კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 “ბაია-ფუდი”- ჯანსაღი საკვები, ჯანმრთელი ოჯახი

  კომპანია “ბაია-ფუდი” რამდენიმე წელია ქართულ ბაზარზე გამორჩეულად ჯანსაღ, ცოცხალ პროდუქტს - ნატურალური მარცვლეულის ფაფებს აწარმოებს ჩვენი პატარებისა და მოზარდებისათვის.  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა არჩეული გზის ერთგულება და დაუღალავი შრომა “ბაია-ფუდის” წარმატების მთავარი განმაპირობებელია.
  ზვიად გრძელიძე (ბაია-ფუდი-ს დირექტორი) : ერთი ოთახიდან, ორი დანადგარიდან და ორი სახეობის პროდუქტიდან დავიწყეთ „ბაიას ფაფების“ წარმოება, 2014 წელს კი, სოფლის მეურნეობის თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში  ავაშენეთ 650 კვადრატული მეტრის ფართობის შენობა სადაც  დღეის მდგომარეობით  20 სახეობის პროდუქტს ვაწარმოებთ „ბაიას“ ბრენდით, მარცვლეულის ფაფებს ნატურალური ხილის ჩირის დანამატებით და მათ გარეშე. ვფლობთ ჰასპის სტანდარტს და ჩვენი პროდუქცია არის ჯანსაღი, ცოცხალი პროდუქტი, ყოველდგვარი ქიმიური დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე.
_ვიცით რომ ქიმიური დანამატების გარეშე პროდუქცია მალფუჭებადია, ჩვენს რიალობაში, შეიძლება ითქვას ეს ეკონომიკურად წამგებიანი პროდუქციაა და რატომ ამ გზით?
_ნამდვილად რთული გზა ავირჩიეთ, მაგრამ არ ვაპირებთ ამ გზიდან გადახვევას.   რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო ჩვენი პროდუქტი სხვადასხვა ქიმიური დანამატებით გაგვემდიდრებინა, ნაკლები თავის ტკივილი და უფრო მეტი სარგებელი მიგვეღო, მაგრამ ჩვენ ასეთი არჩევანი გავაკეთეთ და ერთგულ მომხმარებლებს ასეთი სახით მოსწონს „ბაიას“ ფაფები.  ჩვენი პროდუქტის შენახვის ვადა შედარებით მოკლეა და აქედან გამომდინარე, ხშირად ბრუნდება ობიექტებიდან რითიც რა თქმა უნდა ვზარალობთ, მაგრამ „ბაია-ფუდი“ დაადგა  ნატურალური პროდუქციის წარმოების გზას და გვინდა ბოლომდე განვავითაროთ ეს სეგმენტი.
_როგორ აპირებთ კონკურენციის გაწევას ქართულ  ბაზარზე არსებული რამდენიმე მსხვილი უცხოური კომპანიისთვის?
_რა თქმა უნდა, მსხვილ კომპანიებს უფრო დიდი შესაძლებლობები აქვთ და მათ ვერ გავეჯიბრებით, მაგრამ ჩენი მთავარი კოზირი ჩვენი პროდუქტის ბუნებრიობა, მთლიანი მარცვლის გადამუშავება და ადგილობრივი ნედლეულიდან, გამორჩეული გემოვნური თვისებებით უპირატესობაა.
_საიდან იღებთ დასამუშავებელ პროდუქტს და როგორ ამოწმებთ?
წლებია ადგილობრივი მარცვლეულის ერთი და იგივე მომწოდებლები გვყავს  როგორიცაა: სიმინდი, ქერი, შვრია, დატესტილია დროის მანძილზე და 
ყოველი პარტია მოწმდება. დანარჩენი ნედლეულისთვის რაც საქართველოში არ იწარმოება, გვყავს უცხოეთიდან აპრობირებული მომწოდებელი რომელთანაც ასევე წლების მანძილზე ვთანამშრომლობთ, გვაწვდიან ისეთ ნედლეულს რომელიც არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ინგრენდიენტებს და ქიმიურად შემოწმებულია. მარცვლეულის შემოწმებას ჩვენ ადგილზეც ვახორციელებთ, გარდა ამისა, გვყავს ორი აკრედიტირებული ლაბორატორია, რომელიც გვიმოწმებს  პროდუქციის მიკრო ბიოლოგიურ და სხვა პარამეტრებს, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ნედლეულის რბილი რეჟიმით დამუშავება,  პროდუქციას ვამუშავებთ მთლიანი მარცვლის დაფქვის შედეგად. ამისთვის გვაქვს სპეციალური დანადგარები და დამუშავების პროცესში მაქსიმალურადაა შენარჩუნებული პროდუქციის სასარგებლო თვისებები გადამუშავების დაბალი ტემპერატურის ხარჯზე.
