№39 თათია თექთურმანიძეს რუსულ კულინარიულ პროექტში ნახევარ მილიონს სთხოვდნენ
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
თათია თექთურმანიძემ რუსულ კულინარიულ პროექტში მიიღო მონაწილეობა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა, თუმცა მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც მოსალოდნელი იყო.
თათია თექთურმანიძე: „კონდიტერი“ რუსეთის ნომერ პირველი კონდიტერის პროექტია და გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო. უნდა მოგემზადებინა ტორტი უკვე არსებული ან შენი რეცეპტით. პროფესიონალების დახმარებით, მე სრულიად ახალი ტორტი შევქმენი. ბოლოს ისე მოხდა, რომ რეცეპტში ყველაფერი შევცვალე და წავედი თვითმფრინავით ჩემს ტორტთან ერთად (იცინის). ძალიან ვნერვიულობდი, მთავარი შეფი ძალიან პრეტენზიულია, მაგრამ მისგან ისეთი საოცარი შეფასება მივიღე, გაოგნებული ვიყავი. ბევრი რუსი, უბრალოდ, ეთერშიც არ გაუშვეს, ჩემს ტორტზე რომ თქვეს, მთელი პროექტის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესოაო, შოკში ვიყავი. ის რუსეთის მთავარი შეფ-კონდიტერია. თავის „ინსტაგრამზე“ ვიდეო უდევს, როგორ ამზადებს ხინკალს საქართველოში. არ მომეწონა მისი ტექნიკა ხინკალთან მიმართებაში, როგორც შეახვია და მერე ვეხუმრებოდი კიდეც, თუ რამე, მერე ხინკლის გაკეთებას გასწავლით-მეთქი და ამაზე თვითონაც ეცინებოდა (იცინის). ძალიან უცნაური რამ დამემართა. მოსკოვში რომ ჩავფრინდი, მამაჩემის მეგობარი დამხვდა და ქასთინგზე მიმიყვანა მანქანით. პარკირების დროს, ჯაჭვზე გადავიარეთ, რაც თავისთავად, არ შეიძლებოდა, მაგრამ ამ კაცს ცუდი მხედველობა აქვს და ასე მოხდა. ეს ჯაჭვი ელექტროენერგიის ჯიხურზე იყო მიმაგრებული, რომელშიც დაცვა იჯდა და აქ პარკირება არ შეიძლებაო, გვითხრა. ჩვენც ბოდიში მოვიხადეთ და გამოვედით. ამის შემდეგ წარმატებით გავიარე ქასთინგი, სასტუმროში მივედი და დავიძინე. ოთხ საათში გამეღვიძა და ორასი გამოტოვებული ზარი დამხვდა. დედაჩემის თუ პროდიუსერების. დედას დავურეკე, რა ხდება-მეთქი და ძალიან ანერვიულებული მეუბნება, გადაცემის გენერალურმა პროდიუსერმა დაგვირეკა და გვითხრა, ნახევარი მილიონი რუბლი გაქვთ გადასახდელი ჯარიმა. ის რკინა, რასაც გადაუარეს, ელექტროენერგიის ჯიხურზეა მიმაგრებული, სამოც პავილიონში შუქი გაითიშა და ჩანაწერები დაიკარგაო. ძალიან ინერვიულეს, მათ ხომ არ იცოდნენ, რა მოხდა. უთქვამთ, პოლიცია