფრო და უფრო ემსგავსება.


скачать dle 11.3