_როგორც ვიცით, მომხმარებლის აზრი  ძალიან  მნიშვნელოვანია თქვენთვის, ასევე ვიცით რომ პროდუქტის ეტიკეტზე თქვენი ტელეფონის ნომერია დატანილი, ეს უპრეცენდენტო ფაქტია როდესაც პროდუქციაზე ხელმძრვანელი პირების ტელეფონებია მითითებული
_ დიახ. არ გავურბივართ პასუხისმგებლობას და სხვასთან არ გადავამისამართებთ იმ მომხმარებელს ვისაც უშუალოდ ჩვენთან დაკავშირება სურს, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი თითოეული მათგანის  წინაშე, დიდი მადლობა ყველა ჩვენს მომხმარებელს, მინდა იცოდნენ რომ საიმედო პროდუქტს მოიხმარენ.  როგორც  პასუხისმგებლიანი მწარმოებლები დაინტერესებული ვართ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მომხმარებლების მოთხოვნები რომ ხვალ ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით უფრო მეტი კმაყოფილი გულშემატკივარი გვყავდეს, ამისთვის გამუდმებით ვმუშაობთ.  4  წლის ძმისშვილი მყავს რომელიც ჩვენს პროდუქციას მოიხმარს, ჩემი მეგობრის შვილები და ზოგადად ჩვენი პატარები თუ ზრდასრულები მიირთმევენ „ბაიას“ ფაფებს და გარწმუნებთ რომ გადამუშავების პროცესიდან დაწყებული, ვიდრე საბოლოო სასაქონლო  სახემდე მიყვანილი, მაქსიმალურადაა ჰიგიენურად დაცული, იგი ჯანსაღი და ცოცხალი პროდუქტია.
_თქვენს პროდუქტს ჭირდება შესაბამისი შენახვის პირობები, იმისათვის რომ შეინარჩუნოს თავისი თვისებები, რა უნდა იცოდეს „ბაია-ფუდის“ მომხმარებელმა ამ კუთხით?
_რა თქმა უნდა, თუ დაირღვა პროდუქტის ჰერმენტიზაცია, ტემპერატურული  რეჟიმი, ან შენახვის სხვა პირობები, შესაძლოა მასში როგორც ცოცხალ პროდუქტში განვითარდეს პროცესები იმაზე უფრო სწრაფად ვიდრე ქიმიურად დამუშავებულ პროდუქტში, ამიტომ ძალიან გთხოვთ რომ შეძენამდე შეამოწმოთ რამდენად დაცულია მისი ჰერმეტიზაცია, კოლოფს ხომ არ აქვს რაიმე დაზიანება ან დატენიანება მიღებული და ამასთანავე მომხმარებელმა ყიდვის შემდეგ სწორად დაიცვას პროდუქტის კოლოფზე დატანილი შენახვის პირობები, რომ ბოლომდე გამოიყენოს პროდუქცია.
_რას ეტყვით თქვენს მომხმარებელს?
_პირველ რიგში მადლობას გადაუხდი ნდობისთვის ერთგულ მომხმარებლებს და გეტყვით რომ ჩვენ თქვენს მოლოდინს არ დავარღვევთ, ხოლო იმ მომხმარებელს რომლებიც ამა თუ იმ გარემოების გამო, უკმაყოფილო დარჩნენ კონკრტეულ მომენტში ჩვენი პროდუქციით, მინდა ვუთხრა რომ ერთეული მაგალითებით არ შეიძლება ხელაღებით აუგად საუბარი მწარმოებელზე. ჩვენ ისევე განვიცდით ასეთ ფაქტებს როგორც თქვენ და შესაძლოა კიდევ უფრო მეტადაც. თუ ვინმეს მსგავსი უკმაყოფილება აქვს ბოდიშს ვუხდით მიუხედავად გარემოებისა და გვინდა აუცილებლად გამოგვეხმაურონ,  ჩვენ ყველა მსგავს შემთხევაზე მყისიერად ვრეაგირებთ.