უნდა გამოვიძახოთო. ამ დროს მე საჭესთან არც ვმჯდარვარ. გასაგებია, რომ მამაჩემის მეგობარი იჯდა და თავისთავად, ახლობელია, მაგრამ 27 წლის გოგოს მშობლებს რომ ურეკავს პრეტენზიებით, ცოტა ზედმეტი ხომ არაა? რამდენ ხანს მეძინებოდა, მეც გავიღვიძებდი, ხომ? გასაგებია, რომ ის ჯაჭვი იმიტომ იყო, რომ პარკირება არ შეიძლებოდა, მაგრამ თუ ასეთი მნიშვნელოვანია ის ჯიხური, რამე გამაფრთხილებელი ნიშანი ხომ უნდა იყოს? დაცვაც გამოვიდა და ძალიან მშვიდად შეგვხვდა. ორი საათის შემდეგ კი ნახევარ მილიონს ითხოვთ, ეგრე სადაა? თუნდაც ასე იყოს, ჩემს მშობლებს რატომ ანერვიულებთ, სრულწლოვანი ადამიანი ვარ-მეთქი. მოკლედ, ერთი ამბავი იყო. ძალიან გავბრაზდი და გენერალურ პროდიუსერთან სერიოზული კამათი მომივიდა, ყველანაირი სიტყვებით გავლანძღე. თვითონ კი, მეუბნება, შენთვის ჯობს, რომ მალე მოხვიდე, პოლიცია რომ არ გამოვიძახოთ და ყველაფერი მალე მოვაგვაროთ. მე მამათქვენს ველაპარაკე და მან დაგვამშვიდა, ყველაფერს მივხედავთო. ბოლოს მითხრა, ჩვენ ჯგუფს ვაკეთებინებთ რემონტს და ძალიან მცირე თანხა იქნება გადასახდელი ნახევარ მილიონთან შედარებითო. მეორე დღეს ფინალის გადაღება გვქონდა (აქ ცოტა სხვა ეტაპებისგან შედგება პროექტი). ოთხ ადამიანს უნდა გაგვეკეთებინა ოცკილოგრამიანი ტორტი გაუსაძლის პირობებში. ხუთგან მქონდა ხელები დამწვარი, ჯუნგლებში რომ გეტყვიან, ტორტი გამოაცხვეო, დაახლოებით ეგეთი დავალება გვქონდა. პროცესში ვიყავით, როცა მოვიდნენ, რეკლამაში გვინდა თქვენი გადაღება და თუ შეიძლება, ცოტა ხანი რომ დაგვითმოო. დრო არ დამრჩება მოსამზადებლად-მეთქი და არა უშავს, გადავიღოთ და მერე დაგიმატებთ დროსო. დავთანხმდი. ოცი წუთი ვიყავი გასული და რომ დავბრუნდი დრო აღარ დაგვიმატეს. მარტო მე არა, მთელ ჯგუფს. შეფერხებაა, ვარსკვლავური სტუმარი, ვინც ჩვენი ტორტი უნდა შეაფასოს, დროზე ადრე მოვიდა და ვერ ვალოდინებთო. სუპერფინალის დაკრემილ ტორტზე ადუღებული შოკოლადი დამასხმევინა ზუსტად იმ გენერალურმა პროდიუსერმა. რა თქმა უნდა, ტორტი დადნა და საშინელი ვიზუალი ჰქონდა, მაგრამ უკვე აღარაფერი მაინტერესებდა. რაღაც ტყლარწი გამოვიდა. იქ ცნობილი მომღერალი სტას პიეხა იყო ვარსკვლავური სტუმარი და მის დისშვილს უნდა მოსწონებოდა ტორტი – ასეთი იყო პირობა. ისე მოხდა, რომ ამ ბავშვს ვიზუალურადაც მოეწონა ჩემი აზელილი ტორტი და გემოც, ესაა ყველაზე გემრიელი და ლამაზიო, განაცხადა.
გამარჯვბული რომ უნდა გამოეცხადებინათ, თქვეს: დღევანდელ დღეს ყველაზე გემრიელი ტორტი გააკეთა თათია თექთურმანიძემ, მაგრამ პროექტის სუპერფინალში გადადის ჟენია. დამამახინჯებინეს ტორტი, მაგრამ ამ ბავშვს რომ მეგონა გული წაუვიდოდა, ძალიან მომეწონაო, იძახდა, თუმცა მაინც ასე მოხდა. გაპროტესტებას აზრი არ ჰქონდა, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც შეფები იღებენ. პირობა ის იყო, რომ ტორტი ბავშვს უნდა მოსწონებოდა, მისი აზრი გაითვალისწინეს, ჩემი ტორტი დაასახელეს ყველაზე გემრიელ ტორტად, მაგრამ ბავშვი სრულყოფილად ხომ ვერ შეაფასებსო და გამარჯვებული სხვა გახდა, რომელსაც გემოსა და ტექნიკაზე არა, მაგრამ ვიზუალზე მართლა ჰქონდა ნამუშევარი. იმედი არ გამცრუებია, რადგან ჩემთვის მთავარი იყო ჩემი რეცეპტით შექმნილ ტორტზე მომესმინა ასეთი პროფესიონალების აზრი და ასეთი მაგარი შეფასება რომ მივიღე, მეორე ეტაპი უკვე მასხარაობა იყო. შეუძლებელია, მოამზადო ტორტი, როცა არც ხელსაწყო გაქვს, არც დრო და ინგრედიენტები. თუმცა, საწყენი, რა თქმა უნდა, არის. თუმცა აქ არ იყო ის თემა, რომ მე ქართველი ვარ და ეს ყველაფერი რუსეთში ხდებოდა. მე ვფიქრობ, რომ გენერალურ პროდიუსერთან პირადმა დაპირისპირებამ იქონია გავლენა, თორემ სხვებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობები ჩამომიყალიბდა. პროექტის დასრულების შემდეგ, მთხოვდნენ, რომ გარკვეული თანხა გადამეხადა. მე ვუთხარი, მაჩვენეთ ოფიციალური საბუთები, რამდენი გაქვთ დანახარჯი, სიტყვაზე რატომ უნდა გენდოთ, ჩეკები გამომიგზავნეთ და არაა პრობლემა, გადავიხდი-მეთქი. ამაზე ატყდა ერთი ამბავი, პოლიცია რომ არ გამოვიძახეთ, არანაირი ჩეკები არ გვაქვს, ყველაფერი შინაურულად გაკეთდაო და სიტყვაზე უნდა დამეჯერებინა. რა თქმა უნდა, სულელი არ ვარ და რადგან ვერაფერი მაჩვენეს, არანაირი თანხა არ გადამიხდია.
თუმცა, საერთო ჯამში, ამ პროექტმა და იქ მიღებულმა შეფასებებმა თავდაჯერებულობა შემმატა. მინდა, საქართველოში ჩემი ბიზნესი წამოვიწყო და სიტუაციაში გასარკვევად ერთ-ერთ საკონდიტრო ქსელში, შიდა სამზარეულოში დავიწყე მუშაობა. ასე რომ, ახლა ვსწავლობ, ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ და გარკვეული პერიოდის შემდეგ კიევის საკონდიტრო აკადემიაში მინდა სწავლა. იქიდან რომ დავბრუნდები, ან ჩემსას გავხსნი, ან რომელიმე საკონდიტროს ბრენდშეფი გავხდები.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება. სასურველ სარძლოდ ითვლები – გარეგნობაც გიწყობს ხელს და სამზარეულო ხომ შენი ადგილია.
– როცა ვიზუალურად შეგეხედება, მგონი, უფრო საქართველოში, უკვირთ, რატომ სამზარეულო? აუცილებლად სხვა დონის ვარსკვლავებს უნდა ეთამაშებოდე და სულ გაპრანჭვაზე ფიქრობდე. რესტორანში ვიყავი გოგოებთან ერთად, მოდის ზალიკო ბერგერი, რომელსაც მანამდე პირადად არ ვიცნობდი. მეუბნება, ვაიმე, რა კარგი გოგო ხარ, აქამდე რატომ არ გიცნობდი. რას აკეთებ, ვინ ხარო? მადლობა, მზარეული ვარ-მეთქი და რაო? (იცინის) ყველაფერს მოელოდა ამის გარდა, თან ისე ვიყავი გამოპრანჭული (იცინის). ყველას უკვირს. ბევრჯერ შეუცხადებიათ, უი, მართლა? ჰგონიათ, რომ სხვა რაღაცებზე უნდა იყო ორიენტირებული. მამაკაცებისგან მსმენია, შენნაირ ცოლზე ვოცნებობო (იცინის). ქალი რომ თან ლამაზი წარმოუდგენიათ, თან წესიერი და თან სამზარეულოში მოფუსფუსე, მათთვის, ასე თუ ისე, ვაკმაყოფილებ კრიტერიუმებს და ფიქრობენ, იდეალური გოგოაო (იცინის). ამიტომ, ნამდვილად ვთვლი, რომ სასურველი სარძლო ვარ, ამაში ვერ შეგეკამათებით (იცინის). მგონია, რომ ძალიან ბედნიერი იქნება ის ოჯახი, სადაც მე შევალ, სხვა თუ არაფერი, ყოველთვის გემრიელ საჭმელს შეჭამენ (იცინის).