  გიორგი ბენდელავა(ბაია-ფუდის მთავარი ტექნოლოგი): ჩვენ ვქმნით პროდუქტს რომელიც არ განიცდის ზედმეტ ქიმიურ დამუშავებას და მაქსიმალურად შენარჩუნებული აქვს ცოცხალი, პირვანდელი სახე. უამრავი მომხმარებელია, რომელიც სწორად აღიქვამს ყველა სახის პროდუქტს, მის მახასიათებლებს და მადლობა მინდა მათ ვუთხრა ამისათვის, ხოლო ბოდიში მათ ვინც ნაკლებად ინფორმირებულის გამო ვერ გაითვალისწინა პროდუქტის შენახვა მოხმარების პირობები და უკმაყოფილო დაგვირჩენ. ორივე შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ გავითვალისწინოთ თქვენი მოთხოვნები.
_ტექნოლოგიურად როგორ მზადდება თქვენი პროდუქცია და რატომ  უნდა ავირჩიოთ „ბაია-ფუდი“?
_პირველად ხდება  ნედლეულის შერჩევა,  მისი ტენიანობის შემოწმება, გარეგნულად, გადარჩევა, გადარჩეული პროდუქტის რეცხვა–დამუშავება, მისი დაფქვა, ტენის ართმევა და დეზიფიცირება სპეციალურ ხაზზე, რომ ის არ აჭარბებდეს დასაშვებ ტენიანობას, რაც მთავარი მომენტია ყველა პროდუსტის უსაფრთხო შენახვისთვის. ამიტომ რაც უფრო მშრალია პროდუქტი, მისი შენახვის ხანგრძლივობა მით უფრო მეტია. შემდეგ ხდება დაფასოვება,  ეწყობა კოლოფში და ხდება მარკირება. მნიშვნელოვანია რომ არ დაირღვეს შენახვის და მოხმარების პირობები.
_როგორც ვიცით, თქვენი პროდუქტი განსაკუთრებით სასარგებლოა კუჭის მოქმედებისთვის
_ ყველა ჩვენი ფაფები მაღალი დოზით შეიცავს უჯრედისს, აქედან გამომდინარე  კუჭნაწლავის სწორი ფორმირებისთვის საჭიროა ზუსტად ის ნივთიერებები რაც მარცვლეულის გარეკანშია, რათა ადამიანის კუჭნაწლავის სწორ ფორმირება–ფუნქციონირებაში მიიღოს მონაწილეობა.
 დღეს ხშირია  შეკრულობის, ყაბზობის, პრობლემა არა მხოლოდ მოზარდებში, არამედ ბავშვებში, მეძუძურ დედებში, რაც მეტწილად ხდება მიკროფლორის დარღვევით. ხშირია გაციების დროს ანტიბიოტიკის გამოყენება, ვიცით რომ ის ხშირ შემთხვევაში იწვევს დისბაქტერიოზს, ანუ სპობს მავნე ბაქტერიებთან ერთად სასარგებლო ბაქტერიებსაც, რომელიც ჩვენი კუჭ–ნაწლავის ჯანსაღი ფუნქციონირების განმსაზღვრელია. ანტიბიოტიკის გამოყენების შედეგად გამოწვეული დისბაქტერიოზის შემდეგ უნდა მოხდეს სასარგებლო ბაქტერიების აღდგენა, მათ ჭირდებათ საკვები ანუ პრებიოტიკები, რასაც უხვად შეიცავს „ბაიას“ ფაფები და ჩვენი პროდუქტი ხელს უწყობს ნაწლაური ფლორის აღდგენას მასში შემავალი ვიტამინებით, სასარგებლო ნივთიერებებით და მიკრო ელემენტებით.
   _როგორია ბაია-ფუდის სამომავლო გეგმები?
_ბევრი გეგმა გვაქვს იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეთ და პროდუქციის უფრო მეტად მრავალფეროვანი ასორტიმენტი შემოგთავაზოთ. მინდა ვთხოვო ჩვენს ერთგულ მომხმარებელს და პოტენციურ მომხმარებლებს, თუ მოეწონებათ ჩვენი პროდუქტი აცილებლად გააგებინონ  თავიანთ ახლობლებს, ეს ჩვენი ქართული მცირე წარმოებისთვის, რომელიც ჯერ სრულფასოვნად ვერ ახერხებს პროდუქციის რეკლამირებას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შენიშვნების შემთხევაში კი აუცილებლად დაგვიკავშირდნენ ჩვენ. თქვენი კმაყოფილება ჩვენთვის დიდი სტიმულის მომცემია. გმადლობთ!


скачать dle 11.3