– თაყვანისმცემლებზე მოგვიყევი.
– ადამიანებს იმდენად ახლოს არ ვუშვებ, რომ მკითხონ, რატომ არ მოგწონვარო?! ძალიან იშვიათად მომწონს ადამიანი, კაცებთან ძალიან დიდ დისტანციას ვიცავ. კარგი ინტუიცია მაქვს, ერთი შეხედვით ვატარებ ადამიანს რენტგენში და ვხვდები, შემიძლია თუ არა მასთან კომუნიკაციის დამყარება. საერთოდ არავის ვუშვებ ახლოს.
– „რუსეთში გაიზარდა“, „მოკლეები აცვია, დეკოლტე“ – არ გიგრძნია სტერეოტიპული შეხედულებები?
– პირს გავაღებ თუ არა, კითხვები ყველას უქრება. ასეთი გოგოების მიმართ ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი, არ მომწონს მათი ცხოვრების სტილი. ვიღაც რომ ჩემს „ინსტაგრამზე“ შემოვა, სულ სხვა შთაბეჭდილება დარჩება, ბევრი მეუბნება ამას, მაგრამ რომ მიცნობენ, მეუბნებიან, რომ რადიკალურად სხვანაირი ვარ და არც ისეთი „თავში ავარდნილი“, როგორიც შორიდან ვჩანვარ და არც „რუსეთიდან ჩამოსული გოგოს“ ისტორიაა ჩემზე (იცინის).
– შენ როგორი ბიჭები მოგწონს?
– აუცილებლად ჭკვიანი და ჩამოყალიბებული. კაცმა უნდა იცოდეს, ცხოვრებაში რა უნდა და კონკრეტული მიზნისკენ მიდიოდეს. ასევე, უნდა იცოდეს, ქალისგან რა უნდა. ქარიზმატული უნდა იყოს, მამაკაცური, „დასტოინი“, შინაგანად შემდგარი ტიპი უნდა იყოს და დებილობებზე არ უნდა იკრიჭებოდეს, არცერთ შემთხვევაში – „ჟმოტი“, პირიქით, ხელგაშლილი უნდა იყოს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ შეიძლება, ეს ყველაფერი ჰქონდეს, მაგრამ ვიზუალურად თუ არ მომეწონა, შანსი არ აქვს და ამის გამო ყველა ჩემი დაქალი მეჩხუბება (იცინის). დაკუნთული სუპერმენი უნდა იყოს-მეთქი არ ვამბობ, მაგრამ შეიძლება, ადამიანში ცუდად მოხრილმა თითმა გამაღიზიანოს, ჭამის მანერამ ან პირის წკლაპუნმა, ან მისმა დგომამ, ვგიჟდები, თეძოს რომ აგდებენ დგომისას (იცინის). ისეთ დეტალებს ვაქცევ ყურადღებას, სულ რომ ციდან ჩამოფრენილი იყოს, უშემდგარესი და უმდიდრესი, შეიძლება იმის გამო, რომ მოღრეცილი თითი აქვს, ჩემთან პრობლემები შეექმნას (იცინის). ამიტომ ვერ ვამბობ, როგორი ბიჭი მომწონს. შეიძლება, დიდი ნაკლი ჰქონდეს, მაგრამ არ გამაღიზიანოს ან ძალიან სრულყოფილი იყოს, მაგრამ სულ არ მინდოდეს მისი ახლოს გაკარება. რომ დავინახავ, მერე მივხვდები. ჯერ, ალბათ, ისე არავინ მომწონებია, რომ მის ნაკლს არ დავუწყო ყურება (იცინის).